12 აგვისტო, 2013
სალომე გოგიაშვილი მესამე შვილს ელოდება
ჩემი ქმარი ძალიან ბედნიერია, ორი ბიჭი ჰყავს, გოგო უნდოდა და მე ვაჩუქებ სალომე გოგიაშვილის ცხოვრებაში სიახლეა. ყოფილი ტელეწამყვანი მესამე ქმრისგან, ვახო ნიკოლაიშვილისგან შვილს ელოდება. როგორც სალომესთვის, ასევე ვახოსთვის ეს რიგით მესამე, მაგრამ პირველი საერთო შვილი იქნება.
როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, მთელი ოჯახი გახარებულია ამ სასიამოვნო სიახლით და ძირითადად მომავალი დედის განებივრებაზე არიან ორიენტირებული. სალომეს ამ ახალი ამბის შესახებ რამდენიმე კითხვა დავუსვით:
სალომე:
- სამი თვის ორსული ვარ, გოგოს ველოდებით. ჩემი ქმარი ძალიან ბედნიერია, ორი ბიჭი
ჰყავს, გოგო უნდოდა და მე ვაჩუქებ, ყველაზე დიდი ოცნება ამისრულეო - მეუბნება.
- სახელი შერჩეული ხომ არ გაქვთ?
- კი, ჩემი დედიკოს სახელს, თიკოს დავარქმევთ.
- ალბათ, ორსულობამ გეგმები შეგიცვალა, ახლა სად ისვენებ?
- არა, შენ წარმოიდგინე. ისევ ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც დაგეგმილი გვქონდა, ახლაც თურქეთში ვართ და ვისვენებთ.
Rating
- რამდენად პრეტენზიული ორსული ხარ, ქმარს ღამღამობით მარკეტში ხომ არ აგზავნი?
- არა, კარგი გოგოები ვართ და კარგად ვიქცევით. რაც შეეხება ქმარს, ისედაც ყველაფერს მიკეთებს და ამაზე მეტის მოთხოვნა უკვე თავხედობაში ჩამეთვლება. ბავშვები კი დიდი სიხარულით ელოდებიან დაიკოს დაბადებას.

ციცი ომანიძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ნინა-ს
ჩვენ რა გვენაღვლება.მისი დედამთილი გასკდება გულზე ცხენისთავიანი რძალი,ორნაქმარევი და ორშვილიანი.მტრისასსსს..........
11:40 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
გასკდით გულზე ჯიჯი-კოჯოებო და მისთანებო.მიდი სალომე, შენსკენ ვართ :)
10:37 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯიჯი
დავაკვირდი და ამ სურათსი მართლა ცხენს გავს სახით.
17:55 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაგარია
მაგარია ტო სამი ქმარი სამი შვილი,სამი გვარი....მეც მინდა სამჯერ ცოლის შერთვა???????მშურს რა....
20:13 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ასე მგონია აქ ერთი და იგივე ადამიანი აკომენტარებს სხვადასხვა ნიკით. რომელიც უეჭველი ასაკში შესული გაუთხოვარია და გაგიჯებულია ზოგი სამჯერ რომ თხოვდება:)
17:07 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS