22 ნოემბერი, 2015
თამრიკო ჭოხონელიძე „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს წარუმატებელ გამოსვლას ეხმაურება - „მივმართავ ადამიანებს, ვისაც ასე ოსტატურად აქვს ეს საქმე ხელში ჩაგდებული“
ღვთის წყალობით საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია 21 ნოემბერს ბულგარეთის ქალაქ სოფიაში „საბავშვო ევროვიზია“ გაიმართა, სადაც გამარჯვებული მალტის წარმომადგენელი გახდა. საქართველოს კვარტეტი „ვირუსი“ წარადგენდა სიმღერით „გაბედე“. სამწუხაროდ საქართველო საპრიზო ადგილების მიღმა დარჩა.  მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენლების წარუმატებლობას სოციალურ ქსელსი ეხმაურება. 

„გუშინ ვუყურე საბავშვო ევროვიზიის კონკურსს. იქ,სადაც საქართველო უნდა წარმოჩინეს- მე ყოველთვის დიდი გულშემატკივრობით ვერთვები და ვისმენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერამდენე კონკურსია ჩვენი ქვეყნისთვის ერთი-ორი ,,მოძმე"" ქვეყნის გარდა (ზრდილობისთვის გადმოგდებულ რამდენიმე დაბალ ქულას
თუ არ ჩავთვლით) ხმები ვერავინ გაიმეტა.

Rating













მე მაინც დიდი იმედით ვზივარ ხოლმე ტელევიზორთან. მაგრამ რა?! ამჯერადაც ,,არ გაგვიმართლა"(?!). იქნება კარგად დავფიქრდეთ რატომ ,,არ გვიმართლებს"?!  სხვათა შორის მე მივმართავ არა იმ ცალკეულ ადამიანებს, ვისაც ასე ოსტატურად აქვს ხელში ჩაგდებული ეს საქმე (არ ვიცი, როგორ ვთქვა-მოკლედ-ევროვიზიის კონკურსზე ვინ გაუშვას და ვინ არა), არამედ ქვეყნის მესვეურთ, რადგან აქ სწორედ ქვეყნის ინტერესი და მისი პრესტიჟია მნიშვნელოვანი და არა ცალკეული ადამიანების (თუნდაც შეძლებული მშობლების.და ა.შ.)

,,ჭიის გახარება"! ვიცი წამოვა თავის მართლების ტალღა ,,ეს არაობიექტური, პოლიტიკური კონკურსია" და ა.შ. შეიძლება!, მაგრამ არც იმის მიჩქმალვაა საჭირო, რომ მაინც ხარისხი(!!!) თავისას ამბობს! გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში! კარგი იყო ის ბავშვი მალტადან თავისი ვოკალით, შესრულებით, თავად სიმღერით, (კომპოზიტორს ვგულისხმობ)არანჟირებით--ყველაფრით (!) და იმიტომაც გაიმარჯვა!

მერწმუნეთ, ასეთ დროს ხალხს არ აინტერესებს პოლიტიკა-რაც მოსწონს-იმას აძლევს ხმას! ვინმეს არ ეგონოს რამე მავიწყდებოდეს. მახსოვს მარიამ რომელაშვილიც, ,,ბზიკებიც". მაგრამ მაინც მინდა ვთქვა: -დაე, დაერქვას ამას პოლიტიკური. დაე, ნუ მოგვცემენ ხმებს, ჩვენ ხომ უნდა ვიდგეთ იმ სიმაღლეზე, რომ სიმღერის ქვეყნიდან ჩასულმა კონკურსანტებმა ღირსეულად, ხარისხიანად აჩვენონ თავი! დროა ცოტა გამოფხიზლდნენ ქვეყნის ღირსებით დაინტერესებული ოფიციალური პირები და ასეთი კონკურსებისთვის უფრო კომპეტენტურად შეირჩნენ კონკურსანტები! ეს არ უნდა იყოს ერთი ,,ფაბრიკის"გამოშვება!

ღვთის წყალობით საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია! ამიტომ გამოფხიზლდით(!!!) და შემდეგი კონკურსისთვის უფრო კომპეტენტური, უფრო მასშტაბური მოსმენა მოაწყვეთ მთელი საქართველოს მასშტაბით (რადგან ნიჭიერი ბავშვები მარტო თბილისში არ არიან!) და ნახავთ თურმე რა რესურსი გაგვაჩნია! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამით ყველა უნდა ვიყოთ დაინტერესებული! ეს ჩვენი ქვეყნის ინტერსესია პირველ რიგში!“, წერს თამრიკო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ლადო
არ მომეწონა ამათი სიმღერა.
23:13 / 25-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკაკო
სიმართლე მწარეა ! ! ! კომენტარი უნდა გაკეთდეს ,რომ მომავალში მაინც გაითვალისწინონ.!!!!
15:45 / 25-11-2015
გამოხმაურება / 0 /
კირა
ვფიქრობ, ეს იყო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში, ყველაზე სუსტი გამოსვლა ჩვენი ბავშვების.
15:19 / 24-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
სულ როგორ ილანძღება ეს ქალი,არავინ მოსწონს,ძალიან კარგი სიმღერაც იყო და შესრულებაც,რაც შეესაბამებოდა იმ კონკურსს,თავად თქვენ შეძლებთ რომ ბაქიბუქობთ სუულ...........რა ყველას ასწავლის ჭკუას
14:10 / 23-11-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგო
და მოამზადეთ ნუკა კვალიაშვილი დიდების ევროვიზიისთვის, ნამდვილად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს თუ გადადებს თავს და კარგი ხელისშემწყობი ეყოლება, ძალიან ნიწიერი ადამიანია, შეიძლება ზოგჯერ ბილწსიტყვაობს, მაგრამ არააქვს ამას დიდი მნიშვნელობა, ძალიან დიდი იმედი მაქვს მისი...
13:37 / 23-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS