16 ნოემბერი, 2015
მამა პეტრეს მონოლოგი ღმერთთან - ''საფრანგეთზე განსაკუთრებით ისინი ნერვიულობენ, ვინც საკუთარ ძმას ცოცხით აუპატიურებდა''
ურჩი ვარ, თავისებური და იდიოტი
მამა პეტრე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თავად მონოლოგი ღმერთთან დაარქვა.

''მონოლოგი ღმერთთან

გამარჯობა!

თავად არ ვიცი, ვინ ვარ. უბრალოდ, საუბარი მომინდა, დანარჩენს ისედაც მიხვდები. ჩემს გვერდით მდგომს რომ ჰკითხო, გიპასუხებს-კარგად ვიცნობო.ჰმ. რამდენი ხანია სარკეში ვიყურები და ერთი დეტალიც ვერ ამოვხსენი. ყველაფერი სტანდარტული მაქვს. თვალი კი სამი. შენ მაინც ვერ გხედავ. ვიცი, რომ არსებობ. ისე, როგორც მამაჩემი, ვისაც ვერაფერი გავუგე. ბევრი რამ არც შენი მესმის, იმედია გაგიგებ, ან შენ გამიგებ
და მეტად დავფიქრდები.

ურჩი ვარ, თავისებური და იდიოტი. მთავარია ვარ და თუ დამეხმარები შევიცვლები. ისე, ამ ბოლო დროს, შენზე მეტად მე მახსენებენ. გაგიკვირდება და მიკვირს. იმდენს საუბრობენ და კამათობენ, მე რომ არ ვიყო, ჩემს თავს აუცილებლად ვინატრებდი. შენ მაინც გამაგებინე, ვინ ვარ. მასწავლე, როგორ ვისწავლო. სხვებიც მასწავლიან, უპოვარებით როგორ ,,დავანაყრო" ექვსი შვილი. ისეთები მარიგებენ, ერთიც რომ არ ჰყოლიათ.

ჰო, მართლა. საფრანგეთზე ძალიან ნერვიულობენ. განსაკუთრებით ისინი, საკუთარ ძმას ცოცხით რომ აუპატიურებდნენ. სიყვარულს მეფიცებიან და სანთლებს თავდაღმა წვავენ.

წყევლას ლოცვას უწოდებენ, სიძულვის სარწმუნოების დაცვას. თუ პირში სიმართლე ვუთხარი, ღალატად თვლიან, ზურგსუკან განკითხვას კი ერთგულებაში გითვლიან. რეგალიებს ეპოტინებიან, გუმბათებს ამშვენებენ და სულებს ანგრევენ. დავიჯერო, ამდენი ნაგებობები შენ გჭირდება?! შენ ხომ ტაძრის შესასვლელთან ხელგაწვდილი მათხოვრის კალთაზეც თავისუფლად ეტევი, ღმერთო?! ო, რამდენს გეტყოდი, მაგრამ ისევ ლანძღვას დამიწყებენ.

მივეჩვიე. მოდი, მათ გავუფრთხილდები და დანარჩენს სხვა დროს გეტყვი. ერთი რამ მაინც ამიხსენი-თამაშს როდის დაამთავრებ. ნივთები ნაწილებად დაიშალა, არც რესტავრირება უშველის. უმეტესობა გადასაყრელია. მოდი, თუ მოდიხარ. ჯოჯოხეთით უკვე დიდი ხანია არ ვშინდები. აქაურობა მისი რეპეტიციაა. სამოთხე კი. აი, სამოთხე. ჰო, წესით ჩვენი ტანჯვის და მარადიული დათმენის გვირგვინი.

ლოცულობენ, მარხულობენ, მოწყალებას უხვად გასცემენ. სამაგიეროს არ ვითხოვთო. დალოცვილო, რაღა სამაგიერო უნდათ, სამოთხისთვის ირჯებიან ამდენს. ბოდიში, მაგრამ ვაჭრობა მგონია. მე კი, თუ საერთოდ რამეს ვაკეთებ, ალბათ უფრო ცნობისმოყვარეობის გამო. ერთხელ მაინც დავინახო, რამხელა სხვაობაა ჩემს წარმოსახვასა და შენს ნამდვილ არსებობას შორის.

მერე თუ გინდა, ჩამაბნელე, მაინც სამუდამოდ მეყვარები, ღმერთო. ჩემი მეგობარი, რომელიც არასდროს ყოფილა კინოში, თეატრში, კაფეში, არც დეკამერონი წაუკითხავს და არც ლანსაროტე უნახავს, თვლის, რომ უკვე ცხონდა და ჩემზე ფიქრობს, რა ეშველება ამ საწყალსო.

ახლა შენ მაინც მიპასუხე, არ მირჩევნია, დაცემული და მონანული ვიყო, ვიდრე ჩემი უბიწოებით სხვისი ცოდვები ვითვალო. მე თუ მოგიახლოვდი, შეგრძნებებით და განცდებით, შეკითხვებით და მსჯელობებით. შენი მისამართი თუ არ ვიცი, როგორ მოგაგნებ. შენ ანუ ცოდნა. ჰო, ცოდნა რწმენაზე და შეცნობაზე. თუ არ ვისწავლე რწმენა, როგორ შეიძლება ვიცოდე, რა მწამს.

მოკლედ, ბევრს უყვარხარ, მაგრამ მგონია, რომ საკუთარი თავი უყვართ შენში. იმაზეც გამკილავენ, როგორ კადნიერად მიმართავსო. შენ ხომ მაინც იცი, რა გულით გესაუბრები. შენ თუ არ მოდიხარ, მე დავაჩქარებ ნაბიჯებს და პირისპირ უფრო გულწრფელად ვისაუბრებ, ღმერთო!'' - წერს პეტრე კოლხი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ნიკა
კაი კაცია
09:48 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
nikolozi
აშკარად უჭირს ამ ადამიანს. შე დალოცვილო თუ ჩამოყალიბებული არ იყავი რა მღვდლობაზე აცხადებდი პრეტენზიას, დარჩენილიყავი უბრალო ერისკაცი და არც შენ თავს დატანჯავდი და არც სხებს მისცემდი შენი განკითხვის საშუალებას
09:48 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მამა პირმოთნე -ს
სად დაინახეთ ნარციზმი. პირიქით. საინტერესო და საკუთარ თავში ჩაღრმავებული ადამიანი და არა ტქვენსავით სხვისი კრიტიკით დაკავებული. ეგებ და თქვენც გეცადათ ჩაგეხედათ ჯერ საკუთარ სულში და მერე სხვისთვის გეწოდებინათ სრულიად შეუფერებელად ნარცისი?
09:30 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ასე მგონია
"ჰო, მართლა. საფრანგეთზე ძალიან ნერვიულობენ. განსაკუთრებით ისინი, საკუთარ ძმას ცოცხით რომ აუპატიურებდნენ." - ვერ დაგეთანხმები, მამაო! ასეთებს სხვა ადამიანების ბედი არ აწუხებთ და ამიტომ არც ინერვიულებენ...
09:01 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
Tsodvili
Madlobas gixdit mamao,bevri rame amixsenit tqveni ubraloebit,gaixaret.
05:56 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
m
რა სჭირს ამ კაცს რაში სჭირდება ესეთი პოპულარობა არ მესმის. უფალი ყველაფერს ხედავს და ესმის ჩემი აზრით მეტი თავმდაბლობა შეშვენის მამაოს ეს კი რატომღაც ამპარტავანი და მეტად "ერის" კაცი უფრო მგონია ანუ საერო ცხოვრებით უფრო ცხოვრობს ვიდრე სასულიერო, საერო გართობა და ტინგიცი უფრო მოწონს ვიდრე სულიერი მამობა თავს სხეულზე უფრო ზრუნავს ვიდრე სულზე. ასე მგონია ასე ჩანს თუ ვცდები უფალმა შემინდოს.
01:55 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
ღმერთთან საუბრის დროს მოწმეები რა საჭიროა? რატომღაც მგონია თავს იწონებს.
00:59 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მამა პირმოთნე
კაცი ნარციზმი
23:41 / 16-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ქალაქელი
მამა პეტრე ჩვეულებრივი დღევანდელი დღის ადამიანის ენით საუბრობს. მამაო, თქვენ ადამიანი ხართ, გილოცავთ. :)
22:22 / 16-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მდაა !!!!!!
ღმერთმა გიშველოს მამაო პეტრე მაგრამ ცოტა ზედმეტ სითამამეს იჩენთ რაღაც რაღაცეებში დაა.. ????
15:09 / 16-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS