16 ნოემბერი, 2015
"მე მუსლიმის ოჯახში ვიზრდებოდი... ისინი ტერორისტები არ არიან!" - რამილია ალიევას ემოციური წერილი
ნახეთ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები, მათ ოჯახებში მიდით... ჟურნალისტი რამილია ალიევა სოციალურ ქსელში, საფრანგეთში მომხდარ ტერაქტების სერიაზე ემოციურ წერილს აქვეყნებს.

"მე მუსლიმის ოჯახში ვიზრდებოდი, ვიცი ისლამი და ვიცი ისლამის ტრადიციები. მე უამრავი ნათესავი და მეგობარი მყავს მუსლიმი და ისინი ტერორისტები არ არიან!

მე ვერასოდეს მთელი კაცობრიობის მტერი, რომელიღაც ტერორისტული ავადმყოფური დაჯგუფების გამო ვერ და არ ვიტყვი ჩემს მუსლიმ მეგობარზე რომ მუსლიმები ტერორისტები არიან!

ახლა წამიერად მაინც არ იფიქროთ რომ ალიევაა და ამიტომ იცავს ისლამს. სინამდვილეში ბევრ ქართველზე
უფრო ქართველი ვარ და ბევრისგან განსხვავებით ეს ქვეყანა მიყვარს!

ცხოვრებაში არ მითქვამს რომ ასეთ ქვეყანაში როგორ უნდა იცხოვრო?! ან წავალ სადმე ევროპაში და უფრო კარგ ცხოვრებას ვნახავ! ჩემთვის ყველაზე კარგი ცხოვრება აქ საქართველოშია და იცით ვერავის მივცემ უფლებას ჩემი ქვეყანა ნაკუწებად აქციოს.

ამ ქვეყანაში ყოველთვის მუსლიმები, მართმადიდებლები, კათოლიკეები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ ერთად! უამრავი მეგობარი მყავს აქ - ფეისბუქზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქე ქართველი მუსლიმები, ქისტები, აზერბაიჯანელები არიან. უამრავი მეგობარი და ნათესავი მყავს რომელიც მართმადიდებელია...

რა გჭირთ?! ვიღაცა თავში ტვინის მაგივრად კიტრის მქონე ტერორისტის გამო რატომ ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებთ?! რატომ?! ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი და ეს ქვეყანა ყველა მოქალაქემ ერთად უნდა ავაშენოთ. რა მნიშვნელობა აქვს იმას რომ მე აზერბაიჯაბელი ვარ და შენ ქართველი.
მე და შენ ერთი ქვეყნის - საქართველოს პასპორტი გვაქვს და ორივეს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. იმ ადამიანებს აი, ორი წიგნი რომ წაუკითხავთ და ვერ ანსხვავებენ რომ ტერორიზმს რელიგია არ აქვს, მინდა ვუთხრა თვალეები გაახილეთ...

ნახეთ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები, მათ ოჯახებში მიდით... მერე მითხარით ისინი ტერორისები არიან?! მწყინს რომ ამ ქვეყანაზე არ ფიქრობთ..." - წერს რამილია.

ქეთი მელაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ქართველი
რამილია არის დიდებული ადამაიანი.ლამაზი, ქართულიც ისწავლა, ჩამოყალიბებული, მოაზროვნე მოკლედ ძალიან სასიამოვნო გოგოა.
21:15 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ძია
დიტო, ნომინალური ქრისტიანი ბრეივიკი არ დავივიწყოთ. თან მან არათუ თავი მოიკლა, საკმაოდ კომფორტულ ციხეში პრეტენზიაც კი წამოაყენა, რომ "ხედები არ მოსწონდა". ამ გოგომ ჩვეულებრივი მორწმუნე მუსულმანებზე თქვა, რადგან ასეთი ადამიანი ამას კი არ გააკეთებს, არამედ ბომბს გადაეფარება, რათა ათობით ადამიანის სიცოცხლე იხსნას (სულ 3 დღის წინ ბეირუთში მომხდარი შემთხვევა).
17:23 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
nino
Me var gartveli martlmadidebeli....da bevri megobari mkavs sxva da sxva erovnebis da sarcmunoebis...pativs vcem mat...me ara mgonia ROM kurani ascavlides ROM mokali da cxondebio...
02:05 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
დიტო
ეხლა არ გვინდა აქ მჯიღების ცემა, ფუნდამენტალისტები ბევრია ისლამში, ერთი ქრისტიანი მანახეთ "ღმერთი მაღალიას" ძახილით თავი აიფეთქოს და სხვებიც ააფეთქოს და მერე ვილაპარაკოთ კონკრეტულად....
00:06 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
andria
საქართველოში მცხოვრებ ყველა რელიგიის თუ ეთნოსის წარმომადგენელს პატივს ვცემ, თუ ისინი პატივს ცემენ იმ ქვეყანას, სადაც ცხოვრობენ.ერთადერთი რაც მაღიზიანებს აზერბაიჯანელებისგან , ესაა ბორჩალოს ძახილი. კარგად გეცოდინება,საიდან მოდის ეს სახელწოდება,ისტორია... ამასწინათ თურქულ იქს ფაქტორში დუეტი გამოვიდა,ხოდა ერთმა თქვა ეს ჩემი მეგობარი აზერბაიჯანიდანაა , მე კი ბორჩალოდანო (!!!).საქართველოდან ვარო რომ ეთქვა, ვერ მიხვდებოდა ვერავინ, რომელი ქვეყნიდან იყო?!!!
23:07 / 16-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS