11 ნოემბერი, 2015
სოფო ნიჟარაძეს უშიშროების სამსახურში იბარებენ - „შეგიძლიათ, ჩემს დისკებს მოუსმინოთ“
გავაღე კარი და დამხვდა უშიშროების სამსახურის ორი წარომადგენელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის და მომღერალ სოფო ნიჟარაძის ფარული ჩანაწერების გამო სოფო ნიჟარაძე უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში თავად წერს. სოფოს ამჯერად ხმის ნიმუშის ჩაბარებას სთხოვენ. 

„დღეს, საღამოს 9 საათსა და 30 წუთზე გაისმა ზარი ჩემს კარებზე, გავაღე კარი და დამხვდა უშიშროების სამსახურის ორი წარომადგენელი ახალი უწყებით ხელში, ხმის ნიმუშის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ამაზე ცინიკური რა შეიძლებოდა ყოფილიყო? სიმღერა ხომ ამიკრძალეს, ახლა თურმე ერთადერთი
ადგილი საქართველოში, სადაც ჩემი ხმა აინტერესებთ, უშიშროების სამსახურია! შეგიძლიათ, ჩემს დისკებს მოუსმინოთ, ბატონებო, რთული არ იქნება შედარება, შეადარეთ, თან ხარისხიან მუსიკასაც მოისმენთ“!, წერს სოფო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სოფოს
მაგ სიმართლით გატაროს ღმერთმა სოფო
11:04 / 12-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS