მართალია, მსახიობი ჯაბა კილაძე წერს, რომ ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებული მისი პოსტი პოპულარული ვერ გახდება, მაგრამ მოწონება დაიმსახურა როგორც ოცნების, ისე ნაციონალების მომხრეების. ერთ ერთმა ხუმრობით ისიც კი დაწერა, ჯაბა პრეზიდენტად ავირჩიოთო. გთავაზობთ ჯაბას პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
''ნუ, ჩემი პოსტი ვერ იქნება პოპულარული, იმიტომ რომ არ ვაგინებ, არ ვლანძღავ არავის და არ ვითხოვ რევოლუციას. (გამგებმა გაიგოს). მიტინგი ძალადობაა, ჩარტყმაა, სროლააა. გადადგეს, იმიტომ რომ
არ დაიღალეთ, არ მოგბეზრდათ, არ გინდათ, ეს ერთი პატარა ქვეყანაა ორივე მხარემ და საერთოდ ვინც ხართ ერთად პოლიტ სპექტრი, მართოთ?
მთელმა საზოგადოებამ ერთად გავაკეთოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ყველა კარგად ვიცხოვრებთ, დავიჯერო ასეთი ძნელია?
რაც თავი მახსოვს, სულ მესმის ზვიადი, ედუარდიი , მიშა, ბიძინა. აღარ მინდა ეს ბელადის სინდრომი. ევროპაში, სადაც ასე გულით გვინდა, იქ ხომ ეგრე არ ყვირიან ?
მაგალითან გერმანიაში ასე შვებიან ანგელა, ანგელაა? იმ ევროპიდან თუ რამე უნდა ავიღოთ მაგალითი უნდა ავიგო როგორ უყვართ, როგორ ყვებიან თავის ქვეყანას ზედ, არა მარტო თავის შვილს, არა მარტო თავის სახლს და აივანს ქვეყანას, გაიგეთ. ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ერთნი ფიქრობთ ნაცები დასახოცებიაო, მეორე ფიქრობს ოცნება დასახოციაო.
მე ვფიქრობ, რომ აი, ამ მარაზმით და ქაოსით სარგებლობს რუსიც, ამერიკელიც და რა ვიცი ყველა, ვისაც არ ეზარება და ჩვენ ამას ვერ ვხვდებით! ესე იყო სულ მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე სულ შიდა პრობლემა და ამის საფასურს იხდიდნენ მომავალი თაობები, მათ შორის თქვენც ძვირფასო მთავრობავ და ოპოზიციავ. რამე სხვა ფორმით დაალაგეთ ქვეყანა.
სისხლი სისხლს არ ბანს. პირიქით მეტს ითხოვს. შეიგნეთ ეს ერთმაც და მეორემაც! აღიარეთ ერთმა მხარემ, რომ დიახ მიუხედავად სახლების ღებვისა, ბევრი სიბინძურე აკეთეთ და ეს ყველამ იცის თქვენ პირველ რიგში და მეორე მხარემ აღიარეთ, რომ მთავრობის დიდი ნაწილი უნიჭო, ფულის მჭამელი და არაფრის მაქნისი მთავრობა ხართ, რომელსაც გზის დაგებაც კი არ ეხერხება! აღიარეთ ეს ყველაფერი და ერთხელ მაინც საქართველოს ისტორიის მანძილზე ქვეყანა ერთად აშენეთ ყველამ! და ეს არაა შეუძლებელი.
უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ არა და ისე კარგად შეიძლება.
ჯაბას ფიქრები''.