09 ნოემბერი, 2015
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილის სკანდალური განცხადება - "ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის..."
არ არის ახლა ეს მასწავლებლების ბრალი? იმის ნაცვლად, რომ იმ ბავშვს აუხსნან ეს საქციელი ცუდიაო ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილი, მწერალი რუსა ამირეჯიბი 130-ე სკოლის მასწავლებლებს მისი შვილის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა:

"ძირს – რასიზმი და დისკრიმინაცია!!!

რა უბედურება გვჭირს ქართველებს? იმდენი ჭკუა არ გაქვს, რომ რასისტობა დავმალოთ, სულ ამას უნდა გავიძახოდე ამ ქვეყანაში, რომ ეს მსოფლიოში აღიარებული დაბალი დონის ტონია? 10 წელია დავბრუნდი და ერთადერთი, რასაც არ ვითმენ, არც მომითმენია არსად და
არც მოვითმენ, რასისტობა და დისკრიმინაციაა. საქართველო – მოგმართავ – შეიგნე, რომ ნებისმიერ უმცირესობაზე ძალადობა ვერბალური თუ ფიზიკური – ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი დანაშაულია 21-ე საუკუნის, არ ხარ შენ არც გაეროს და არც ნატოს ღირსი, სანამ საკუთარი ქვეყნის შვილებს არ დაიცავ! კანონი შემოიღეს, დიდი მადლობა, ჰოდა, გამოვიყენებ ამ კანონს, ვინმემ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? მხოლოდ მე არ ვარ, ვისაც ფერადკანიანი ან თუნდაც სხვა ეროვნების შვილი ჰყავს, ამოიღეთ ხმა!

მითხარით, რა, 130-ე სკლის დირექტორი და მასწავლებლები არ ითვლებიან რასისტებად, როცა ჩემს შვილს ადანაშაულებენ აქეთ, როცა კლასელმა გული ატკინა და შეურაცხყოფა მიაყენა თავისი კანის ფერი გამო? აფრიკაში წადი, საზოგადოებაში შენი ადგილი არაა, ველურებში უნდა იყო და ა.შ.

არ არის ახლა ეს მასწავლებლების ბრალი? იმის ნაცვლად, რომ იმ ბავშვს აუხსნან ეს საქციელი ცუდიაო, ყველა მიმის ეცა, მე მსგავსი არაფერი მინახავს. სამი სკოლა გამოვუცვალე, ხან რომელი მასწავლებელი ამოიჩემებდა, ხან რომელი, ხან რომელი მოსწავლე მიაძახებდა სასწაულებს. რცხვენოდეს ყველა ასეთ პედაგოგს და განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანს, ასეთი მსოფლმხედველობისა და აზროვნების ადამიანმა ჩემს შვილს ან თქვენს შვილებს რა უნდა ასწავლოს? მაინც არ მეგონა, პედაგოგებთან თუ მექნებოდა კონფლიქტი ამის გამო. ველოდებოდი, რომ შეწუხდებოდნენ და იმ ბავშვს დაარიგებდნენ ჩემ თვალწინ, მე ბოდიშს მომიხდიდნენ, ხუთი მასწავლებელი დირექტორის ჩათვლით ეცა მიმის, ჩემ თვალ წინ ატირეს!

დანადვილებით ვიცი, დღევანდელი ინციდენტის გამო, ამოიჩემებენ როგორც სხვა სკოლებში მიმის, აღარც ნიშანს დაუწერენ რაც ეკუთვნის და ხელსაც შეუშლიან. ხუთი ქალი მანდატურის ჩათვლით – მეცნენ ყელში, ვიმეორებ, იმის ნაცვლად შერცხვენოდათ და თავი ჩაეღუნათ, მიმის ეჩხუბებოდნენ, ქართულის მასწავლებელმა მაკამ, მე ეგ თემა არ მეხებაო ასე გამომიცხადა როგორც კი დაველაპარაკე.

აი, მითხარით, რა, არ ვუჩივლო 130-ე სკოლას დისკრიმინაციის ნიადაგზე? დამრიგებელმა კი მაგის გვერდით ბავშვს ლანძღვდნენ, ანუ ჩემსას და ხმა არ ამოიღო და აქეთ მიმის აბრალებდა, მაგისი ბრალიაო, იმ ბიჭს ზურგზე ხელს უთათუნებდა, ნუ ყვირიხართო, 5 ქალი მეცა, არც მეყვირა?
ჰოდა, აი ეხლა რომ ვუჩვლებ, სამაგალითო იქნება ეს ყველასთვის, რომ ნებისმიერ არაქართველ ბავშვს შიშით შეურაცხჰყოფა აღარავინ მიაყენოს და მასწავლებლები მიხვდნენ, რომ ასეთი ბავშვი უნდა დაიცვან და არა მიზეზების შეთითხვნა დაიწყონ..

ბოლოს ჩემი სიტყვები იყო, ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის-მეთქი! აქეთ ბოდიშს ითხოვდნენ. არ დავტოვებ მე ამას ასე, ყელში ამომივიდა, მორჩა! მხოლოდ მანდატური ახალგაზრდა ამამაკაცი იყო, რომელიც შეწუხდა, ცდილობა, ქალები გაეჩუმებაინა, გარეთ გამომყვა, იდგა დარცხვენილი.

აღარავის ვაპატიებ ჩემი შვილის გულის ტკენას! მორჩა! აღარ გავჩუმდები!",-წერს რუსა ამირეჯიბი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
respect
bevris comentari imaze metyvelebs tu ra uvicebi xart, eseigi daichagros bavshvi imitom rom qartvelebs gadauares , da rom gadauares qartvelebs rato ar igebt xmas tu marto compiuterebs rom xart mijachvuleebi da advilad choraobt da aprqvevt tqven sisuleleebs eg gishvelit, cota gamopxizldit xalxo ra mnishvnelobda aqvs ra peris kani aqv adamians magram am dabogmil sazogadoebs ra unda elaparko uvicebis da ucignurebis brboo
13:53 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგო
იდიოტებო, ქვეყანა რომ ამ დღეშია და მეტი ეკუთვნის ბევრს არიცით? იტალიელი, ბერძენი, თურქი ბებიებიდან შოულობთ აქ ხალხი ფულს, ჩამოვა ჩინელი ან სხვა ეროვნების ადამიანი და ადამიანად არ თვლიან მაშინ ეს მილიონობით ქართველი რას დადის სხვაგან თუ სხვისი ატანა არ შეუძლიათ თავის ქვეყანაში. ზუსტადაც იქნება ვიმსახურებთ გადავლას და მაგიტო გადაგვიარეს. ცისფერები, ლესბოსელები ასეთებს ეს ვითომ ერთუჯრედიანი ქართველები ადამიანად არ თვლიან. სირცხვილი მასწავლებლებს. წაუკითხავთ დენიკინის დროს დაწერილი ერთი ორი წიგნი და თავი რაღაცა გონიათ. სირცხვილი მართლა. იქეთ ვეტენებით ყველას ისეთი პატარა ერი ვართ და ისეთი ზარმაცი და ამბიციური და რეალურად ზოგი ქვეყნის ერთ ქალაქში ცხოვრობს ამდენი ერი. იქნება გავხდეთ ტოლერანტულები ჯერ ჩვენი თAVI გავიუმჯობესოთ და მერე მივდგეთ სხვას. სირცხვილი მართლა. ის მასწავლებლები უნდა გაიყარონ სკოლიდან. ქცეყნის ახალგაზრდა კარგი მსოფლმხედველობის მასწავლებელია უმუშევარი.
13:21 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ABC
მარტო ფერადკანიან ბავშვებს არ აქვთ პრობლმა. 20 წლის წინ ჩემი ბიძაშვილი, ჩვეულებრივი ქართველი ბავშვი დატანჯეს - ზედმეტი წონა ჰქონდა და დასცინოდნენ ბავშვები. პრობლემა იქაც იგივე იყო, პედაგოგები არ ასწავლიდნენ ბავშვებს, რომ დაცინვა ცუდია. ჩამოუყალიბეს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომლისგანაც ძლივს გათავისუფლდა მერე. ასე, რომ სამწუხაროდ არაფერი იცვლება პედაგოგების ხმრივ...
13:16 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
:)))
გადაშენების კი არა საერთოდ გაქრობის ღირსები ვართ ქართველები!!! ესეთი ბოღმა, შურიანი, უგულო, არაადამიანები რომ ვართ!!! რომელ განვითარებულ ქვეყნებშია რასიზმი? 21-ე საუკუნეა ხალხო!!! ადამიანებს კანის ფერით უნდა ვარჩევდეთ? რა დააშავა ამ ბავშვმა ისეთი, რომ ასე გაიმეტა მთელმა სკოლამ?! მართლაც რა უნდა ასწავლონ ასეთმა შეუგნებელმა მასწავლებლებმა ბავშვებს!!!
13:13 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
NINO
Feradkaniani bavshvi ar aris? Samsaxuridan unda moxsnan pedagogi, romelia raime saxit bavshvs discriminacias ucevs!!! Amit sxva Mascavlebeli ascavlis chkuas! maxinji sulis Mascavlebeli bavshvebtan ar unda mushaobdes!!!
02:15 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
კარგით რა კომენტარებში ზოგი ისეთ რამეს წერთ თვალები შუბლზე აგივა ადამიანს. სტატია რამდენად შეესბამება სიმართლეს არ ვიცი, მაგრამ იქიდან გამომდინარე რაც წერია დასკვნები გაქვთ ზოგს ნუ იტყვი. გასაგებია საქართველოს გადგვიარეს გადმოგვიარეს, და შეიძლება პრობლემა ნაწილობრივ ბავშვშიც ყოფილიყო, მაგრამ ისეთი რა დააშავა ამ ბავშვმა გარდა იმისა რომ შეიძლება ცოტა ეცელქა, და ისიც საკითხავია ცელქობის მიზეზი იყო თუ სხვა რამ, იმიტომ რომ კარგად ვიცი ქართული სკოლები, მარტო ჩემი ბავსვობა მყოფნის ამს გასახსენებლად. არ ვყოფილვარ ზანგი, მაგრამ შურის ნიადაგზე მთელ კლას მოუყენებია ჩემთვის შეურაწყოფა და კლასის ხელმძრვანელს იმის ნაცვლად შენიშვნა მიეცა სხვებისთვის პირიქით ხელს უწყობდა. მე ის მასწვალებელი მას მერე რაც გავიზარდე ძალიან სიყვარულით შემხვდა და თან ისეთი სინანული ქონდა და ალბათ არ ვარ სწორი ახლა ისევ რომ ვიხსენებ, მაგრამ იმიტომ მინდა შევეხო ამ საკითხს უბრალოდ გავაცნობიეროთ სინანული მის სულს კი უსველის და მისასალმებელია, მაგრამ მის მიერ დაჩაგრულ მოსწავლეს რაში უშველის? ამიტომ მსგავსი მაგალითები საყურადღებოა სხვებმა გაითვალისწინონ. პრობლემა შავკანიანში ან საქართველოს გადაუარეს გადმოურეში კი არა არის, პრობლემა თავად მასწავლებლებშია, არასწორი აღზრდაა საქართველოს სკოლებში ფაქტია. ძალიან ერთეულია თავის პედაგოგიურ მოვალეობას ითავისებს ისე რომ დამოკიდებულს არ ხდის ხელფასზე ან გაჭირვებაზე და საკმაოდ ობიექტური მიდგომა აქვს მოსწვალეებთან რადაგან ეგ საქმიანობა უბრალოდ უყვარს, მაგრამ სამწუხაროდ ძალაინ ერთეულებია.
00:13 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
tekla
მიკვირს ძალიან. ქართველმა საზოგადოება სიამოვნებით მიიღო და შეიყვარა სამორი ბალდე. ბევრმა ინატროს ეგეთი შვილი! აქ რა ხდება?
23:56 / 09-11-2015
გამოხმაურება / 0 /
Mარი
Kონკრეტულად არ ცჰერტ რა MოხდA,ამიტომ რტულია გაარცჰიო Mტკუან მარტალი...
23:36 / 09-11-2015
გამოხმაურება / 0 /
კარგით რა მართლა!!!
კარგით რა ერთი მართლა! ერთეული შემთხვევების გარდა ერთადერთი დაჩაგრული ხალხი აქ ისევ ქართველები არიან.... მართლა ყველამ გადაგვიარა. მალე სულ აღარ ვიქნებით ქარტველები და იქნებ ყველა დაწყნარდეს!
22:25 / 09-11-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფიო
იქნებ საკუთარ შვილში ეძებო პრობლემა? ჩემს მეგობარს ორი შვილი ჰყავს ფერადკანიანი და მსგავსი შემთხვევა არასოდეს ჰქონია. მეზობელიც მყავს 12 წლის გოგონა რომელიც ფერადკანიანია და არც მას ჰქონია როდესმე მსგავსი პრობლემა.. მესმის რომ დედა ხარ და ძნელია საკუთარი შვილის შეცდომების აღიარება.. წარმატებებს გისურვებთ ბედნიერად
21:06 / 09-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS