09 ნოემბერი, 2015
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილის სკანდალური განცხადება - "ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის..."
არ არის ახლა ეს მასწავლებლების ბრალი? იმის ნაცვლად, რომ იმ ბავშვს აუხსნან ეს საქციელი ცუდიაო ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილი, მწერალი რუსა ამირეჯიბი 130-ე სკოლის მასწავლებლებს მისი შვილის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა:

"ძირს – რასიზმი და დისკრიმინაცია!!!

რა უბედურება გვჭირს ქართველებს? იმდენი ჭკუა არ გაქვს, რომ რასისტობა დავმალოთ, სულ ამას უნდა გავიძახოდე ამ ქვეყანაში, რომ ეს მსოფლიოში აღიარებული დაბალი დონის ტონია? 10 წელია დავბრუნდი და ერთადერთი, რასაც არ ვითმენ, არც მომითმენია არსად და
არც მოვითმენ, რასისტობა და დისკრიმინაციაა. საქართველო – მოგმართავ – შეიგნე, რომ ნებისმიერ უმცირესობაზე ძალადობა ვერბალური თუ ფიზიკური – ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი დანაშაულია 21-ე საუკუნის, არ ხარ შენ არც გაეროს და არც ნატოს ღირსი, სანამ საკუთარი ქვეყნის შვილებს არ დაიცავ! კანონი შემოიღეს, დიდი მადლობა, ჰოდა, გამოვიყენებ ამ კანონს, ვინმემ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? მხოლოდ მე არ ვარ, ვისაც ფერადკანიანი ან თუნდაც სხვა ეროვნების შვილი ჰყავს, ამოიღეთ ხმა!

მითხარით, რა, 130-ე სკლის დირექტორი და მასწავლებლები არ ითვლებიან რასისტებად, როცა ჩემს შვილს ადანაშაულებენ აქეთ, როცა კლასელმა გული ატკინა და შეურაცხყოფა მიაყენა თავისი კანის ფერი გამო? აფრიკაში წადი, საზოგადოებაში შენი ადგილი არაა, ველურებში უნდა იყო და ა.შ.

არ არის ახლა ეს მასწავლებლების ბრალი? იმის ნაცვლად, რომ იმ ბავშვს აუხსნან ეს საქციელი ცუდიაო, ყველა მიმის ეცა, მე მსგავსი არაფერი მინახავს. სამი სკოლა გამოვუცვალე, ხან რომელი მასწავლებელი ამოიჩემებდა, ხან რომელი, ხან რომელი მოსწავლე მიაძახებდა სასწაულებს. რცხვენოდეს ყველა ასეთ პედაგოგს და განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანს, ასეთი მსოფლმხედველობისა და აზროვნების ადამიანმა ჩემს შვილს ან თქვენს შვილებს რა უნდა ასწავლოს? მაინც არ მეგონა, პედაგოგებთან თუ მექნებოდა კონფლიქტი ამის გამო. ველოდებოდი, რომ შეწუხდებოდნენ და იმ ბავშვს დაარიგებდნენ ჩემ თვალწინ, მე ბოდიშს მომიხდიდნენ, ხუთი მასწავლებელი დირექტორის ჩათვლით ეცა მიმის, ჩემ თვალ წინ ატირეს!

დანადვილებით ვიცი, დღევანდელი ინციდენტის გამო, ამოიჩემებენ როგორც სხვა სკოლებში მიმის, აღარც ნიშანს დაუწერენ რაც ეკუთვნის და ხელსაც შეუშლიან. ხუთი ქალი მანდატურის ჩათვლით – მეცნენ ყელში, ვიმეორებ, იმის ნაცვლად შერცხვენოდათ და თავი ჩაეღუნათ, მიმის ეჩხუბებოდნენ, ქართულის მასწავლებელმა მაკამ, მე ეგ თემა არ მეხებაო ასე გამომიცხადა როგორც კი დაველაპარაკე.

აი, მითხარით, რა, არ ვუჩივლო 130-ე სკოლას დისკრიმინაციის ნიადაგზე? დამრიგებელმა კი მაგის გვერდით ბავშვს ლანძღვდნენ, ანუ ჩემსას და ხმა არ ამოიღო და აქეთ მიმის აბრალებდა, მაგისი ბრალიაო, იმ ბიჭს ზურგზე ხელს უთათუნებდა, ნუ ყვირიხართო, 5 ქალი მეცა, არც მეყვირა?
ჰოდა, აი ეხლა რომ ვუჩვლებ, სამაგალითო იქნება ეს ყველასთვის, რომ ნებისმიერ არაქართველ ბავშვს შიშით შეურაცხჰყოფა აღარავინ მიაყენოს და მასწავლებლები მიხვდნენ, რომ ასეთი ბავშვი უნდა დაიცვან და არა მიზეზების შეთითხვნა დაიწყონ..

ბოლოს ჩემი სიტყვები იყო, ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის-მეთქი! აქეთ ბოდიშს ითხოვდნენ. არ დავტოვებ მე ამას ასე, ყელში ამომივიდა, მორჩა! მხოლოდ მანდატური ახალგაზრდა ამამაკაცი იყო, რომელიც შეწუხდა, ცდილობა, ქალები გაეჩუმებაინა, გარეთ გამომყვა, იდგა დარცხვენილი.

აღარავის ვაპატიებ ჩემი შვილის გულის ტკენას! მორჩა! აღარ გავჩუმდები!",-წერს რუსა ამირეჯიბი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
ანდროს!!!
ანდრო თქვენს ადგილას "დაუნის"ამ კონტექსტში მოხსენიებისათვის ბოდიშს მოვიხდიდი.
20:36 / 11-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ელე
ჯერ იქნებ ის გაგერკვიათ რატო უთხრა ასეთი რამ,თუმცა ამასაც არ აქვს გასასამართლებელი საბუთი დისკრიმინაცია და ერთმანეთიც დაცინვა ნამდვილად სკოლის ასაკიდან გვეხერხება,ეს აქ კომენტარებშიც იგრძნობა რა საჭიროა ხალხო ამდენი დამამცირებელი პასუხი აზრი გამოთქვა ადამიანმა თავისი და ნორმალურად უპასუხეთ რა წესია ეს შეურაცხოფის მიყენება,ამით აიხსნება თქვენი განათლებულობა...და ერთი კიდე არც ისაა ლამაზი რო აქ ჩამოსულებს ცუდად მოვექცეთ მაგრამ იმის საშუალებაც არ უნდა მივცეთ რომ აქეთ დაგვამონონ მართლა და შეურაცხოფა მოგვაყენონ მაგის ბევრი მაგალითიც მსმენია..იქნებ და ისე გააღიზიანა ამ ბავშვმა ის ბიჭ რომ იმსახურებდა კიდეც მაგ პასუხს, ბავშვის ლოგიკა მეტს ვერ წვდება,ამ შემთხვევაში ვერაფერს იტყვი ერთი მხრიდან...ზოგადად კი დაცინვის მომენტი დღესაც არის სკოლებში და საერთოდ საზოგადოებაში,მაგრამ სკოლის ასაკში ეს სტრესულია და მთელ ცხოვრებაზე მოქმედებს ამიტომ ეს ნამდვილად უნდა მოგვარდეს
17:59 / 11-11-2015
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
ამ ყველაფრის შემდეგ ასეთი კომენტარებიც სატირალია. ქართველებს კიდევ დიდი ხანი არაფერი გვეშვერლება. ასე რამ გაგაბოროტათ ასეთი სქელკანიანები რატომ ხართ ხალხო!!!
12:39 / 11-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ანდრო
ქალბატონო ლელა, შენისთანა დაუნს ასე კი არ უნდა მოექცნენ წიხლი უნდა გადაგაყლაპონ ასეთი აზროვნებისთვის, იქაც ასე გვექცევიან კარგი გასამართლებელი საბუთია, ღირსიც ხარ მაშინ ასე თუ გექცევიან იმიტო რო სულით მდაბიო ხარ. ადარებ შენს ერთუჯრედიან ტვინს პატარა ბავშვს რომელსაც თავის დაცვა არ შეუძლია და რომელიც უდიდეს ფსიქოლოგიურ დარტყმას ღებულობს, შენს გამოთაყვანებულ არსებას რომელსაც ენაც გაქ ფეხიც ხელიც ხოდა გაანძრიე ეგ შენი სქელი ტრა... თუ მასე გექცევიან წადი და იჩივლე უროდო, მაგრამ შენ მონა ხარ და მონადვე ჩაკვდები
19:32 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
ლია ბოდიში მაგრამ დაფიქრდი დენიკინის დროინდელო ტვინო ესეთ სისულელეს რატო ამბობ,შენც რასისტი ხარ შენ ვერ აცნობიერებ რომ ზანგიც ადამიანია,სისულელეს რატო ამბობ???და შავკანიანს ნუ ხმარობთ ხალხო,ეს შეურაცხმყოფელია.
18:55 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიას პასუხად
კი მაგრამ ქართველის შვილი ქართველ არაა? ეს ბავშვი არის ქართველის შვილი. საქართველოში დაბადებულ და გაზრდილი,ქართულად მომეტყველე. თან ამირეჯიბების, მეფის ნათესავი გვარის შთამომავალი. ამან რომ დაუწყოს მის თანატოლებს დაცინვა ვაი თქვე გლეხებოო, როგორც თავადების შთამომავალმა, ა ეწყინებათ? თან რა ლამაზია, თუ ნახეთ სურათებზე. შავგვრემანია, მაგრამ ქართული თვალ-წარბით და ნაკვთებით. ასეთი გენეტიკა ბევრ ქართველს არ მოსდევს და ვერც ბევრ დაიკვეხნის ასეთ ჩამომავლბას და ჯიშს! ამირეჯიბებს შეედარონ რიგითი უჯილაგო და უწინაპრო გლეხის შვილებ რა!
18:30 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ვეძებთ მამას....
მამა ვინაა პელე?
17:55 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
არ მჯერა, რომ ამ ისტორიებში ბავშვი უდანაშაულოა და ჩაგრავენ.
15:43 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
.
იქაც ესე გვექცევიან ჩვეეენ ქართველებს
15:13 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
სკოლის ბავშვები ძალიან სასტიკები არიან. არც ზანგი ვყოფილვარ, არც მსუქანი, მაგრამ უენო, წყნარი ბავშვი ვიყავი და რამდენ დაცინვა და აბუჩად აგდება გადამიტანია - ყოველ დილას კლასში წავსლა სტრესი იყო ჩემთვის. ნეტავი, ასეთი ადამიანები თვითონ რომ იყურებიან უკან სკოლის წლებში, სინანულს არ გრძნობენ?...
14:54 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS