09 ნოემბერი, 2015
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილის სკანდალური განცხადება - "ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის..."
არ არის ახლა ეს მასწავლებლების ბრალი? იმის ნაცვლად, რომ იმ ბავშვს აუხსნან ეს საქციელი ცუდიაო ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილი, მწერალი რუსა ამირეჯიბი 130-ე სკოლის მასწავლებლებს მისი შვილის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა:

"ძირს – რასიზმი და დისკრიმინაცია!!!

რა უბედურება გვჭირს ქართველებს? იმდენი ჭკუა არ გაქვს, რომ რასისტობა დავმალოთ, სულ ამას უნდა გავიძახოდე ამ ქვეყანაში, რომ ეს მსოფლიოში აღიარებული დაბალი დონის ტონია? 10 წელია დავბრუნდი და ერთადერთი, რასაც არ ვითმენ, არც მომითმენია არსად და
არც მოვითმენ, რასისტობა და დისკრიმინაციაა. საქართველო – მოგმართავ – შეიგნე, რომ ნებისმიერ უმცირესობაზე ძალადობა ვერბალური თუ ფიზიკური – ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი დანაშაულია 21-ე საუკუნის, არ ხარ შენ არც გაეროს და არც ნატოს ღირსი, სანამ საკუთარი ქვეყნის შვილებს არ დაიცავ! კანონი შემოიღეს, დიდი მადლობა, ჰოდა, გამოვიყენებ ამ კანონს, ვინმემ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? მხოლოდ მე არ ვარ, ვისაც ფერადკანიანი ან თუნდაც სხვა ეროვნების შვილი ჰყავს, ამოიღეთ ხმა!

მითხარით, რა, 130-ე სკლის დირექტორი და მასწავლებლები არ ითვლებიან რასისტებად, როცა ჩემს შვილს ადანაშაულებენ აქეთ, როცა კლასელმა გული ატკინა და შეურაცხყოფა მიაყენა თავისი კანის ფერი გამო? აფრიკაში წადი, საზოგადოებაში შენი ადგილი არაა, ველურებში უნდა იყო და ა.შ.

არ არის ახლა ეს მასწავლებლების ბრალი? იმის ნაცვლად, რომ იმ ბავშვს აუხსნან ეს საქციელი ცუდიაო, ყველა მიმის ეცა, მე მსგავსი არაფერი მინახავს. სამი სკოლა გამოვუცვალე, ხან რომელი მასწავლებელი ამოიჩემებდა, ხან რომელი, ხან რომელი მოსწავლე მიაძახებდა სასწაულებს. რცხვენოდეს ყველა ასეთ პედაგოგს და განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანს, ასეთი მსოფლმხედველობისა და აზროვნების ადამიანმა ჩემს შვილს ან თქვენს შვილებს რა უნდა ასწავლოს? მაინც არ მეგონა, პედაგოგებთან თუ მექნებოდა კონფლიქტი ამის გამო. ველოდებოდი, რომ შეწუხდებოდნენ და იმ ბავშვს დაარიგებდნენ ჩემ თვალწინ, მე ბოდიშს მომიხდიდნენ, ხუთი მასწავლებელი დირექტორის ჩათვლით ეცა მიმის, ჩემ თვალ წინ ატირეს!

დანადვილებით ვიცი, დღევანდელი ინციდენტის გამო, ამოიჩემებენ როგორც სხვა სკოლებში მიმის, აღარც ნიშანს დაუწერენ რაც ეკუთვნის და ხელსაც შეუშლიან. ხუთი ქალი მანდატურის ჩათვლით – მეცნენ ყელში, ვიმეორებ, იმის ნაცვლად შერცხვენოდათ და თავი ჩაეღუნათ, მიმის ეჩხუბებოდნენ, ქართულის მასწავლებელმა მაკამ, მე ეგ თემა არ მეხებაო ასე გამომიცხადა როგორც კი დაველაპარაკე.

აი, მითხარით, რა, არ ვუჩივლო 130-ე სკოლას დისკრიმინაციის ნიადაგზე? დამრიგებელმა კი მაგის გვერდით ბავშვს ლანძღვდნენ, ანუ ჩემსას და ხმა არ ამოიღო და აქეთ მიმის აბრალებდა, მაგისი ბრალიაო, იმ ბიჭს ზურგზე ხელს უთათუნებდა, ნუ ყვირიხართო, 5 ქალი მეცა, არც მეყვირა?
ჰოდა, აი ეხლა რომ ვუჩვლებ, სამაგალითო იქნება ეს ყველასთვის, რომ ნებისმიერ არაქართველ ბავშვს შიშით შეურაცხჰყოფა აღარავინ მიაყენოს და მასწავლებლები მიხვდნენ, რომ ასეთი ბავშვი უნდა დაიცვან და არა მიზეზების შეთითხვნა დაიწყონ..

ბოლოს ჩემი სიტყვები იყო, ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის-მეთქი! აქეთ ბოდიშს ითხოვდნენ. არ დავტოვებ მე ამას ასე, ყელში ამომივიდა, მორჩა! მხოლოდ მანდატური ახალგაზრდა ამამაკაცი იყო, რომელიც შეწუხდა, ცდილობა, ქალები გაეჩუმებაინა, გარეთ გამომყვა, იდგა დარცხვენილი.

აღარავის ვაპატიებ ჩემი შვილის გულის ტკენას! მორჩა! აღარ გავჩუმდები!",-წერს რუსა ამირეჯიბი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
:))) ს
ვაი სენს პატრონს რასიზმი არ იცი სენ, ყოფილხარ ან ამერიკაში ან ევროპაში? ეტყობა მუხურას არ გაცილებიხარ და წყნარა დ იყავი
23:16 / 14-11-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ჩემსს არაქარტველ შვილებსს ქარტველებად არ ვზრდი და არც ქარტველებისგან ველი ქარტველებად აღიარებასს რადგანაც ვიცი რა ნაცისტებიც ვარტ . როცა გაჯირვებულსს ქარველი მონატესავე გვხვდება გვიხარია იმ იმედიტ რომ დახმარების ხელსს გამოგვიწვდის და როცა არ გვჯირდბიან ჩვენსასაც წიხლსს ვუწილადებტ. არ მიდა შვილები ქარტველებზე გადმკვდარ ქარტველებად გავზარდო და ბოლოს ვიგაც ნადირალას წამოდზახილმა გული ატკინოსს . მტავარია ადამიანებად გაიზარდონ და სამარტალს და სიმარტლესს მსახურობდნენ. მაპატიეტ მაგრამ ქარტველები ოქროს ასოტი არ ვარტ შექმნილები ქარტველები კარგი ღირსებებიტ ვარტ ცნობილნი და ტუ ამღირსებებს დავკარგავტ ვეგარც ვიქარტველებტ. ისეტ შვილებსს დავზრდი და ისეტ ქარტველებად რომ ტავად ქარტველებსაც გრცხვენოდეტ მხოლოდ ქარტული გვარის მატარებლები რომ ხარტ და არა ქარტული გენის. სხვატა შორისს დედის გენს უპრო მტად იტვისებსს ბავშვი ვიდრე მამის და პერის მიუხედავად ეგ ბავშვი ქარტველია. სააკაშვილი და კაცტა ორგიული პორნო მკვლელობის მაყურებელი მტავრობა ხომ გყავდატ ქარტველი მამების შვილები . ალბატ მაგალიტი ქარტველი მამებისგან აიღეს?
20:32 / 14-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მართლა არაფერი გვეშველება
მაგარი ინტუიცია გვაქვს ქართველებს, ჯერ ერთი მხარის დაწერილი ვნახეთ და უკვე გავარკვიეთ ვინ არის მტყვანი და მართლი, როგროც წესი ყველაფერში გამნაშავე მასწავლებელია და წავიდეთ დავსაჯოთ, ჯვარს ვაცვათ სამარტალი აღდგენილია სისულელეა ეს ყველაფერი და ცოტა ტვინი გაანძრიეთ არ უნდა ევროკავშირის წევრობა ამას. ამირეჯიბსი სვილიშვილი როგორ იკადრებდა. სულ იმას ვამტკიცებთ წინაპრების ფრთის ქვეშ ცხოვრება არ გვინდა ქართველებს და როცა ასეთი რამეა მასინვე ,,ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილია'' კი ბატონო ვიცით რომ ჭაბუა დიდი პიროვნება იყო, მაგრამ შვილიშვილის რა მოგახსენო . . . მეორე საკითხია სამი სკოლა გამოვუცვალე ბავშვსო რომ წერს, ყველა სკოლაში ერთნაირი მასწავლებლებია? არა ეს გამორიცხულია, პრობლემა შეიძლება და დიდი ალბათობით მასწავლებლები კი არა ბავშვიდან მოდიოდეს, რატომ იცით ბავშვია და რაღაცა შეიძლება არ იცის, ვერ ხვდება და უნდა ისწავლოს თუნდაც ადამიანებთან თანატოლებთან ურთიერთობა. შემდეგ რუსა წერს: ,,ხუთი მასწავლებელი დირექტორის ჩათვლით ეცა მიმის, ჩემ თვალ წინ ატირეს!'' მომკალი და არ მჯერა. და ბოლოს მოდი კიდე ერთ რამეს გეტვით ძალიან კარგად ვიცი რასაც ვამბობ რუსას ისტორიას ვგულისხმობ მაშინ ეფიქრა ამირეჯობის შვილიშვილობაზე როცა სისულეებს აკეთებდა
12:35 / 14-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ავთო
მაგ სკოლა მაქვს დამთავრებული. ადრე რა მასწავლებლები იყვნენ და დღეს ვინ არიან.ყოვლად გაუნათლებელი და უვიცი მასწავლებლები?! რას ქვია ეს ბავშვი იყო დამნაშავეო რომ ამბობთ? გინდაც დამნაშავე ყოფილიყო რაღაცაში,ამის გამო ველური უნდა დაუძახო და წადი აფრიკაში უნდა უთხრა? ფუ თქვენი ვინც თქვენ პეღაგოგის დიპლომი მოგცათ!
05:06 / 14-11-2015
გამოხმაურება / 0 /
დემნა გალოგრე
ლიას პასუხად რომ დაუჯღაპნია ამბიციური როიალისტი გამოვარდა მართალი იყო ბოლშევიკები რომ გჟუჟავდნენ თქვენისთანები უნდა ამოწყვიტო თქვენზე საშიში ხალხი გვარებს რომ დაჰყურებთ მეორრე არ დაიარება.
03:20 / 14-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიას პასუხად-ს
რაებს მიედ მოედები რაღადროს თავად აზნაურობაა შენ მართლა შოკში ხარ ხომ? ან რაღა დროს ჭაბუა ამირეჯიბის ჯილაგია ვიღაც უჯიშოსთან გააკეთა ბავშვი ბუშს ვეძახით ეგეთს ჩვენ ქართველები ვიღაც ზანგთან იგულავა და ეხლა თავის ზანგს რას გვამადლის ან შენ რა ამბიციები გქონია მე მყავს მეზობელი გლეხის შვილები და მეც გლეხის შვილი ვარ და კი დავდივარ მერსედესით,ვცხოვრობ 7 ოთახიან ბინაში და იკრას ფერებით ვირჩევ ხასიათის მიხედვით ასე რომ შენ თავად აზნაურო ლოკე თითი :))
03:19 / 14-11-2015
გამოხმაურება / 0 /
nina
შტერებო ქართველები უნდა გადაშენდნენ და გორილის ჟიშისები გამრავლდნენ? ან ჩინელები ინდოელები და სხვა ურდოების წარმომადგენლები? ყველამ ნება იბოძოც და საქართველოს და ქართველებს პატივი სცეს ან წაეთრენ იქ სადაც უკეთესად იგრძნობენ თავს,
03:07 / 14-11-2015
გამოხმაურება / 0 /
სიკეთე
მე მჯერა რომ ბავშვი აბსოლიტურად უდანაშაულოა. ის ბავშვია და დიახაც უდანაშაულოა. მას შეცდომაც ეპატიება ის ბავშვია არასრულწლოვანი. შეიგნეთ და თუ პედაგოგებს ბავშვების ნერვები არ აქვთ დატოვონ სკოლები და სხვაგან დაიწყონ მუშაობა!!!!!!! ვისი შვილიც არ უნდა იყოს ნუ გავიწყდებათ, რომ ისიც თქვენსავით ღმერთის შვილია. ისიც თქვენსავით ღმერთის შვილია. შეიგნეთ როგორც სხვას დაჩაგრავთ და რა განსაცდელშიც ჩააგდებთ იგივეს მიიღებთ ამაზე რატომ არ ფიქრობთ???? ღმერთის გეშინოდეთ. რა უფლებით გამოგაქვთ ბავშვისთვის განაჩენი???? რას ქვია მისი ადგილი არ არის? მისი ადგილი ყველგან არის.
18:22 / 13-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰმმ
ეს ქალი არის გაზულუქებული და რარაცეებს კროცავს, ყველამ ვიციტ რომ დაჯე შავ ნიგერიიდან ჩამოსულებსაც კი არავინ უკეტებს ეგრე არატუ ამ ბავშვს, სირცხვილი რომ ასე სპეკულირებ! არ დაუჯერტო ხალხო,
17:26 / 13-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ღვთის სიყვარულისა და განათლების სრულყოფაშია მხოლოდ, მსგავსი შეცდომების არ ჩადენა/განმეორება.
13:57 / 12-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS