09 ნოემბერი, 2015
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილის სკანდალური განცხადება - "ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის..."
არ არის ახლა ეს მასწავლებლების ბრალი? იმის ნაცვლად, რომ იმ ბავშვს აუხსნან ეს საქციელი ცუდიაო ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილი, მწერალი რუსა ამირეჯიბი 130-ე სკოლის მასწავლებლებს მისი შვილის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა:

"ძირს – რასიზმი და დისკრიმინაცია!!!

რა უბედურება გვჭირს ქართველებს? იმდენი ჭკუა არ გაქვს, რომ რასისტობა დავმალოთ, სულ ამას უნდა გავიძახოდე ამ ქვეყანაში, რომ ეს მსოფლიოში აღიარებული დაბალი დონის ტონია? 10 წელია დავბრუნდი და ერთადერთი, რასაც არ ვითმენ, არც მომითმენია არსად და
არც მოვითმენ, რასისტობა და დისკრიმინაციაა. საქართველო – მოგმართავ – შეიგნე, რომ ნებისმიერ უმცირესობაზე ძალადობა ვერბალური თუ ფიზიკური – ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი დანაშაულია 21-ე საუკუნის, არ ხარ შენ არც გაეროს და არც ნატოს ღირსი, სანამ საკუთარი ქვეყნის შვილებს არ დაიცავ! კანონი შემოიღეს, დიდი მადლობა, ჰოდა, გამოვიყენებ ამ კანონს, ვინმემ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? მხოლოდ მე არ ვარ, ვისაც ფერადკანიანი ან თუნდაც სხვა ეროვნების შვილი ჰყავს, ამოიღეთ ხმა!

მითხარით, რა, 130-ე სკლის დირექტორი და მასწავლებლები არ ითვლებიან რასისტებად, როცა ჩემს შვილს ადანაშაულებენ აქეთ, როცა კლასელმა გული ატკინა და შეურაცხყოფა მიაყენა თავისი კანის ფერი გამო? აფრიკაში წადი, საზოგადოებაში შენი ადგილი არაა, ველურებში უნდა იყო და ა.შ.

არ არის ახლა ეს მასწავლებლების ბრალი? იმის ნაცვლად, რომ იმ ბავშვს აუხსნან ეს საქციელი ცუდიაო, ყველა მიმის ეცა, მე მსგავსი არაფერი მინახავს. სამი სკოლა გამოვუცვალე, ხან რომელი მასწავლებელი ამოიჩემებდა, ხან რომელი, ხან რომელი მოსწავლე მიაძახებდა სასწაულებს. რცხვენოდეს ყველა ასეთ პედაგოგს და განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანს, ასეთი მსოფლმხედველობისა და აზროვნების ადამიანმა ჩემს შვილს ან თქვენს შვილებს რა უნდა ასწავლოს? მაინც არ მეგონა, პედაგოგებთან თუ მექნებოდა კონფლიქტი ამის გამო. ველოდებოდი, რომ შეწუხდებოდნენ და იმ ბავშვს დაარიგებდნენ ჩემ თვალწინ, მე ბოდიშს მომიხდიდნენ, ხუთი მასწავლებელი დირექტორის ჩათვლით ეცა მიმის, ჩემ თვალ წინ ატირეს!

დანადვილებით ვიცი, დღევანდელი ინციდენტის გამო, ამოიჩემებენ როგორც სხვა სკოლებში მიმის, აღარც ნიშანს დაუწერენ რაც ეკუთვნის და ხელსაც შეუშლიან. ხუთი ქალი მანდატურის ჩათვლით – მეცნენ ყელში, ვიმეორებ, იმის ნაცვლად შერცხვენოდათ და თავი ჩაეღუნათ, მიმის ეჩხუბებოდნენ, ქართულის მასწავლებელმა მაკამ, მე ეგ თემა არ მეხებაო ასე გამომიცხადა როგორც კი დაველაპარაკე.

აი, მითხარით, რა, არ ვუჩივლო 130-ე სკოლას დისკრიმინაციის ნიადაგზე? დამრიგებელმა კი მაგის გვერდით ბავშვს ლანძღვდნენ, ანუ ჩემსას და ხმა არ ამოიღო და აქეთ მიმის აბრალებდა, მაგისი ბრალიაო, იმ ბიჭს ზურგზე ხელს უთათუნებდა, ნუ ყვირიხართო, 5 ქალი მეცა, არც მეყვირა?
ჰოდა, აი ეხლა რომ ვუჩვლებ, სამაგალითო იქნება ეს ყველასთვის, რომ ნებისმიერ არაქართველ ბავშვს შიშით შეურაცხჰყოფა აღარავინ მიაყენოს და მასწავლებლები მიხვდნენ, რომ ასეთი ბავშვი უნდა დაიცვან და არა მიზეზების შეთითხვნა დაიწყონ..

ბოლოს ჩემი სიტყვები იყო, ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის-მეთქი! აქეთ ბოდიშს ითხოვდნენ. არ დავტოვებ მე ამას ასე, ყელში ამომივიდა, მორჩა! მხოლოდ მანდატური ახალგაზრდა ამამაკაცი იყო, რომელიც შეწუხდა, ცდილობა, ქალები გაეჩუმებაინა, გარეთ გამომყვა, იდგა დარცხვენილი.

აღარავის ვაპატიებ ჩემი შვილის გულის ტკენას! მორჩა! აღარ გავჩუმდები!",-წერს რუსა ამირეჯიბი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
ნინიკო
და თქვენ გგონიათ ძალიან ადარდებს თავისი ქალიშვილი? ჩაიარა ''ჯეობარის'' დრომ, ჩაიარა ''ფერადკანიანებთან'' გართობის დრომ. .რაღაცით ხომ უნდა შეახსენოს თავი საზოგადოებას? ვერ ხედავთ ბერასაც კი ''გადასწვდა''-პრეტენზიები აქვს თურმე ნასთან ქალბატონს. .
11:42 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
ეროვნებას დედის მიხედვით ებრაელები განსაზღვრავენ,ქართველებო მამის მიხედვით ვაძლევთ.
04:43 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
GINO
ვითომ ქართველებო თქვე " ნაქერებო" , პარაზიტებო, უკუდო ამპარტავნებო, "ცისფერსისხლიანო" სულით მდაბიოებო, ნაცისტებო, რასისტებო, სხვის პირადში მოფათურე და საკუთარი ცხოვრების არმქონე , წარუმატებელო და ზარმაცო ერთუჯრედიანებო, თქვენ ვერასოდეს ააშენებთ სახელმწიფოს თუკი ვიმნემ ძალით არ აგიშენათ და სწორედ ასეთების ჩაქოლვაში ხართ დაოსტატებულები თქვე მეჯოგეთა მეხოტბეებო. ის რომ საქართველო დღემდე არსებობს ერთეულების თავდადების დამსახურებაა და არა თქვენი მეჯოგე წინაპრების რომლითაც ასე ამაყობთ.
02:42 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
mamulo
მართალია კანის ფერი არაფერ შუაშია,მაგრამ ესბავშვი ქართველი არაა.--ესეცრასისტობა ხომ არაა?მამა არაა ქართველი,ე.ი.ბავშვიც არაა ქართველი გენეტიკურად,მორჩა და გატავდა.კი მარა შავთან რომ წვწბოდი,მაშინ არ გაწუხებდა მომავალი შვილის ქართველობის პრობლემა?
23:22 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
იცით, კანის ფერი აქ არაფერ შუაშია..მასწავლებლების დონე არც მანამდე გლეჯდა არემარეს, ახლა ხომ საერთოდ რა ვიცი ამას რა ჰქვია...მე არ ვიყავი შავი, მეც ამომიჩემეს, რაღაც მეტი მესმოდა და რომ არ ვჩუმდებოდი, ჩემი პროტესტის გამო.... სირცხვილი კონკრეტულად იმ მასწავლებლებს, ვისაც ფსიქოლოგიის არა გაეგებათ რა, ხოლო ყველა ქართველი არაფერ შუაშია..უამრავჯერ მინახავს მიმი ქალაქში ქართულად მოტიტინე ძალიან საყვარელი პატარა...არავის არ გამოუხატავს პროტესტი, მით იმეტეს, იმ წლებში, ეს ცოტა უცნაურიც კი იყო, ქართველის შავკანიანზე გათხოვება......
22:29 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS