„გამარჯობა ჩემო მეგობრებო. პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას ამხელა ინტერესისა და მოლოცვისთვის. მიხარია, რომ ჩემი ცხოვრების სიახლემ თქვენც გაგახარათ. მადლობა კეთილი სურვილებისთვის! ვინაიდან მირეკავს ძალიან ბევრი სააგენტო და ჟურნალისტი, აქვე დავწერ-ვადასტურებ, რომ დღეიდან ვმუშაობ ტელეკომპანია ,,პირველში,“ და
მიყვარხართ მე თქვენ და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ახალგაზრდა ტელეკომპანია ძალიან მალე იტყვის თავის სათქმელს... ისედაც, ყოველ საღამოს რვა საათზე მე ვიყავი იმ პოლიტიკური თოქ-შოუს მაყურებელი, რომელიც მიჰყავთ ვახო სანაიას და ნინო ჟიჟილაშვილს და მიხარია, რომ დღეიდან მეც მათთან ერთად გავხდი იმ თავისუფალი სივრცისა და გუნდის წევრი, რომელსაც ტელეკომპანია ,,პირველი“ ჰქვია“,- წერს ინგა.