„დღეს 7 ნოემბერია! ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ეს დღე. რა მწარე და საზარელი კადრები იყო. რაც მთავარია ეს ჩვენი, ქართველი ერის სირცხვილია, რომ ასეთი რამე გავბედეთ და ასე ღიად ქართველს ქართველზე ხელი ავაწევინეთ.
მე მჯერა, რომ ჩვენ, მომავალი თაობა, არ დაგემსგავსებით თქვენ, უფროს თაობას, რომლებმაც ეს საშინელება ჩაიდინეთ და არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ამგვარ რამეს!
ჩვენ შევქმნით და ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში, სადაც თქვენი ადგილი არ იქნება (იმ ქართველების, ვინც ქართველზე ხელი და არამარტო ხელი აწია)! და თუ რატომ არ იქნება, ამაზე პასუხი თქვენს თავებში ეძიეთ!
იმედია აღარასოდეს იქნება ასეთი მძიმე დღეები!
მახსოვს ის სისხლიანი ჯარისკაცი, რომელიც მომიტინგეებმა დაიჭირეს და ცემეს. განა მას უნდოდა რასაც აკეთებდა? მას აიძულეს მუქარით, შანტაჟით. ამაში დარწმუნებული ვარ. ვიცხოვრებთ ღირსეულ სახელმწიფოში, ღირსეულ მამულისშვილებთან ერთად!
დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!“ - წერს ბუბა.
სალომე დადიანი