- ჩემსა და იმ ქალბატონს შორის სკნადალი მოხდა და ჩვენი გზები გაიყო. სატელევზიო გადაცემაში ამბობენ, რომ საერთაშორისო კონკურსში ბიჭი პირველად მიემგზავრება საქართველოდან. ეს სინამდვილეს არ შეეფერება. ეკა მგალობლიშვილის წყალობით საქართველოდან კონკურსებზე მიდიან. ელიტ მოდელ ლუქზაც აქვს ლიცენზია და ვიცი, რომ ია კიწმარიშვილი ბევრ კონკურსზე უშვებს მოდელებს. ვერ ვხვდები, რატომ შეყავთ ხალში შეცდომაში. ჟიურის წევრებიც უნდათ, რომ იყოს გაპიარებული ადამიანების სახელები დაასახელონ და პიარი გაიკეთონ. ამბობენ, რომ ჟიურის წევრი უნდა იყოს ინგა გრიგოლია, მაგრამ ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა არაფერი იცის და ზოგადად მსგავს კონკურსებში ქალბატონი ინგა არ ჩნდება.
- მითხარი, ადრე ჩვენი გზები გაიყოო, რა მოხდა თქვენს შორის?
- მე და ეს ქალბატონი ''მისტერ გოლდენი'' რომ დავიწყე, პირველ ქასთინგზე ისეთი ჟიური მომიყვანა, რომელიც არ მინდოდა, რომ მჯდარიყო ქასთინგზე. მე ჩემი ჟიური მყავდა. მაგრამ ჟურნალისტების თვალწინ ხომ არ ავტეხდი სკანდალს. მოგვიანებით მოდელმა თამუნა ვაშალომიძემ თქვა, რომ ჟიურის თავმჯდომარე იყო. გამოვიდა, რომ თვითმარქვია ჯიური იყო. მეორე ქასთინგზე კი ინგა სიორიძემ გამოაცხადა, რომ იდეის ავტორი იყო თვითონ, ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ვუთხარი, რომ ჟიური მე უნდა მიმეყვანა. მეორე ტურის მერე მან თქვა, რომ გიორგი მასხულიამ კონკურსანტებს ფული გამოართვა. ეს სიცრუეა. არანაირი დოკუმენტაცია არ აქვთ.
მერე ახალი სტაფით და ჟიურის წევრებით გავაკეთეთ ''მისტერ გოლდენის'' კონკურსი. ძალიან დიდი და წარმატებული მოსამზადებელი შესარჩევი ტურნირი ჩავატარეთ. ჩვენი კონკურსის გამარჯვბულები იტალიაში ქეთევან დარსაველიძის კონკურსზე გაემგზავრებიან.
გიორგი მასხულიასთან საუბრის შემდეგ, რასაკვირველია, კონკურს ''ინტერნაციონალის'' ორგანიზატორს ინგა სიორიძეს დავუკავშირდით, მაგრამ მან არც ერთ ჩვენს კითხვას სამწუხაროდ არ უპასუხა. ''გიორგი მასხულიას ნათქვამზე არ ვაკთებ კომენტარს'', მოგვწერა მან.

ინგა სიორიძე კონკურსანტებთან ერთად
4 ნოემბერს ''მისტერ ინტერნაციონალის'' კონკურსი გაიმართა. კონკურსს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია, წინასწარ დაანონსებული ჟიურის წევრები ინგა გრიგოლია და ლალი ტოტიკაშვილი ვერ ვიხილეთ ჟიურის წევრებს შორის. გარდა ამისა კონკურსის ორგანიზატორებმა გამარჯვებულად ბაჩი ბერაძე დაასახელეს. ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით კი გამარჯვებუილ სულ სხვა კონკურსანტი უნდა ყოფიულიყო.

მერი კობიაშვილი