''გურია ნიუსის'' ინფორმაციით პოპულარული თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი საქართველოში დაკრძალვაზე იმყოფებოდა. კერძოდ ოზურგეთში სოფელ მთისძირში. მსახიობი დაკრძალვაზე გარდაცვლილი ქალბატონის ნათესავს ახლდა.
მას შემდეგ, რაც მსახიობი საქართველოში ცნობილი გახდა, ხშირად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში და ჩამოდის ბათუმში, თბილისში.
მასზე უამრავი მანდილოსანია შეყვარებული. მისი ყოველი ვიზიტი საქართველოში პრესის ყურადღებას იქცევს. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქ გულთამპყრობელს ქართველი გოგონა შეუყვარდა.
საუბრობდნენ, რომ ნინი ბადურაშვილი უყვარდა. თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
სალომე დადიანი