03 ნოემბერი, 2015
''ნიჭიერის'' სპეციალური განცხადება - ''ჟანა წითელაური თავისი ფეხით მოვიდა კასთინგზე''
საბოლოო სიტყვა ყოველთვის ეკუთვნის კონკურსანტს ''ნიჭიერი'' სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც ჟანა წითელაურის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხება.

''გვინდა გამოვეხმაუროთ ჟანა წითულაურის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
როგორც მისი მეგობარი აცხადებს, ჩვენს თანამშრომელს ჟანა უნახავს ბანკში და შემდეგ მოიყვანა ნიჭიერში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჟანა წითულაური თავისი ფეხით მოვიდა ნიჭიერის პრექასთინგზე.

უფრო დეტალურად: ნიჭიერის პრექასთინგების დროს, ის სავარაუდოდ იმყოფებოდა რომელიღაც გადაცემის ჩაწერაზე დამსწრედ და იქიდან გამოსულმა გაიგო ნიჭიერის პრექასთინგის შესახებ, ჰკითხა დაცვას, სად უნდა მოსულიყო. კოორდინატორმა მიასწავლა ადგილი სადაც
ტარდებოდა პრექასთინგი, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე.

პრექასთინგზე მოსულმა, მან განაცხადა, რომ არის მომღერალი, მოდელი, მოცეკვავე და დიზაინერი და თავისივე სურვილით გამოვიდა ნიჭიერში, როგორც მომღერალი.

რაც შეეხება რეპერტუარს, საბოლოო სიტყვა ყოველთვის ეკუთვნის კონკურსანტს, რა სიმღერას შეასრულებს ან საერთოდ მიიღებს თუ არა მონაწილეობას პროექტში.
ნიჭიერის გუნდი.''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ანანო
ნაგავი არხი.. ღირსები ხართ დაგიხურონ არხი რომ ავადმყოფი ადამიანების დაცინვას აღარ აყურებინოთ ხალხს!!
00:09 / 05-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
საკუთარ შვილებს უსურვეთ წარმატებები. არ გრცხვენიათ, ფარულავას შვილი არ ყავს და ამ გრძნობას ვერასოდეს გაიგებს და თქვენ რა დაგემართათ, თქვენი შვილები წარმოიდგინეთ მსგავს სიტუაციებში. რუსკაზე არაფერს ვამბობ უნიჭო რომ არის ყველაფერში.
13:57 / 04-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნესტანი
რა უნამუსოები ხართ! თავისი ფეხით რომ მივიდა და და არა ურიკით მაგას ვხვდებით. აი თქვვენს კეთილსინდისიერებაში კი გვეპარება ეჭვი! თუმცა რამიკვირს, ისეთები გაგიპრავებიათ ეს მონაგონია!
12:37 / 04-11-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
თქვენ მაგას როგორ იკადრებდით
03:50 / 04-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS