03 ნოემბერი, 2015
დაკითხვიდან გამოსული სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი - ''ყველაფერი ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას ემსახურება''
ვადასხვა საუბრების კარგად გაკეთებული მიქსია და კოლაჟია სოფო ნიჟარაძე დაკითხვიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა. მას გამოძიებამ კითხვები გუშინ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით დაუსვა.

როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებს დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.

"ეს არის აბსოლუტურად კომიკური სიტუაცია, რაშიც მე ვიმყოფები და ეს ემსახურება ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას. ყველა შეკითხვას გაეცა პასუხი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა", - განაცადა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, გამოქვეყნებული ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს, ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ მასა და სააკაშვილს შორის
"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

"მიმაჩნია, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი სხვადასხვა საუბრების კარგად გაკეთებული მიქსია და კოლაჟია", - განაცხადა ნიჟარაძემ.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თაზო
ძაან ლამაზი კია ეს გოგო და იბღავლეთ რაც გიბდათ
08:54 / 04-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS