სასურველია, ქვეყანა იყოს უკეთეს მდგომარეობაში
''დილას რომ დაგხვდება მანქანის ნაწილი მოპარული "ედიკას" დროს როგორც იყო, 20 წლის მერეც იგივე მეორდება. სირცხვილია!'' - წერს მომღერალი
თაკო გაჩეჩილაძე. რატომღაც ამ შემთხვევაში მას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ და დაწერეს, რომ ქურდობა არ მოხდებოდა, თუ ის მანქანას სათანადოდ გაუფრთხილდებოდა.
''სასურველია, მანქანა იდგეს ავტოფარეხში''. - დაწერა ერთ-ერთმა თაკოს მეგობარმა.
''სასურველია, ქვეყანა იყოს უკეთეს მდგომარეობაში'' - პასუხობს მას თაკო.
ფეისბუქზე სტატუსის კომენტარებიდან ცნობილი ხდება, რომ მანქანას ის ნაწილი მოპარეს, რომელიც ნიკელისგანაა დამზადებული და
თაკოს მეგობრები ვარაუდობენ, რომ მანქანას ბავშვები მოტეხავდნენ ამ ნაწილს და დაშლილებში 150 ლარად ჩააბარებდნენ.
''ეგ ბიზნესი ჰო დაუკეტეს და კვლავ აღორძინდნენ''? - კითხულობს ნინი ბადურაშვილი. ''კი'' - პასუხობს თაკო.
სალომე დადიანი