02 ნოემბერი, 2015
თამრიკო ჭოხონელიძე სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით - „სისხლისღვრა ალბათ მოხდება, არა? ფუ, რა სისაძაგლეა“
მიდით,დასახეთ გეგმები როგორ მოკლათ ახალგაზრდა დედა მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს: 
„ჩვენებიო"! -არა?! -ამან დაგვღუპა ჩვენ! ისედაც ქართველებისგან დაცლილ, დათრგუნულ ქვეყანაში, სადაც ერთმანეთს უნდა ვამაგრებდეთ და ვაიმედებდეთ „ჩვენები"და „სხვისები"დავამკვიდრეთ არა?!

-ასე იოლად და უდრტვინველად ვეგუებით იმას, რომ სისხლისღვრა „ხო, ალბათ მოხდება" არა?! ფუ! რა სისაძაგლეა!!! ამიტომაც ვიქცევით!აღარაფრის გვეშინია?!  

ნუთუ ასეთი ძნელი გახდა ამ პატარა ქვეყანაში თუნდაც განსხვავებული აზრებისა და შეხედულებების ზიზღისა და სისხლისღვრის გარეშე გამოვიდეთ მდგომარეობიდან?!

მაგრამ ჩვენ
ვინ მოგვცა ამის სიბრძნე! მიდით,დასახეთ გეგმები როგორ მოკლათ ახალგაზრდა დედა,რომ პროვოკაციებს წამოეგოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. და კიდევ ბევრი სხვა განზრახვა. აბა, თქვენ იცით!

დაგვიხოცეთ შვილები! დააპირისპირეთ ძმები, დები, მოყვრები, ახლობლები! ნეტავ კიდევ რით გაგვახარებთ?! დაქცევის პირასაა ქვეყანა. აბა, რა, სადაც თუნდაც ერთი ქალი მაინც აზროვნებს ისე; როგორც აზროვნებენ ზოგიერთები!

შვილი მაინც გააჩინონ, ეგება ცოტა სხვაგვარად დაიწყონ აზროვნება. მატრამ აღარც ამის იმედი მაქვს! (ახლა ნახეთ რა წამოვა ზიზღისა და ღვარძლის სეტყვა)ბურთი და მოედანი თქვენია საქართველოს „გულშემატკივრებო"!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
შოთა
მერე..რატო უბიძგებენ საზოგადოებას ამისკენ..რატომ ანთხევენ უმაღლეს ხელისუფალნი თავიანთ ყოველ გამოსვლაში სხვა, საპირისპირო აზრის მქონე ადამინების მიმართ ზიზღს, სიძულვილს...რატომ მოუწოდებენ და აქეზებენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ თავიანთ მომხრეებს ანგარიშისწორებისაკენ...დღეს რომ იკვეხნიან, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვე დაცულიაო და ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის საშუალებაოო..იცით რა? დღეს საკუთარი განსხვავებული აზრის გამოხატვა უფრო საშიშია, ვიდრე წარსულში იყო? რამეს განსხვავებულს იტყვი და წამოვა ლანძთვა-გინების კორიანტელი...და თუკი ამოგიცნეს ქუჩაში, მოვა ვიღაც თავზეხელარებული და გაგისწორდება...ან სახლის ფანჯრებს ჩაგიმსხვრევენ, კედლებს აგიჭრელებენ უხამსი წარწერებით (თურმე ესენი რომ აწერენ შენობებს ის არა არის ქალაქის იერსახის დარღვევა, ხოლო თვითონ მსგავს ქმედებაზე არ აგებენ პასუხს..შეუძლიათ ოფისებს მინები ჩაუმსხვრიონ, საღებავი შეასხან, კრუხის საბუდარიდან ართმეული გამოსაჩეკი კვერცხები გესროლონ, ჩაგისაფრდნენ და გაგლახონ)....სახელმწიფო, რომ ძალადობს საკუთარ მოქალაქეზე ეს ცუდია, მაგრამ სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომ აქეზებენ თავიანთ მხარდამჭერებს ძალადობისაკენ და ისინი კი თავხედობენ.. ეს მთლად საშინელებაა..სანამ სხვის მოწოდებებს სამსჯავროზე გამოიტან, ჯერ საკუთარი მოწოდებები გაიხსენეთ და შეაფასეთ..რა მაშინ უსამართლობა იყო და ახლა სამართლიანობააა...გადით და გაიკითხეთ რიგით მოქალაქეებში..თუ რას ფიქრობენ თქვენზე..დღეს პრივილეგირებულ ,,ელიტაზე"...
06:38 / 08-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ვეთანხმები გაგას,მათ ფულის გარდა არაფერი არ აინტერესებთ, რა სამშობლო,რისი სამშობლო,ვინ ასწავლიდათ ამას,სიტყვა პატრიოტიზმი სასაცილოდ მიაჩნიათ, თუ ადამიანს პროფესია აქვს, მთავრობაში რატომ უნდა მიძვრებოდეს, მხოლოდ და მხოლოდ ფულისთვის, ღორები არიან სულითაც და აგებულებითაც,დაუკვირდით რა არაფრის მთქმელი თვალები აქვთ. ღმერთის იმედი მრჩება, მან უნდა მიაგოს მაგათ რაც საჭიროა და მერე ვნახავთ ვის ვინ მოკლავს.ასე უნდათ და რას იზამ, არ უნდათ ქართველების გახარება, გაწყდეს ყველა ვისაც ამის სურვილი აქვს.
19:02 / 05-11-2015
გამოხმაურება / 0 /
gaga
აქ სხვადასხვა შეხედულებები არაფერშუაშია. ისინი იდეებისთვის კი არა, ზღვარდაუდებელი ძალაუფლების და სიმდიდრისთვის იბრძვიან!!!
21:52 / 02-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS