02 ნოემბერი, 2015
უკრაინული ვებ-გვერდი მიხეილ სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის სკანდალურ ჩანაწერს ავრცელებს
გთავაზობთ საუბრის ტექსტურ ვერსიას უკრაინულ საიტზე uarevo.in.ua ახალი აუდიო ჩანაწერები გავრცელდა. ერთ ერთ მათგანში მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძეს ესაუბრება. გთავაზობთ საუბრის ტექსტურ ვერსიას.

მიხეილ სააკაშვილი: ეხლა ვიყავი პოროსთან და ეხლა მოვედი

სოფო ნიჟარაძე
: რაო მერე, როდის გადავწყვეტო?

მიხეილ სააკაშვილი: რავიცი, დავილაპარაკოთ 26-შიო

სოფო ნიჟარაძე: არჩევნების მერე ანუ?

მიხეილ სააკაშვილი: მოემზადე, ოცდაექვსში უნდა დაველაპარაკოთ

სოფო ნიჟარაძე: მდაა, და რისთვის მოვემზადო, არ უთქვამთ?

მიხეილ სააკაშვილი: იმისთვის, ზუსტათაც. იმისთვის, რაც საჭიროა.

სოფო ნიჟარაძე: პირველი, თუ მეორე?

მიხეილ სააკაშვილი:
მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე...

სოფო ნიჟარაძე: რა პონტში, აქა, ჩვენთან?

მიხეილ სააკაშვილი: აბა...

სოფო ნიჟარაძე: ხო, ალბათ იქნება

მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო.

სოფო ნიჟარაძე
: ხო, მარა რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ

მიხეილ სააკაშვილი: ვ
ისა?

სოფო ნიჟარაძე: ჩვენებს.

მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი.

სოფო ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS