01 ნოემბერი, 2015
„მის საქართველო 2015“ ანუკა არეშიძის ფავორიტი მოდელი გახდა
გადასარევი გოგოა. ყველანაირად გვერდში ამომიდგა პირველ ნოემბერს ბათუმში „მის საქართველო 2015“ გაიმართა. გამარჯვებული 24 წლის მოდელი ნუკა ყარალაშვილი გახდა. ჟურნალი „რეიტინგი“ ნუკა ყარალაშვილით ადრე დაინტერესდა, როდესაც გოგონა მილანში ხშირად დადიოდა და სამოდელო კარიერაში წარმატებებს მიაღწია. ის ქართველ გოგონებს ლამაზმანებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ გათხოვებას მოდელის კარიერა ამჯობინა.

ნუკა ბავშვობიდან მეგობრობს ანუკა არეშიძესთან. გთავაზობთ ამონარიდს „რეიტინგისთვის“ მიცემული ძველი ინტერვიუდან:

- ნუკა, სოციალურ ქსელში ვნახე, რომ ანუკა არეშიძეს მადლობას უხდიდი, როგორც მივხვდი, სიურპრიზი მოგიწყო.
- დიახ, ახლა ჩამოსული
იყო მილანში და საჩუქარი გამიკეთა. ეს მოდის სფეროს არ ეხება, პირადი საჩუქარია. ანუკის დიდი ხანია ვიცნობ, ბავშვობიდან... ერთად დავდიოდით სამოდელო სააგენტოში. მილანში პირველად რომ ჩამოვედი, მაშინაც ვნახე. გადასარევი გოგოა. ყველანაირად გვერდში ამომიდგა. ვმეგობრობთ... როგორც იცით, ანუკის ბოლო ჩვენება მე დავხურე. ძალიან მიყვარს ანუკი, როგორიც ადრე იყო, ზუსტად ისეთია. წარმატებას არ შეუცვლია. 

ნუკა ყარალაშვილს ვულოცავთ მორიგ წარმატებას და მსოფლიო „მის სამყაროზე“ საქართველოს ღირსეულად წარდგენას ვუსურვებთ.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
KGH
მართლაც ზრაპრულად ლამაზი გოგოა, ვისი ფავორიტიც გინდა იყოს. ნამდვილად იმსახურებს ამ ტიტულს
15:01 / 12-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS