30 ოქტომბერი, 2015
ნუკა კვალიაშვილი დახმარებას ითხოვს - „ რეიზა გავწამდე...“
ყველაზე უზრდელი სიტყვები და ფრაზები ჩამოწერე ერთი ორი დღე მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ხშირად გაუკრიტიკებიათ იმის გამო, რომ აზრს ბილწსიტყვაობით გადმოსცემს. როგორც ჩანს, კრიტიკამ სულ ცოტათი მაინც დადებითად იმოქმედა და მომღერალი ხუმრობით, მაგრამ მაინც სოციალური ქსელის საშუალებით ბილწსიტყვაობისგან განკურნების გზებს ეძებს. 

''როგორ დავამარცხო ბილწსიტყვაობის სურვილი ჩემში. რომელსაც მუდმივად თავის წარმოჩენა უნდა.? სადმე არის ბილწსიტყვაობათა ჯგუფი ან პერსონალური ფსიქოლოგი'', - დაწერა ''ფეისბუქზე'' და მეგობრები რასაკვირველია, მის დახმარებას შეეცადნენ.

''ჭუჭყიანი ფიქრები''?

ნუკა: ''მაინდი'' რომ იყოს, მარტო და არა
გამოთქმა, რაღა მიჭირდა''.

''რა ქენი იცი, იმენა ყველაზე უზრდელი სიტყვები და ფრაზები ჩამოწერე ერთი ორი დღე და მერე აღარ მოგინდება თქმა მარა აქ არ ჩამოწერო''

ნუკა: ''შენ ეგრე განიკურნე?''

''ხოოო ცოტა ხნით ოღონდ''

ნუკა: ''ხოდა ცოტა ხნის გამო რეიზა გავწამდე''

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ia
ნუ გეწყინება ჩემო კარგო,შენ არ ხარ დამნაშავე ,ეს ყველაფერი აღზრდის ბრალია ძალიან ადვილი მოსაცილებელია, მეტი უნდა წაიკითხო და ურთიერთობაში შედი ინტელექტუალურ ადამიანებთან.
22:00 / 01-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ძალიან ლამაზი და ,ძალიან საყვარელი გოგო ხარ, მაგაში შენ სულ არ ხარ დამნაშავე,მაგაში ვინც არის დამნაშავე თავად მიხვდება, რატომ ჩემთან არ ცხოვრობ, რომ ერთ თვეში აღარ გაგხსენებოდა ეგ ბილწი სიტყვები, ისე მომწონდი სცენაზე და არც შემიცვლია აზრი, მაგრამ გული მტკიოდა შენისთანა გოგო ცუდ სიტყვებს რომ ხმარობდა. აბა , შენ იცი,დაივიწყე ეგ ჩვევა და მერე შენ შვილსაც გაეხარდება. გისურვებ ბედნიერებას.
16:39 / 01-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თუ მართლა გულით გინდა ბილწსიტყვაობისგან განთავისუფლდე,ღმერთს უნდა სთხოვო შემწეობა,იმიტომ რომ ეს[ბილწსიტყვაობა],ძალიან ძლიერი ვნებაა და შენი ძალებითვერ მოერევი,თუ არა,ღვთის შეწევნით.წარმატებები ნუკა.
21:16 / 30-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ექიმი
ამ გოგომ გარდატეხის ასაკი გადალახა,გაიზარდა, გათხოვდა,შვილი გააჩინა, და მაინც სამკურნალოა.მემკვიდრეობით გადაეცა უკმაყოფილების სენი.
20:33 / 30-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
იქნება მოგეწონოს მაი ცოტა ხანი, მასე გააგრძელო და ტყულა არ გაწამდები:) :)
14:55 / 30-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS