30 ოქტომბერი, 2015
”მინდა, მოვესწრო შვილიშვილებს...” - რაზე სწყდება გული ირაკლი ჩოლოყაშვილს
დიმიტრი დედასთან ცხოვრობს, ფაქტობრივად, მე ჩემს შვილთან ერთად არც მიცხოვრია მსახიობ და დირიჟორ ირაკლი ჩოლოყაშვილს ორი ვაჟკაცი - დიმიტრი და თეიმურაზი ჰყავს. მართალია, მამა გვიან გახდა, მაგრამ იმხელა პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს შვილების მიმართ, ამბობს, მათთან ერთად როცა ვარ, მაშინაც კი მგონია, რომ რაღაცას ვაკლებ, სულ უკმარისობის გრძნობა მაქვსო.... მშობლის ტვირთზე ირაკლი თავად ისაუბრებს.

- მამა სამი წლის წინ, 40 წლის ასაკში გავხდი. ვფიქრობ, რომ ცოტა დამიგვიანდა, ჩემს ასაკში ზოგს შვილიშვილი ჰყავს...

- რამდენად იყავით პირველი ვაჟის - დიმიტრის აღზრდაში ჩართული?
- დიმიტრი დედასთან ცხოვრობს, ფაქტობრივად, მე ჩემს შვილთან ერთად არც მიცხოვრია, ახლაც რეგლამენტირებული გვაქვს შეხვედრები, კანონით დავარეგულირეთ ეს საკითხი, რომ არავის უფლება არ დარღვეულიყო, არც ჩემი და არც ბავშვის. ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო.. ცოტა რთულადაა ეს საკითხი, თუმცა რაც დრო გადის, უფრო და უფრო წინსვლა გვაქვს.

- რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვისთის ნაკლებ მტკივნეული ყოფილიყო მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრება?
- ჩვენ ფაქტობრივად ერთად არ გვიცხოვრია, მან არ იცის, რას ნიშნავს, როცა დედა და მამა ერთად ცხოვრობენ, სამწუხაროა, მაგრამ ასეა. რომ არ იცის, შესაბამისად ვერც იაზრებს და ვერ ხვდება, რა და როგორ უნდა იყოს. თუმცა, ხანდახან ემჩნევა, სურვილი აქვს, დედა და მამა ერთად ნახოს და ერთად იყვნენ.

- მართალია, დიმიტრი ჯერ პატარაა, სულ 3 წლისაა, მაგრამ რამდენად მეგობრულია თქვენ მიმართ, თუ გიყვებათ თავის ამბებს?
იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS