დავით ბაგრატიონ მუხრანელის და ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ქორწინებას სკანდალები არ აკლდა. გახმაურდა დავით ბაგრატიონის და მსახიობ შორენა ბეგაშვილის სიყვარულის ამბავი, რასაც სამეფო ოჯახის დანგრევა მოჰყვა.
უფლისწულის დაბადების შემდეგ წყვილს ერთად აღარ უცხოვრია. თუმცა ბავშვის გაზრდაში ორივე აქტიურად იღებს მონაწილეობას.
სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება
რატომღაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველა ფოტოზე გიორგი ყოველთვის მოწყენილია და შეიძლება ითქვას, ასაკისთვის შეუფერებლად სერიოზულად გამოიყურება.
დავითის ძმა უგო ბაგრატიონი კი ჯერჯერობით კვლავ სასურველ სასიძოდ რჩება. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ბიძისა და ძმიშვილის ფოტო გავრცელდა და უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.
სალომე დადიანი