მომღერალი სოფო ბედია ''რუსთავი 2''-ის გარშემო ატეხილ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქიბარ ხალვაშს თანადგომას უცხადებს.
''მოგესალმებით მეგობრებო! არასოდეს გამოვირჩევი ჩემი პოსტებით პოლიტიკაზე!
ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ! მე მომღერალი ვარ და შესაბამისად ვმღერი ჩემი საყვარელი მსენელისთვის!რაც შეეხება ''რუსთავი 2''-ს! დიახ, მე ''ჯეოსტარით'' გავხდი ცნობილი, დიახ ''ბრავო'' იყო წარმატებული პროექტი და ბევრი სხვა გადაცემები ''რუსთავი 2''- ზე!
პირადად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მაია ასათიანს და მის მთელ შემოქმედებით ჯგუფს!
ყველა გადაცემის სტუმარი ვიყავი და მადლობა ამისთვის! რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას აქ მე მგონი საფრთხე არავის ემუქრება! საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მფლობელი იბრუნებს თავის კუთვნილ ტელევიზიას! ვფიქრობ, რომ ამ თემის გაპოლიტიზირება არ არის ლამაზი!
ბატონი ქიბარ ხალვაში არის ძალიან კეთილი და კარგი პიროვნება! არაჩვეულებრივი ადამიანი, მეუღლე, მამა და მეგობარი! მე მასზე ბევრი კარგი მსმენია, არამარტო ჩემი მეუღლისაგან, არმედ ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანისაგან! ბატონო ქიბარ, გისურვებთ წარმატებას და იმედია, სიმართლე გაიმარჯვებს''!
სალომე დადიანი