26 ოქტომბერი, 2015
სოფო ბედია მხარს ქიბარ ხალვაშს უჭერს და მადლობას მაია ასათიანს უხდის
ყველა გადაცემის სტუმარი ვიყავი და მადლობა ამისთვის
მომღერალი სოფო ბედია ''რუსთავი 2''-ის გარშემო ატეხილ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქიბარ ხალვაშს თანადგომას უცხადებს. 

''მოგესალმებით მეგობრებო! არასოდეს გამოვირჩევი ჩემი პოსტებით პოლიტიკაზე!

ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ! მე მომღერალი ვარ და შესაბამისად ვმღერი ჩემი საყვარელი მსენელისთვის!რაც შეეხება ''რუსთავი 2''-ს! დიახ,  მე ''ჯეოსტარით'' გავხდი ცნობილი, დიახ ''ბრავო'' იყო წარმატებული პროექტი და ბევრი სხვა გადაცემები ''რუსთავი 2''- ზე!

პირადად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მაია ასათიანს და მის მთელ შემოქმედებით ჯგუფს!

მაიკო გვიყვარხარ მეც და მიშასაც! მიყვარს და პატივს ვცემ ''პროფილის'' პროდიუსერებიდან დაწყებული ოპერატორებით დამთავრებული ყველა! მიყვარს ''მარაო რუსთავი 2''!

ყველა გადაცემის სტუმარი ვიყავი და მადლობა ამისთვის! რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას აქ მე მგონი საფრთხე არავის ემუქრება! საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მფლობელი იბრუნებს თავის კუთვნილ ტელევიზიას! ვფიქრობ, რომ ამ თემის გაპოლიტიზირება არ არის ლამაზი!

ბატონი ქიბარ ხალვაში არის ძალიან კეთილი და კარგი პიროვნება! არაჩვეულებრივი ადამიანი, მეუღლე, მამა და მეგობარი! მე მასზე ბევრი კარგი მსმენია, არამარტო ჩემი მეუღლისაგან, არმედ ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანისაგან! ბატონო ქიბარ, გისურვებთ წარმატებას და იმედია, სიმართლე გაიმარჯვებს''!

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
XXX
ეს რაღაც ახალი კომპოტია, გიყვარდეს მაია და ქიბარ ხალვაშსაც პატივს სცემდე)))
19:59 / 27-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ხმა კი აქვს ამ გოგოს,მაგრამ,ამდენმა გოიმმა წაგგვჭამა თავი რა,თავის აზრებით! დაეტიე, იმღერე, დაიხვეწე..
17:52 / 27-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რა თქმაა ახლა ეს? მადლობის გადახდით შემოიფარგლა და კულტურულად ,,დაიკიდა" არხი,რომელმაც მის გაპიარებაში ლომის წილი შეიტანა! მის ქმარზე ხომ საერთოდ დამეკარგა წარმოდგენა, მისივე უზრდელური გამონათქვამების გამო...ქმრის ხათრით,ვინმეს შექება და ვინმეს მხარის დაკავება,სიმართლე რომ ვთქვა,უპრინციპობად და საკუთარი თავის უპატივცემულობად მეჩვენება!!! როგორც მომღერალი, არ მომწონს სოფო,მაგრამ ყველაზე მთავარში,ადამიანობაში ძალიან მაგრად ჩაიჭრა...
13:56 / 27-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სოსო
ვაი შენს პატრონს შე კეკელკა და ვაი შენს იდიოტ და გასიებულ ქმარს
19:27 / 26-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS