23 ოქტომბერი, 2015
რამაზ ნოზაძე: ''ჯოჯოხეთის ცეცხლი მიკიდია''
მინდა, არ მთავრდებოდეს დილის გაღვიძება და შენი დანახვა რამაზ ნოზაძე მეუღლეს, ხატია სიჭინავას ემოციურ პოსტს უძღვნის. შეუძლებელია, მისი გულწრფელი სიტყვების წაკითხვისას,ცრემლი არ მოგადგეთ თვალზე:
"ვერ ვხვდები ერთ რაღაცას, შესაძლებელია, კაცი იყოს ისეთი ბედნიერი როგორიც მე ვარ? არ ვიცი ამას რატომ ვწერ. დამიძახეთ გიჟპოეტა, რაც გინდათ დამიძახეთ, მკიდია. არასდროს არ მომბეზრდება შენთან ერთად გიჟობა, არასდროს არ დამავიწყდება ის პირველი წამი, როდესაც დავინახე ის სიღრმე, რაშიც გადავეშვი მთელი ჩემი არსით და დღესაც იმ სიღრმისეულ კრატერში ვეშვები.

მადლობა
იმისთვის გმირად, რომ მაქციე და ჩემს გოგოებს მეფე რომ აჩუქე. არ მომბეზრდება ორი ჯადოსნური სიტყვის თქმა, მაგრამ ეს მოგვიანებით. როცა წასვლა მიწევს სადმე და შენ ჩემს გვერდით არ ხარ, ყოველი ერთად გატარებული წამი მახსენდება და ის ფიქრი მტანჯავს, რატომ არის ცხოვრება ასეთი ხანმოკლე და არა უსასრულო.

მინდა, არ მთავრდებოდეს დილის გაღვიძება და შენი დანახვა, რომ გეუბნები - უფრო მაგრად მიყვარხარ!!!

სულ არ მაინტერესებს არც მსოფლიო ჩემპიონობა, არც რამე ღირებულება. შენი გულისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლი მიკიდია. შენ ხარ ის არარეალური სიყვარული, რომელიც ღმერთისეულია.

დღესაც ვერ ვიჯერებ იმას, რომ ღმერთმა ეს სიყვარული მაჩუქა და ის ჩემი დაკარგული მეორე ნახევარი მაპოვნინა, რომელსაც 7 მილიარდი ადამიანი ეძებს დედამიწაზე. მადლობა ღმერთს, დედაშენის და მამაშენის სიყვარულის ნაყოფად რომ შთაგბერა და მეც რომ გამხადა ღირსი ამ ქვეყნად ჩამოვეგდე.

მადლობა ჩემი სამი პრინცესასთვის. მადლობა იმისთვის, რომ მაძლევ ძალას ამ უსახურ ქვეყანაში სიყვარულის გარდა ვერაფერს ვხედავ! მინდა, სიბერეშიც ვხედავდე იმ ნაღვლიან სიღრმეს, რომელიც ასეთი ლამაზია. ჩემო ცხოვრება, ამ ქვეყანაზე სიყვარული თუ არსებობს, მაშინ მე ეს ვიპოვე შენში. და თუ ხვალ თავში აგური დამეცემა და მოვკვდები, ჩემს საფლავზე დაწერე "ღმერთის გამოცდა ჩაბარებულია" და ის ორი ჯადოსნური სიტყვა "მიყვარხარ ხატი."

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
მართლა რას გოუგებ
რომ არსებობდეს ფეისბუქი და კომპუტერი რა ეშველებოდა ხატიაზე უგონოდ შეყვარებულ ქმარსა რამაზსა როგორ მიაწვდებდა ხმასა რომ უყვარს და იფერფლება.ესენი ნეტავ ერთად არ წვებიან??????ლოგინში აფა ეს გგეხსნა შე კაცოასეთი ამოხეთქილი და ჩანჩქერივით მოჩუხჩუხე სიყვარულის გრძნობა ტუ გქონია...ეხხხ
18:04 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
"სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო..."
და "ამიზა" არ ვწერ კრიტიკულ რაღაცეებს, მარა აუცილებელია მთელ დუნიას მოსდო და გააგებიო აი ამბავი? პ.ს.ყველაზე მთავარი! "წეიკითხეთ" ქალებო, ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო(ც): (ალბათ) ყოჩაღ ხატია - "მადლობა იმისათვის გმირად რომ მაქციე"- აი ეს მართლა მაგარია!
17:53 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
ასე თუ გიჟდებოდა ხატიაზე, ორსულობის ბოლო თვეში რატომ მოიყვანა ნეტავ ცოლად, მანამდე რას უცდიდა? გადაცემა პროფილში მისული ხატია, დიდი მუცლით პირველ შვილზე მარტო მე მახსოვს ნეტავ თუ დამესიზმრა? ნამუსზე სანამ არ ააგდეს ბიჭი მანამდე არ მოიყვანა ცოლად. ეს გადამეტებული სენტიმენტები ძალიან ზედმეტი და სისულელეა. ერთად ხართ და შეაბერდით ერთმანეთს კარგად და ბედნიერად, არავის არაფერში აინტერესებს ცოლ-ქმრის ერთმანეთში სათქმელი.
15:44 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ასე არჯობია?
მაგარია
15:13 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაჟკაცი ქმარი
ვაიმე პაწაწა ბიჭი.... შეყვარებული ფიფქიაზე.პირადად ვერ ეტყვი შე ვაჟკაცა თუ ასე გიჟდები.აი სწორედ რომ ბლეფს აქვეყნებენ ხალხის დასანახად ხოლმე.მიწერე ინბოქსსი ან უთხარი სახლში ვაჟკაცო
15:09 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნი
სუპერ!!! ბედნიერება ყველა შეყვარებულს
14:13 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მაგარია,ძალიან მაგარია...გაიხარე...
14:01 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნნ
ჩემი ქმარი დღეს ვერ გადამირჩება, ასეთ სიტყვებს თუ არ მეტყვის :D
13:58 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS