23 ოქტომბერი, 2015
რამაზ ნოზაძე: ''ჯოჯოხეთის ცეცხლი მიკიდია''
მინდა, არ მთავრდებოდეს დილის გაღვიძება და შენი დანახვა რამაზ ნოზაძე მეუღლეს, ხატია სიჭინავას ემოციურ პოსტს უძღვნის. შეუძლებელია, მისი გულწრფელი სიტყვების წაკითხვისას,ცრემლი არ მოგადგეთ თვალზე:
"ვერ ვხვდები ერთ რაღაცას, შესაძლებელია, კაცი იყოს ისეთი ბედნიერი როგორიც მე ვარ? არ ვიცი ამას რატომ ვწერ. დამიძახეთ გიჟპოეტა, რაც გინდათ დამიძახეთ, მკიდია. არასდროს არ მომბეზრდება შენთან ერთად გიჟობა, არასდროს არ დამავიწყდება ის პირველი წამი, როდესაც დავინახე ის სიღრმე, რაშიც გადავეშვი მთელი ჩემი არსით და დღესაც იმ სიღრმისეულ კრატერში ვეშვები.

მადლობა
იმისთვის გმირად, რომ მაქციე და ჩემს გოგოებს მეფე რომ აჩუქე. არ მომბეზრდება ორი ჯადოსნური სიტყვის თქმა, მაგრამ ეს მოგვიანებით. როცა წასვლა მიწევს სადმე და შენ ჩემს გვერდით არ ხარ, ყოველი ერთად გატარებული წამი მახსენდება და ის ფიქრი მტანჯავს, რატომ არის ცხოვრება ასეთი ხანმოკლე და არა უსასრულო.

მინდა, არ მთავრდებოდეს დილის გაღვიძება და შენი დანახვა, რომ გეუბნები - უფრო მაგრად მიყვარხარ!!!

სულ არ მაინტერესებს არც მსოფლიო ჩემპიონობა, არც რამე ღირებულება. შენი გულისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლი მიკიდია. შენ ხარ ის არარეალური სიყვარული, რომელიც ღმერთისეულია.

დღესაც ვერ ვიჯერებ იმას, რომ ღმერთმა ეს სიყვარული მაჩუქა და ის ჩემი დაკარგული მეორე ნახევარი მაპოვნინა, რომელსაც 7 მილიარდი ადამიანი ეძებს დედამიწაზე. მადლობა ღმერთს, დედაშენის და მამაშენის სიყვარულის ნაყოფად რომ შთაგბერა და მეც რომ გამხადა ღირსი ამ ქვეყნად ჩამოვეგდე.

მადლობა ჩემი სამი პრინცესასთვის. მადლობა იმისთვის, რომ მაძლევ ძალას ამ უსახურ ქვეყანაში სიყვარულის გარდა ვერაფერს ვხედავ! მინდა, სიბერეშიც ვხედავდე იმ ნაღვლიან სიღრმეს, რომელიც ასეთი ლამაზია. ჩემო ცხოვრება, ამ ქვეყანაზე სიყვარული თუ არსებობს, მაშინ მე ეს ვიპოვე შენში. და თუ ხვალ თავში აგური დამეცემა და მოვკვდები, ჩემს საფლავზე დაწერე "ღმერთის გამოცდა ჩაბარებულია" და ის ორი ჯადოსნური სიტყვა "მიყვარხარ ხატი."

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
2004
პროფილი გაიხსენე რა და იქიდან დაიწყე სიყვარულის ახსნა. რვა თვის მიტოვებული ხატია. "ენებს რომ აყევი" ბიჭო
06:19 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
adam
ცოლს მიწერე თუ ქვეყანას?!ნეტაი არ მიაც მააცობდე რამაზო!!
00:51 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
უშეშობა
ნეტაი ქორწილში არ დაგვპატიჟებენ????? (წერენ უშეშობის გამო რეზინის და პაგრიშკის ცეცხლით დამწვრები და გამურულები)
22:09 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
Gmerto,ramdeni borotia am kvekanaze
21:19 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
დფდდგ
მაშინ რატო არ ფიქრობდი ესე 3 თვის რო მიატოვე?გმერთმა ბედნიერად გამყოPოთ მაგრამ ამ ჯურნალისტებს მინდა ვკითხო მეტი საქმე არ გაკვთ სხვის ცხოვრებაშჰი რომ იქექებით
20:57 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მომეწონა
საღოლ! ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიფაროთ ავი თვალისაგან, ამინ!
20:39 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
gaixaret!
Tkuilia tu martalia dzalian lamazia!sagol ramaz!
20:15 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
კახელები
მართლა შენ გაიხარე კომპიუტერო და სოციალურო ქსელებო.მართლა რა გვეშველებოდა რამაზისნაირად ცოლისგან ჯოჯოხეთის ცეცხლწაკიდებულ ქმრებსა როგორ ავუხსნიდით უზომო სიყვარულსა მეორე ნახევრებსა უთქვენოთა ჰა... ჩვენო გადამრჩენელო კომპიუტერო და ფეისბუქოო..თქვენ იცოცხლეთ ასი წელი.მეც უნდა ვუყვირო დიდი ხმითა ჩემს დედაკაცსა....მაროოოო...ვიწვი მიხოი შენთვინა....ვიწვიიი და ვიწვი...წაიკითხეთ ეროოო და ბეროო მიყვარს ჩემი მაროი 20 წელია ....
19:50 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსკა
ისე ძალიან უყვარს რომ ლამაზი გოგონების გარემოცვაში ქალაქგარეთ გულაობს ბიჭი :) ცუდია ცნობადი სახე რომ ხარ. ვერსად დაემალები ამ თვალებს :)
19:06 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
HH
კაი რა რამაზ, შენი ჩემპიონობა მაინც არ ვიცოდე გადაკეთებული დაბადების თარიგით რომ მიიღე ?! ეგ სიყვარულიც ანალოგიური ბლეფია უეჭველი
18:59 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS