23 ოქტომბერი, 2015
რამაზ ნოზაძე: ''ჯოჯოხეთის ცეცხლი მიკიდია''
მინდა, არ მთავრდებოდეს დილის გაღვიძება და შენი დანახვა რამაზ ნოზაძე მეუღლეს, ხატია სიჭინავას ემოციურ პოსტს უძღვნის. შეუძლებელია, მისი გულწრფელი სიტყვების წაკითხვისას,ცრემლი არ მოგადგეთ თვალზე:
"ვერ ვხვდები ერთ რაღაცას, შესაძლებელია, კაცი იყოს ისეთი ბედნიერი როგორიც მე ვარ? არ ვიცი ამას რატომ ვწერ. დამიძახეთ გიჟპოეტა, რაც გინდათ დამიძახეთ, მკიდია. არასდროს არ მომბეზრდება შენთან ერთად გიჟობა, არასდროს არ დამავიწყდება ის პირველი წამი, როდესაც დავინახე ის სიღრმე, რაშიც გადავეშვი მთელი ჩემი არსით და დღესაც იმ სიღრმისეულ კრატერში ვეშვები.

მადლობა
იმისთვის გმირად, რომ მაქციე და ჩემს გოგოებს მეფე რომ აჩუქე. არ მომბეზრდება ორი ჯადოსნური სიტყვის თქმა, მაგრამ ეს მოგვიანებით. როცა წასვლა მიწევს სადმე და შენ ჩემს გვერდით არ ხარ, ყოველი ერთად გატარებული წამი მახსენდება და ის ფიქრი მტანჯავს, რატომ არის ცხოვრება ასეთი ხანმოკლე და არა უსასრულო.

მინდა, არ მთავრდებოდეს დილის გაღვიძება და შენი დანახვა, რომ გეუბნები - უფრო მაგრად მიყვარხარ!!!

სულ არ მაინტერესებს არც მსოფლიო ჩემპიონობა, არც რამე ღირებულება. შენი გულისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლი მიკიდია. შენ ხარ ის არარეალური სიყვარული, რომელიც ღმერთისეულია.

დღესაც ვერ ვიჯერებ იმას, რომ ღმერთმა ეს სიყვარული მაჩუქა და ის ჩემი დაკარგული მეორე ნახევარი მაპოვნინა, რომელსაც 7 მილიარდი ადამიანი ეძებს დედამიწაზე. მადლობა ღმერთს, დედაშენის და მამაშენის სიყვარულის ნაყოფად რომ შთაგბერა და მეც რომ გამხადა ღირსი ამ ქვეყნად ჩამოვეგდე.

მადლობა ჩემი სამი პრინცესასთვის. მადლობა იმისთვის, რომ მაძლევ ძალას ამ უსახურ ქვეყანაში სიყვარულის გარდა ვერაფერს ვხედავ! მინდა, სიბერეშიც ვხედავდე იმ ნაღვლიან სიღრმეს, რომელიც ასეთი ლამაზია. ჩემო ცხოვრება, ამ ქვეყანაზე სიყვარული თუ არსებობს, მაშინ მე ეს ვიპოვე შენში. და თუ ხვალ თავში აგური დამეცემა და მოვკვდები, ჩემს საფლავზე დაწერე "ღმერთის გამოცდა ჩაბარებულია" და ის ორი ჯადოსნური სიტყვა "მიყვარხარ ხატი."

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
კაცები
რაცხა მიქარული აქვს რამაზიას ნაღდია.მეც ასე ვეტრფიალებოდი ცოლს როცა გავძვრებოდი სხვაგან.ასეთები ვართ კაცები.როცა არაორდინალურ სითბოს და სიტყვებს მოგიძღვნით აი მაშინაა საჭირო გაძლიერებული კონტროლი.აბა რათ უნდა ნამდვილ სიყვარულს ამდენი უაზრო სიტყვების ბოდიალი ცეცხლიო,ნავთიო ,ალები და ათასი სასაცილო ეპითეტები საქვეყნოდ.
08:24 / 28-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცი
ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ ნეტავ საქართველოში ყველა წყვილი ისე გახარებული იყოს,როგორც რამაზი და ხატიაა.იქნებ ასეთი ბოღმიანი კომენტარების წერას მოეშვათ და იფიქროთ როგორ გაახაროთ და ასიამოვნოთ ტქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები,ცხოვრება წუთებისაგან შედგება...წუთისოფელი.....
08:15 / 28-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მარა
ხატაურა ოჯახის კარგი გოგო გამოდგა და იმსახურებს კიდეც მეუღლის სიყვარულს, რა გინდათ შეეშვით. ვისაც სად უნდა იქ აუხსნის თავის საყვარელ ადამიანს სიყვარულს, ზოგს სიზმარშიც არ მოუსმენია მეუღლისგან მსგავსი სიტყვები და მაგრათ ტეხავს. ჩემი გიჟი ქმარუკაც ასეთია, ოღონდ ასე საჯაროდ არ მეუბნება ამ ყველაფერს. ასე რომ დაწყნარდით, ვისაც რის კამპოტი აქვს ისე იქეიფოს. რამაზ და ხატი შორიდან მიყვარხართ.
19:11 / 26-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მიჯნურობა ვეფხისტყაოსანში
ჯერ იყო და სუარი გვყავდა ცეცხლმოკიდებული იაზე.და ყოველ დღე წერდა და წერდა ფეისბუქზე ჩემო ყვავილოოო,შენი სპეტაკი ბაგეო,პაწაწინაო,მერე პარიკმახერის მესიჯის გამო გშორდებიო.მერე იყო კატა ზუზი,ვიგოდნიკობა და ბოლოს დაიფუშა კარავი.ახლა ესეც ბლეფი მგონია
13:49 / 26-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ანი
ამან რაღაც გააფუჭა და ვაზელინობსსს ღალატის სუნი მცემს წყნეთიდან რამაზ
09:36 / 26-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ბაჭანჭულა
მიხარია თუ ასე გრძნობს .. მართლა.. !! მაგარია დზ.. ყველას გისურვებთ გეპოვოთ.. !! )) ოგონდ მეც ვპიქრობ პირადში ჯობდა მიწერა ან თქმა.. !! თუმცა არც ამით შავდება რამე.. ))
01:45 / 26-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
კარგია, ერთ კაცს მაინც, რომ სცოდნია სიყვარული, თუ ეს მართალია...მაგრამ მე არ მჯერა, ჩემი სიყვარული 11 წელი გრძელდებოდა, ენით აუწერელი, წარმოუდგენელი სიყვარული და მერე ქვეყნიერება დამამხო თავზე.....
13:09 / 25-10-2015
გამოხმაურება / 0 /
კუკუშა
სიყვარულსა მალვა უნდაო და არა აფიშირება!ასეა ეს!!!ისე სახლში,რომ გეთქვა ეგ ყველაფერი შენი ხატიასთვის ვერა?!რაღაც სიყალბის სუნი მცემს...
20:24 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ჟანაკო
ბოროტებოოოოოოოოოოოო.გმერტმა ბედნიერები გამყოფოთ,პროფილი გაიხსენეთო რო იზახით,წარსულში შეცდომა ვის არ მოსვლია? ქალს ეშინია ოჯახის შექმნა და კაცს მითუმეტეს,რაც მთავარია ოჯახმა შეაყვარათ და ერთად ცხოვრებამ ერთმანეთი,ესე რო თქვენ თავს მიხედეთ და ბრავო რამაზ კაცი ხააააააარ
12:10 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
დამწვრობა
დახრუკულა ეს კაცი ხალხნო.არიქა...დამწვრობის წამალი მოუტანეთ.თურმანიძის მალამო არ უშველის ნეტა?????
08:09 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS