23 ოქტომბერი, 2015
რამაზ ნოზაძე: ''ჯოჯოხეთის ცეცხლი მიკიდია''
მინდა, არ მთავრდებოდეს დილის გაღვიძება და შენი დანახვა რამაზ ნოზაძე მეუღლეს, ხატია სიჭინავას ემოციურ პოსტს უძღვნის. შეუძლებელია, მისი გულწრფელი სიტყვების წაკითხვისას,ცრემლი არ მოგადგეთ თვალზე:
"ვერ ვხვდები ერთ რაღაცას, შესაძლებელია, კაცი იყოს ისეთი ბედნიერი როგორიც მე ვარ? არ ვიცი ამას რატომ ვწერ. დამიძახეთ გიჟპოეტა, რაც გინდათ დამიძახეთ, მკიდია. არასდროს არ მომბეზრდება შენთან ერთად გიჟობა, არასდროს არ დამავიწყდება ის პირველი წამი, როდესაც დავინახე ის სიღრმე, რაშიც გადავეშვი მთელი ჩემი არსით და დღესაც იმ სიღრმისეულ კრატერში ვეშვები.

მადლობა
იმისთვის გმირად, რომ მაქციე და ჩემს გოგოებს მეფე რომ აჩუქე. არ მომბეზრდება ორი ჯადოსნური სიტყვის თქმა, მაგრამ ეს მოგვიანებით. როცა წასვლა მიწევს სადმე და შენ ჩემს გვერდით არ ხარ, ყოველი ერთად გატარებული წამი მახსენდება და ის ფიქრი მტანჯავს, რატომ არის ცხოვრება ასეთი ხანმოკლე და არა უსასრულო.

მინდა, არ მთავრდებოდეს დილის გაღვიძება და შენი დანახვა, რომ გეუბნები - უფრო მაგრად მიყვარხარ!!!

სულ არ მაინტერესებს არც მსოფლიო ჩემპიონობა, არც რამე ღირებულება. შენი გულისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლი მიკიდია. შენ ხარ ის არარეალური სიყვარული, რომელიც ღმერთისეულია.

დღესაც ვერ ვიჯერებ იმას, რომ ღმერთმა ეს სიყვარული მაჩუქა და ის ჩემი დაკარგული მეორე ნახევარი მაპოვნინა, რომელსაც 7 მილიარდი ადამიანი ეძებს დედამიწაზე. მადლობა ღმერთს, დედაშენის და მამაშენის სიყვარულის ნაყოფად რომ შთაგბერა და მეც რომ გამხადა ღირსი ამ ქვეყნად ჩამოვეგდე.

მადლობა ჩემი სამი პრინცესასთვის. მადლობა იმისთვის, რომ მაძლევ ძალას ამ უსახურ ქვეყანაში სიყვარულის გარდა ვერაფერს ვხედავ! მინდა, სიბერეშიც ვხედავდე იმ ნაღვლიან სიღრმეს, რომელიც ასეთი ლამაზია. ჩემო ცხოვრება, ამ ქვეყანაზე სიყვარული თუ არსებობს, მაშინ მე ეს ვიპოვე შენში. და თუ ხვალ თავში აგური დამეცემა და მოვკვდები, ჩემს საფლავზე დაწერე "ღმერთის გამოცდა ჩაბარებულია" და ის ორი ჯადოსნური სიტყვა "მიყვარხარ ხატი."

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
მაია-ს
მაია ხარ თუ ხატია ხარ არვიცი.სიყვარული არავის გვიკვირს და არც საუკეთესო სიტყვები ქმრისაგან გვაკლია ბევრ ოჯახებს.და ეს ყველაფერი ხდება ორს შორის ანუ ცოლი ეუბნება ქმარს ან ქმარი ეუბნება ცოლს პირადად არავის თანდასწრითაც კი ეს შვილი იქნება თუ დედა.აი.....სწორედ ვიღაცეების თანდასწრებით ეუბნები მასინ ცდილობ იმ სხვას დაანახო და არა მეორენახევარსხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომეტარი ზედმეტია დიდი ბლეფობაა ფეისბუქის კედელზე ხალხის წასაკითხად პაკაზუხობაა.უთხარი ცოლს პირადად ან მისწერე ინბოქსში.რამაზიმ ეს ხატიას კი არ დაუწერა ხალხს დაუწერა.და საერთოდ ისიც მეეჭვება ამ ჩემპიონის დაწერილი იყოს ეს.ქალის ხელწერას ჰგავს.
10:22 / 01-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია მაია
მიკვირს ამ ხალხს სიყვარულიც სიძულვილი რატომ ჰგონია? რამ შეგაწუხათ? მას უყვარს თავისი რჩეული,თქვენ ამით რა,თქვენი სარჩენია ან ერთი ან მეორე? ვერ ვხვდები პოზიტივში ნეგატივს როგორ ხედავთ...მეც მიყვარს ჩემი მეუღლე სიცოცხლეზე მეტად,მისგანაც იგივეს ვგრძნობ ყოველ დღე და კაცი მაშინ ფასდება-როდესაც თავის არჩეულში არ ცდება და სხვისკენ არ იყურება...უყვართ ღმერთმა გაუმარჯოთ...ყველა შეყვარებულ წყვილს ჩემგან დიდი სალამი...თუ არ მოგწონთ რამე აქ მაინც ნუ წერთ,შეეშვით რა...ასეთი კომენტარების ავტორებზე ვფიქრობ რომ-გაუთხოვარი ან უცოლო არავისგან შეყვარებული ადამიანები არიან,თორე სიყვარული ვისაც გულში აქვს არც ეს სტატუსი და არც ამაზე ბევრად გულღია საქციელი არ გაუკვირდება შეყვარებული ადამიანისგან...
01:10 / 01-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ალი და ცეცხლი
ნონა,სალომე და ვითომ ვიღაცეებო ასპროცენტიანი ხატია ხარ და სხვისი სახელით წერ.რა ვაჟკაცი რის ვაჟკაცი...სუფთა ფაფისჭამია კაცუნააა ეგ ნაზნაზო რამაზო
20:36 / 30-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
სტატიის გარეშე ვერა?
19:27 / 30-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
თუ სიძულვილზე, შურზე და ღალატზე შეიძლება დაიწეროს ამდენი, რატომ არ შეიძლება ასეთ სიყვარულზე დაიწეროს, დიახაც უნდა დაიწეროს, რადგან ძალიან ცოტას თუ გაიგებთ ასეთ სიყვარულზე. ამით პასუხიც გაცემულია თქვენს კითხვაზე, ბოლო თვეში რომ შეურიგდა ...და რაგაც სისულელეებზე, ამით ამბობს რომ ეგრე არ უნდა მომხდაროყო და გამოასწორა კიდეც, ყოჩაღ ვაჟკაცო ადამიანო, რომ ასე საქვეყნოდ ეფერები და ემადლიერები, ეს მაგალითი ყოფილიყოს, იმ მამაკაცებისთვის ვისაც არ უყვართ, ან რცხვენიათ გამოამჟღავნონ, ან კიდევ გონიათ რომ მარტო ღამე ლოგინში ერთად ჩაწოლაა სიყვარული, დაე, ყოველდღე და დღეში მილიონი ასეთი სიყვარულით გაჯერებული წერილები წაგვეკითხოს, თქვენს სიყვარულს კი ფარავდეს ყველაწმინა, გაიხარეთ.
17:07 / 30-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომე
უფალი იყოს თქვენი მფარველი..გაგაძლიეროთ და გაბედნიეროთ..თქვენნაირი სითბოთი გაჯერებული ოჯახები უნდა გამრავლდეს..ქედს ვუხრი რამაზის ვაჯკაცობას და ხატიას ქალობას..ასეტი თბილი სიტყვები დაუმსახურებელი არ იქნება...დალოცილი ყოფილიყავით მუდამ
16:00 / 29-10-2015
გამოხმაურება / 0 /
რომეო
ნაღდად ვირის ტვინი აჭამა...უსუპოდ...
16:39 / 28-10-2015
გამოხმაურება / 0 /
გრიშა
"რა არი იმაზე კარგი და სასიამოვნო ასეთ წერილს რო წაიკითავ ან გეტკვიან"ო თამუნამ.ეს ყველაფერი კარგია თუ სიმართლეა პირადად მიწერო ცოლს ან უთხრა სახლში ბოლო ბოლო ლოგინში ერთად ხომ წვებიან.ქვეყანას რომ შეყრი ხალხის დასანახად ეს არის ბლეფიიიიიი და დიდი გოიმობა და სასაცილო....
16:03 / 28-10-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ხალხო რატო ხარტ ასეტი ბოროტები?? ნუთუ აგარ დაიგალეთ ამდნეი ბოგმის ნთხევით??? რა არი იმაზე კარგი და სასიამოვნო ასეთ წერილს რო წაიკითავ ან გეტკვიან??? დაეტიეთ თქვენ ადგილზე და თქვენ თავს მიხედეთ გაუმაძღარო ბოროტებო....
14:46 / 28-10-2015
გამოხმაურება / 0 /
აღმაშენებლის ხეივანში დადგით...
სადაცაა ქართლის დედის ძეგლად აღმართავენ ხატია სიჭინავას და გვათაყვანებენ,...გეყოთ რა? პაშლი ვი ვსე ნ.....ი
12:14 / 28-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS