22 ოქტომბერი, 2015
ეკა დემეტრაძის ემოციური განცხადება - „7 ნოემბერიც მახსოვს,სტადიონზე კერპად ქცეული გრეჩიხაც, 26 მაისიც, ციხის კადრებიც...“
მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს ჩემი ფანჯრიდან ტყვიების ფერადი სანახაობა
დღის განმავლობაში ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ბედი ელის ''რუსთავი 2''-ს. სოციალურ ქსელში იხსენებენ საქართველოს უახლეს წარსულს და გმობენ არხის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს. მათ შორისაა მსახიობი ეკა დემეტრაძე, რომელიც მაყურებელმა ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გაიცნო და შეიყვარა. 

''9 აპრილი არ მახსოვს, თუმცა მშობლებს მოუყოლიათ,ფოტოები და კადრები მინახავს... ''მაცნეს'' ეთერში ფრაზა "სოხუმი დაეცა" მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს ჩემი ფანჯრიდან ტყვიების ფერადი სანახაობა.
მახსოვს, უშუქობისგან გამწარებული ხალხის მიერ გადაკეტილი ქუჩები მახსოვს, პურის ტალონების ფერი და რიგი მახსოვს, სმკ-ს კლიპიც მახსოვს.

ვარდების რევოლუცია კარგად მახსოვს, სტუდენტი ვიყავი უკვე, ემოციური და პათეტიურ პატრიოტული და თან ძალიან პოზიტიური იყო (წინა" მახსოვსებისგან" განსხვავებით)...

7 ნოემბერიც მახსოვს,სტადიონზე კერპად ქცეული გრეჩიხაც, 26 მაისიც, ციხის კადრებიც, გამარჯვებული ''ოცნების'' მსვლელობებიც და საკუთარი თავიც, სასოწარკვეთილი რომ შევცქეროდი ამ სანახაობას და საყვარელ მეგობრებს.

ბავშვი ქვევრში (ვერასოდეს გავიგე რა შუაში იყო საერთოდ რამესთან თუმცა მაინც მახსოვს)... და 13 ივნისი!!

13 მახსოვს ძალიან კარგად, როგორ დაიკიდეს ფეხებზე შესაბამისმა ორგანოებმა სტიქიასთან უძლური ხალხი, რა ექნათ ღამე იყო და წვიმდა ვერტმფრენი ვერ გაგზავნეს...

კიდევ ძალიან ბევრი რამ გვახსოვს და ბევრ რამეს ვხედავთ ახლაც... წარმოუდგენელი სლაიდშოუ გვაქ თითოეულ ჩვენთაგანს ტვინში... ხოდა აღარ მინდა! არ მინდა, ჩემი შვილიც დაუსრულებელ მძაფრსიუჟეტიან ფილმში გაიზარდოს...

და ახლა ამდენი რამის მერე ისევ უტიფარი ტყუილებით და მუქარით რომ უნდათ ბოლომდე დააბნელონ ისედაც ბინდში მყოფი ქვეყანა, მგონი დროა, გარეთ მაინც გამოვიდეთ''. - წერს ეკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
ნანკა
დავა რომ არის გასაგებია ქონებას ვერ იყოფენ,მაგრამ ერთი ვერ გავიგე აქეთ ხალვაშია მეორე მხარეს კი ვინ მეტყვის ვინაა,გვარამია საერთოდ რა შუაშია?
21:03 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
grisha
მეა ტვინზე ერთი ნაოჭი მაინც გაქვს თუ სრულიად სლიკინა გაქვს? გეტყობა რა აზრიანიც ბრძანდები. უფსკრულში კი არა უკანალში ვიყავით და ის ბევრად ღრმა ბნელი და მყრალი იყო, მაგრამ შენ ამას ვერ ჩაწვდები. შენ ხისთავიანი ზომბი ხარ და დამოუკიდებლად ფიქრი შენი საქმე არ არის.
18:45 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
777
მოკლედ რა გველები და გველხოკერები ხართ ეს ნაცების მოყვარულები,ერთი მაგათ სერიალს ვუყურებდი მაგათ დამპალ რუსთავი -2 ზე და ამ ეკაიაა თუ ბეკაია ეს ფილმიც შემაძულა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
18:00 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
mar92
პირველ კომენტატორს! ტანში შნ გაჟრიალებს და ტან მაგრად. რადგან რელობის გარდა ყვეკაფერს ხედავ. ეკას კი გაუმარჯოს სიმართლეში!!!
17:35 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
გულმავიწყი
მე მარტო 2008-წლის ხელი-ხელ ჩაკიდებულთა ზეიმი მახსოვს! რუსეთზე გამარჯვებას რომ ზეიმობდა "ევრო-მუტანტთა" ბრბო.
17:27 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მეა
გრიშას!!!!!!!შე მართლა გრიშავ,მართლა ვერ ხედავ თუ არ გინდა დაინახო როგორ მიექანები უფრსკულისკენ/ფუი შენ!ეტყობა შენი აზროვნება არ გაქვს და "მილიარდად ნაყიდ იდეოლოგიას" იმეორებ ტუტიყუშივით.
17:21 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
რიგითი ქართველი
-ქვევრში ჩაგდება და ეს უბედურება რა შუაში იყო პოლიტიკასთან,მომკალით და ვერც მე ვერ გავიგე.
16:29 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინია
მართლაც ბევრის მთქმელია ამ გოგოს "მოგონებები",სამწუხაროდ.... პირველი კომენტარი ,აი ამ ნიკით- //////////////////- ტანში ხომ არ გაჟრიალებს "შვილო" :D ეკამ თქვა თავისი სათქმელი და მეტი "რაზე დაფიქრდეს"? :)
16:26 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
grisha
სად უნდა გამოხვიდე შე საცოდავო, რა ბინდში იძირება ქვეყანა, წინასთან შედარებით კაშკაშა ნათელია. თუ დაბრმავდი და დაყრუვდი. ამ ხელისუფლების მეხოტბეების რიგებში სულაც არ ვარ მაგრამ რა ქაქშიც ვიყავით თავისი არსით ის იმაზე ბევრად უარესი იყო შენ რომ გახსოვს პურის რიგები და უშუქობა და ჯერ ვერც ესენი უწევენ კონკურენციას ჯალათების და მანიაკი ავადმყოფების მმართველობას. სხვას რომ რუსებს და რუსეთუმეებს ეძახიან და ამ დროს დაკარგულ ტერიტორიებს კიდევ ბევრი მიაყოლეს და ხონჩით მიართვეს აქამდე სხვისი ფეხდაუდგმელი კოდორი და სამაჩაბლოს უამრავი სოფელი რუსებს ზუსტად. მაგათ დროს მიჰყიდეს რუსებს სტრსტეგიული ობიექტები და ამერიკელებს რომ არ შეეჩერებინათ გაზსადენსაც მიაყოლებდნენ.მათზე მეტი რუსეთისთვის სასარგებლო საქმე არავის გაუკეთებიათ. ციხეებზე არაფერს ვამბობ და საყოველთა შიშის სინდრომის დათესვას ყველგან. აი მაშინ იყო სიტყვის თავისუფლების არ არსებობა საერთოდ, იმედის ჯიბეში ჩადება, საკუთრების წართმევა უბინძურესი მეთოდებით და წართმეულუბის და განადგურებულების ციხეებში ამოლპობა. ხოდა ნუ მატირებ შენი ჭირიმე სხვისთვის ახეული რუსთავი 2-ის პატრონისთვის დაბრუნებაზე გამწარებულ ნაცისტ ნაძირლებზე. მოდი შენი საქმე აკეთე რაც მართლა კარგად გამოგდის და ხალხს ამისთვის უყვარხარ და არა სულელური აზრების ფრქვევისთვის. გაკოცეეეე :)))
16:11 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
///////////////////
მარტო დამახსოვრება ---ამ ყველაფრის..... საქმეს შველის თუ რააა??ვერ გავიგე ეკა????რამე თუ გააკეთე რომ ეს ყველაფერი არ ყოფილიყო????მოდი ჯერ ჩვენ თავებს მოვთხოვოთ ყველამ პასუხი, თუ პირადად რადგან არ ,,მოგვიკლეს'' ,,გაგვიუპატიურეს'', ,,ქვევრში არ ჩააგვიგდეს ვინმე'', ესე იგი არც გვეხება ხო??? სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი???....იყოს ყველა და ყველაფერი (სულიერი თუ უსულო) გაუპატიურებული და გავჩუმდეთ.....მერე როცა გასაუპატიურებლები გამოილევიან ჩვენც რომ მოგვადგნენ ეკა???? მერე....???? აბა დაფიქრდი ჩემო კარგო.......
14:54 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS