22 ოქტომბერი, 2015
ეკა დემეტრაძის ემოციური განცხადება - „7 ნოემბერიც მახსოვს,სტადიონზე კერპად ქცეული გრეჩიხაც, 26 მაისიც, ციხის კადრებიც...“
მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს ჩემი ფანჯრიდან ტყვიების ფერადი სანახაობა
დღის განმავლობაში ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ბედი ელის ''რუსთავი 2''-ს. სოციალურ ქსელში იხსენებენ საქართველოს უახლეს წარსულს და გმობენ არხის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს. მათ შორისაა მსახიობი ეკა დემეტრაძე, რომელიც მაყურებელმა ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გაიცნო და შეიყვარა. 

''9 აპრილი არ მახსოვს, თუმცა მშობლებს მოუყოლიათ,ფოტოები და კადრები მინახავს... ''მაცნეს'' ეთერში ფრაზა "სოხუმი დაეცა" მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს ჩემი ფანჯრიდან ტყვიების ფერადი სანახაობა.
მახსოვს, უშუქობისგან გამწარებული ხალხის მიერ გადაკეტილი ქუჩები მახსოვს, პურის ტალონების ფერი და რიგი მახსოვს, სმკ-ს კლიპიც მახსოვს.

ვარდების რევოლუცია კარგად მახსოვს, სტუდენტი ვიყავი უკვე, ემოციური და პათეტიურ პატრიოტული და თან ძალიან პოზიტიური იყო (წინა" მახსოვსებისგან" განსხვავებით)...

7 ნოემბერიც მახსოვს,სტადიონზე კერპად ქცეული გრეჩიხაც, 26 მაისიც, ციხის კადრებიც, გამარჯვებული ''ოცნების'' მსვლელობებიც და საკუთარი თავიც, სასოწარკვეთილი რომ შევცქეროდი ამ სანახაობას და საყვარელ მეგობრებს.

ბავშვი ქვევრში (ვერასოდეს გავიგე რა შუაში იყო საერთოდ რამესთან თუმცა მაინც მახსოვს)... და 13 ივნისი!!

13 მახსოვს ძალიან კარგად, როგორ დაიკიდეს ფეხებზე შესაბამისმა ორგანოებმა სტიქიასთან უძლური ხალხი, რა ექნათ ღამე იყო და წვიმდა ვერტმფრენი ვერ გაგზავნეს...

კიდევ ძალიან ბევრი რამ გვახსოვს და ბევრ რამეს ვხედავთ ახლაც... წარმოუდგენელი სლაიდშოუ გვაქ თითოეულ ჩვენთაგანს ტვინში... ხოდა აღარ მინდა! არ მინდა, ჩემი შვილიც დაუსრულებელ მძაფრსიუჟეტიან ფილმში გაიზარდოს...

და ახლა ამდენი რამის მერე ისევ უტიფარი ტყუილებით და მუქარით რომ უნდათ ბოლომდე დააბნელონ ისედაც ბინდში მყოფი ქვეყანა, მგონი დროა, გარეთ მაინც გამოვიდეთ''. - წერს ეკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
ბასკი
ეკა ძალან ლამზი გოგო ხარ, მაგრამ გახსოვის რაც გინდა და არ გინდა გიხსენო ის რაც არ გინდა, რადგან ეს შენ ხელს არ გაძლევს იმტომ,რომ რუსთავი 2 იკვებები.
10:11 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ემა
ქ.ეკა როგორც ჩანს თქვენი აზროვნება მაინც კუჭზე გადის.ყველაზე მწარედ მაინც პურის ტალონები გახსენდება და "ძ..ნა ქალის როლის" დაკარგვის შიში გამოძრავებს.რატომ იმ ხალხზე არ ფიქრობ 2008-ში საკუთარი სახლებიდან რომ გამოყარეს?ეტყობა ეს თქვენ არ შეგხებიათ.მე კი ყოველღამე მესიზმრება სახლი სადაც დავიბადე და 7წელია ვღარ მივდივარ.რუსთავი 2-ს შენი ადვოკატობა არ სჭირდება სჯობია პატრონს დაუბრუნდეს და გაირკვეს ვის ხელშია ამჟამად.
09:52 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დარბეული და მიწასთან გასწორებული იმედი არ გახსენდება?რამდენი თვე იყო მაუწყებლობა შეჩერებული ალბათ არც ეს გახსოვთ,27 ნოემბერს დარბეული ხალხიც არ გახსენდება ალბათ,მაშინ რატომ არ გამოხვედი გარეთ,დაგეზარა არა?ეგ გადაახვიე კადრები და ცოტა ობიექტურად გაიხსენე და მერე შეიძლება მართლა გამოხვიდე გარეთ მაგრამ არა რუსთავი 2-ის დასაცავად,
09:44 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მდააა....
შენა და ესეთი კარგად და ნათლად თუ გახსოვს ყველაფერი, რატომღაც გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, სვანეთის "სპეცოპერაცია", 8 აგვისტოს შეწირული ქართველები და კიდევ უამრავი გაუბედურებული ოჯახი დაგავიწყდა? თუ არ გინდა რომ გახსოვდეს? თუ თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს შეღებილ ფასადებს, შადრევანებს და დაგებულ გზებს მიღმა რა მოხდა? ვის/რის ხარჯზე გაკეთდა ეს ყველაფერი? თუ თქვენთვის მთავარია მარტო თქვენი შვილების უზრუნველი ცხოვრება?! როცა ჩვენი შვილები სულ ცალ ფეხზე გკიდიათ. ჩვენც ძალიან გვინდა ვიცხოვროთ საქართველოში სადაც ის ყოფითი პრობლემები რაც გვაქვს, რომ აღარ გვქონდეს, მაგრამ ეს არ გვინდა თქვენი ან ვინმე სვის გაუპატიურებით, წამებით, ცოცხებით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით, წლის ჭავლებით, დაშინებით, ქონების ჩამორთმევით და მუქარებით ხდებოდეს. ჩვენს შორის განსხვავება აი ეს არის, მაგრამ ... ამას თქვენ ვერ გაიგებთ ;)
09:31 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
ვეთანხმები ნაწილონრივ. თუმცა როცა ამნობს ქუჩაში გამოვიდეთო. ანუ რყსთავი ორს დავუდგეთ გვერდით ? აქ ინფორმაციის ნაკლებოვაზეა საუბარი ხალხო. ნაცები რომ სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებით და ადამიანთა მიმართ დედპოტიზმით ერთობოდნენ ეს ხო ყველამ იცით? ხოდა მთლად ვერც გაბედა ამ გოგომ ეთქვა ვისთვის გამოვიდეს ქუჩაში, მას კარგი მეხსიერება ქონია და ყველაფერი ახსოვს...
07:52 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
კარგად ვერ დაგიმახსოვრებია , ირინა ენუქიზე , ია მეტრეველი და 150 მოკლული ბიცჰი , ციხესჰი გაუპატიურებელი ადამიანები , 7 ნოემბერი , 26 მაისი და კიდევ რომელი გაგახსენო ? უსირცხვილოდ რატომ წერთ ?
06:08 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ტიტა
რობოტი, კვების წყაროს უთიშავენ და წუხს,ადამიანის გრძნობები არ ჩანს ამის "ნათქვამში"
00:51 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
Nინო
თვალი მოვკარი კომენტებს... ერთი განსაკუთრებით გამიკვირდა - სიტყვის თავისუფლება არ გვქონდაო... ალბათ დამესიზმრა გრეჩიხას ძმა საკანში სადაც 24 საათიან რეჟიმში სააკაშვილის ლანძღვას ეძღვნებოდა..ხანხახან მგონია რომ ყველა ივანიშვილის მომხრე ძალადობის მსხვერპლია და სხვადასხვა სახის გაუპატიურების შემდეგ გონება დაებინდათ - და თუ ესე არ არის ალბათ მე ვერ გავიგე ვერაფერი ამ ქვეყნის...
22:01 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ოოოეეე
რატომ ედავებით გრიშკას?ქუჩის "პაცნები"რომ მოვიდნენ მთავრობაში კარგს რას უნდა ველოდოთ. ეგ გრიშაც მაგათნაირი ნაგავია!!!
21:36 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
????
ეკა დემეტრაძეს რა მაგარი მახსოვრობა ჰქონია?...გოგონი აბა კარგად გაიხსენე რარაცეები რატომღაც არ გინდა რომ გახსოვდეს.ქალი ხარ და ირინა ენუქიძე უნდა გაგეხსენებია პირველ რიგში...თუმცა...ხოოო,დამავიწყდა შენი სერიალი ხომ რუსტავი 2-ზე გადის.
21:30 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS