22 ოქტომბერი, 2015
ეკა დემეტრაძის ემოციური განცხადება - „7 ნოემბერიც მახსოვს,სტადიონზე კერპად ქცეული გრეჩიხაც, 26 მაისიც, ციხის კადრებიც...“
მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს ჩემი ფანჯრიდან ტყვიების ფერადი სანახაობა
დღის განმავლობაში ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ბედი ელის ''რუსთავი 2''-ს. სოციალურ ქსელში იხსენებენ საქართველოს უახლეს წარსულს და გმობენ არხის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს. მათ შორისაა მსახიობი ეკა დემეტრაძე, რომელიც მაყურებელმა ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გაიცნო და შეიყვარა. 

''9 აპრილი არ მახსოვს, თუმცა მშობლებს მოუყოლიათ,ფოტოები და კადრები მინახავს... ''მაცნეს'' ეთერში ფრაზა "სოხუმი დაეცა" მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს ჩემი ფანჯრიდან ტყვიების ფერადი სანახაობა.
მახსოვს, უშუქობისგან გამწარებული ხალხის მიერ გადაკეტილი ქუჩები მახსოვს, პურის ტალონების ფერი და რიგი მახსოვს, სმკ-ს კლიპიც მახსოვს.

ვარდების რევოლუცია კარგად მახსოვს, სტუდენტი ვიყავი უკვე, ემოციური და პათეტიურ პატრიოტული და თან ძალიან პოზიტიური იყო (წინა" მახსოვსებისგან" განსხვავებით)...

7 ნოემბერიც მახსოვს,სტადიონზე კერპად ქცეული გრეჩიხაც, 26 მაისიც, ციხის კადრებიც, გამარჯვებული ''ოცნების'' მსვლელობებიც და საკუთარი თავიც, სასოწარკვეთილი რომ შევცქეროდი ამ სანახაობას და საყვარელ მეგობრებს.

ბავშვი ქვევრში (ვერასოდეს გავიგე რა შუაში იყო საერთოდ რამესთან თუმცა მაინც მახსოვს)... და 13 ივნისი!!

13 მახსოვს ძალიან კარგად, როგორ დაიკიდეს ფეხებზე შესაბამისმა ორგანოებმა სტიქიასთან უძლური ხალხი, რა ექნათ ღამე იყო და წვიმდა ვერტმფრენი ვერ გაგზავნეს...

კიდევ ძალიან ბევრი რამ გვახსოვს და ბევრ რამეს ვხედავთ ახლაც... წარმოუდგენელი სლაიდშოუ გვაქ თითოეულ ჩვენთაგანს ტვინში... ხოდა აღარ მინდა! არ მინდა, ჩემი შვილიც დაუსრულებელ მძაფრსიუჟეტიან ფილმში გაიზარდოს...

და ახლა ამდენი რამის მერე ისევ უტიფარი ტყუილებით და მუქარით რომ უნდათ ბოლომდე დააბნელონ ისედაც ბინდში მყოფი ქვეყანა, მგონი დროა, გარეთ მაინც გამოვიდეთ''. - წერს ეკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
გია
შენ ის გინდა გახსოვდეს რაც გინდა, ის თუ გახსოვს წყალდიდობის დროს შენი სათაყვანებელი მიშა მილანში რომ შოპინგობდა, აი ფეხებზე დაკიდება ეს იყო, სხვას რა უნდა ელოდო შენგან ფულის გულისათვის საკუთარ თავსაც გაყიდი, მაგრა ჭედავ, წადი სვილო სხვა საქმე მოძებნე რამე. მართლაც საპნის ოპერის მსახიობიხარ მეტი არაფერ
14:53 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ციხის კადრები, 26 მაისი რატომ არ გახსოვს? თუ დრო და დრო მეხსიერებაში ჩავარდნა გაქვს!
14:05 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
grisha
შე მართლა კალე საიდან მოიტანე რომ აქ ვინმე ჩემი სანაქებო კერპია? მაგრად მკიდია ქოცები და მათი ზოოპარკის დირექტორი, მე იმ ხალხს ვერ ვიტან ვისაც ჯერ კიდევ ნაც ნაძირლების მმართველობის ნოსტალგია აქვთ და აღარ ახსოვთ რა ხდებოდა. მაგრად გულით მინდოდა ამათ მაიც გაექაჩათ და მართლა ხალხის მთავრობად ჩამოყალიბებულიყვნენ მაგრამ რადგან ასე არ მოხდა საფლავში ვერავის ვერ ჩავყვები იმ ჩარჩენილების მსგავსად მიშიკო რომ ენატრებათ. ერთი ვიცი რომ აქ ნაცების და მათი დაშლილი ნაწილების, ვითომ რომ გამოეყვნენ, ადგილი არ არის. გათამაშებული კარტი უკან არ ბრუნდება და არც აქ დაბრუნდება.
13:55 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ადამიანებო(!?),რატომ ლანზგავთ ამ გოგოს,რა გჭირთ? რომელი მტრავრობა ყოფილა ხალხზე გადაყოლილი და მზრუნველი...არც ერთი მთავრობა საჩვენოდ არ მოდის,ყველა თავისი ჯიბისთვის იბრძვის,კანონებსაც კი სათავისოდ ირგებენ... დამიჯერეთ,ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, საწყალი ხალხის პატრონი მაინც არავინ იქნება...გაბოროტდა კაცობრიობა და აგარ ინდობენ ერთმანეთს.ერთადერტი პიროვნება,რომელიც ხედავს ამ უკანონობას ღმერთია და არ მგონია დიდხანს დააყოვნოს ბოროტი სისტემის განადგურება...
13:51 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
444
ასეთებია ძირითადად რუსთავი 2 -ის მხარდამჭერები. სამწუხაროა!
11:38 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
უი კარგი რა ყველას როცა თქვენ გეხებათ რამე მაშინ გახსენდებათ კველაფერი სხავა დროს არაფერი არ გაწუხებთ ხოლმე შენ ვიღა ხარ რა გამომივიდა დიდი მსახიობი რა ჩემი ცოლის დაქალებიდან
11:16 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ეჰ
მთავარი ისაა რომ რუსტავი 2-მა ახალი რევოლუცია წამოიწყო და დესტაბილიზაციის მარცვალი ჩააგდო. რა სიტყვის თავისუფლება, რისი დემოკრატიის შუქურა კარგით რაა. ისე ყველას თავისი აზრი აქვს, ყველა თავის ჭრილში ხედავს და აგიქვას, უბრალოდ ზოგთან საგი აზრია, ზოგთან გამორჩენა და შ. აუცილებელი არაა შენ შეგეხოს უბედურება, ტკივილი........ უნდა შეგეძლოს სხვისი გაგება ,,სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო"-მასე არაა რააა.არც ერთმანეთის ლანძგვა არაა ლამაზი და მისაღები განსხვავებული შეხედულების გამო. ერთი სიტყვით სანამ ადამიანები ერთმანეთის პატივისცემას არ ისწავლიან არაფერი გვეშველება.
10:29 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
კალე
grisha-ს (არ გეწყინოს და მართლა გრისა ხარ). რამდენჯერ უნდა გაიმეოროთ ერთი და იგივე? ვიცით ბატონო, ვიცით, მაგრამ რა გააკეტა შენმა სანაქებო კერპმა და მის მიერ კულისებიდან მართულმა მთავრობამ, იმისათვის რომ ამ ყველაფრის ჩამდენს ეგო პასუხი კანონის წინაშე? არც არაფერი. დაიჭირეს 3 კაცი. ვერც იმათ დაიჭერდნენ თვითონ რომ არ ზდომოდათ. ბაჩო ახალაია წასული იყო ქვეყნიდან და თავისი ფეხით ეახლა ამ უნიათოებს. ყველა დანარჩენი იმაზე უკეთესად გრძნობს თავს საზღვარგარეთ (მმართველი ელიტა) და ქვეყნის შიგნიტაც (პოლიციასა და პროკურატურაში), ვიდრე საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნის დროს გრძნობდნენ. დღეს კიდევ ისეთ სისულელეებს ჩადიან ქოცები (მარტო პრემიერის გიშინდელი სამთავრობო გამოსვლა გავიხსენოთ), პირწმინდად ნაცების წისკვილზე ასხამენ წყალს. კიდევ რა ვთქვა, აღარც ვიცი. მოკლედ, მთავრობა, რომელიც მოვიდა ხალხის უდიდესი ძალისხმევით და ასეთი ვითარება შექმნა სულ რაღაც 3 წლის თავზე, კინწისკვრით უნდა გააგდოს ისევ ხალხმა.
10:27 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
dima
Nინო შენ მგონი მაგრად ჭედავ რა გრეჩიხა და რა მაესტრო, 1 ახი, 2 არხი რუსთავი, იმედი, ეს ძირითადები და პატარებს ვინ მოთვლის. ინფორმაციაც კი ერთნაირი ტექსტით გადიოდა, სიტყვის შეცვლაც კი არ უნდოდათ. მაესტროს და კავკასიას სულ დასცინოდნე და ამასხარავებდნენ რომ სერიოზულად არავის ჩაეთვალა. თან ეგენი მარტო თბილისში მაუწყებლობდნენ სადაც ყველამ ისედაც იცოდა ყველაფერი. რეგიონებში კი ზომბირებულებივით იყვნენ და ცოტამ თუ იცოდა ქვეყანაზე რა ხდებოდა . როგორც კი მაესტრომ დაიწყო ჩალიჩი სატელიტზე გასვლის და თეფშების დარიგება მაშინვე დედა უტირეს და დააყადაღეს. მაგარი სიტყვის თავისუფლება იყო. სააკაშვილის გინება გგონია შენ სიტყვის თავისუფლება მაგრამ მაგრად ცდები. იფომაციულ ვაკუუნში მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოფნა გაცილებით უარესია.
10:25 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
რამზეს44
კიდე ერთი ნაცმონა.
10:13 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS