22 ოქტომბერი, 2015
ეკა დემეტრაძის ემოციური განცხადება - „7 ნოემბერიც მახსოვს,სტადიონზე კერპად ქცეული გრეჩიხაც, 26 მაისიც, ციხის კადრებიც...“
მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს ჩემი ფანჯრიდან ტყვიების ფერადი სანახაობა
დღის განმავლობაში ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ბედი ელის ''რუსთავი 2''-ს. სოციალურ ქსელში იხსენებენ საქართველოს უახლეს წარსულს და გმობენ არხის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს. მათ შორისაა მსახიობი ეკა დემეტრაძე, რომელიც მაყურებელმა ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გაიცნო და შეიყვარა. 

''9 აპრილი არ მახსოვს, თუმცა მშობლებს მოუყოლიათ,ფოტოები და კადრები მინახავს... ''მაცნეს'' ეთერში ფრაზა "სოხუმი დაეცა" მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს ჩემი ფანჯრიდან ტყვიების ფერადი სანახაობა.
მახსოვს, უშუქობისგან გამწარებული ხალხის მიერ გადაკეტილი ქუჩები მახსოვს, პურის ტალონების ფერი და რიგი მახსოვს, სმკ-ს კლიპიც მახსოვს.

ვარდების რევოლუცია კარგად მახსოვს, სტუდენტი ვიყავი უკვე, ემოციური და პათეტიურ პატრიოტული და თან ძალიან პოზიტიური იყო (წინა" მახსოვსებისგან" განსხვავებით)...

7 ნოემბერიც მახსოვს,სტადიონზე კერპად ქცეული გრეჩიხაც, 26 მაისიც, ციხის კადრებიც, გამარჯვებული ''ოცნების'' მსვლელობებიც და საკუთარი თავიც, სასოწარკვეთილი რომ შევცქეროდი ამ სანახაობას და საყვარელ მეგობრებს.

ბავშვი ქვევრში (ვერასოდეს გავიგე რა შუაში იყო საერთოდ რამესთან თუმცა მაინც მახსოვს)... და 13 ივნისი!!

13 მახსოვს ძალიან კარგად, როგორ დაიკიდეს ფეხებზე შესაბამისმა ორგანოებმა სტიქიასთან უძლური ხალხი, რა ექნათ ღამე იყო და წვიმდა ვერტმფრენი ვერ გაგზავნეს...

კიდევ ძალიან ბევრი რამ გვახსოვს და ბევრ რამეს ვხედავთ ახლაც... წარმოუდგენელი სლაიდშოუ გვაქ თითოეულ ჩვენთაგანს ტვინში... ხოდა აღარ მინდა! არ მინდა, ჩემი შვილიც დაუსრულებელ მძაფრსიუჟეტიან ფილმში გაიზარდოს...

და ახლა ამდენი რამის მერე ისევ უტიფარი ტყუილებით და მუქარით რომ უნდათ ბოლომდე დააბნელონ ისედაც ბინდში მყოფი ქვეყანა, მგონი დროა, გარეთ მაინც გამოვიდეთ''. - წერს ეკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
ნინი
ამდენი უსამართლობა ხდებოდა რატომ ერთხელ არ გაგჩენიათ პროტესტის გრძნობა ჯობია გაჩუმდეთ ხალხს ნუ შეაჯავრებთ თავს და თქვენს გმირსაც სერიალიდან
22:11 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაკო
ნატაშკა ტოოო !!!
21:46 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფია
9 აპრილიდან მოყოლებული ,ყველაფერი მახსოვს, მაგრამ ამნეზია და ცჰავარდნები არ მაქვს მახსოვრობასჰი.. ამ ხალხს რა ცჰირს არ მესმის,, ალბატ კარგი სპეზიალისტი ცჰირდება
16:06 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკო
რუსთავი 2 გვერდით დგომა ეს ნაციონალების გვერდით დგომას ნიშნავს, აქ არაფერ შუაშია მედია, ჟურნალისტები და ასე შემდეგ, 9 წლის მანძილზე რუსთავი 2-ს არ გახსენებია ჟურნალისტები,ხალხი,გაჭირვება და ყველა ის პრობლემა რომლებითაც დღეს ჟონგლიორობენ,ბუტაფორიულ საქმიანობას ეწეოდნენ და დღესაც იმავეს აგრძელებენ, ხოდა ჩემო კარგებო ვისაც ასეთი ბუტაფორიულობა გხიბლავთ არ გამოაკლდეთ რუსთავი 2-ის მიერ დადგმულ ცირკს.
15:28 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ეს ხალხი თავისი უტიფარი კომენტარებით მაოცებს პირდაპირ...სულ დაკარგეთ ადამიანებო საღი აზროვნება? მიიხედ-მიმოიხედეთ ირგვლივ რა ხდება, ნუთუ ვერაფერს ამჩნევთ????!!! რა მნიშვნელობა აქვს ვინ, რომელ პარტიავს ვუჯერთ ან ვიჯერდით მხარს?!, რეალობა ისა რომ დგეს თავზე გემხობათ ქვეყანა! როგორი ბრმა უნდა იყო, ან არაადეკვატური, რომ დგევანდელ სიტვაციას ვერ ამჩნევდე ქვეყანაში?!... გადახედეთ სტატისტიკას რამდენი პროცენტით იმატა : კურდობამ, ყაჩაღობამ, მკვლელობამ, ნარკომანიამ, გაუპატიურებამ, ძალადობამ.... ვიგაცა გამოხტება და იტყვის ეგ რა ადრე არ იყოვო? იყო ბატონო იყო, მაგრამ ასეტი სიჭარბით არა! შიმშილზე, უწყლობაზე, უშუქობაზე, გაძვირებულ ტარიფებზე, მოტყუებულ ხალხზე აღარაფერს აგარ ვამბობ ნუ რაღ დავწერო, როცა ადამიანს არ სურს არაფრის დანახვა და გაგება, იმიტომ რომ თუნდაც თავის პრინციპებს არ უღალატოს, ტყვილად წყლის ნაყვაა ყოველივე. უბრალოდ ერთს ვიტყვი! ქართველებს ოდითგანვე მოგვდევს სულში და გონებაში მოღალატეობა, ბოღმა, შური ოღონდ საკუთარი ტყავი გადავირჩინოთ და მტერს შევეკრებით, ჩვენს ძმათა, მამებთა, შვილებთა, მშობლებთა მკვლელებს... აი ეს ხარ შენ ქართველო! მიმიფურთხებია ყველა ასეთი ქართველისთვის გინდ ჩემი იყოს და გინდ სხვისი!! პ.ს თუ რმელიმე თქვენგანი გამოვა და აქ არგუმენტს დამიწერს თუნდაც სამს მიზეზს რატომ უნდა მომწონდეს ეს მთავრობა ბოდიშს მოვიხდი მის წინაშე!
15:26 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ტამტა
ამდენი დემოკრატიის შუქურა სად იყო ( 9 წლის განმავლობაში? ციხის , კასრების კადრების გამოც ცოტა რო აღშფოტებულიკავიტ ვერა?
20:01 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
emre
არავინ არ დაგიდგებათ გვერდში, ყველა ფეხებზე დაგიკიდებთ და არავინ არ გამოვა გარეთ თქვენს გამო, იცით რატომ? თავის დროზე არავის გვერდით არ მდგარხართ, თქვენც იმ ტელევიზიის ნაწილი ხართ, როცა 26 მაისს და 7 ნოემბერს ხალხს კლავდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ, მაშინ თქვენი ტელევიზია ფილმებს აჩვენებდა. ხოდა ეხლა ვისგან რას ითხოვთ ეგ მაინტერესებს?
17:49 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ეკა, თქვენ გახსოვთ ის, რაც უნდა ,,გახსოვდეთ", რას იზამთ, ძნელია ალბათ იმის წარმოდგენაც, რომ თქვენ სერიალის გარეშე არ დარჩეთ, თუკი ასეთ სტატუსს არ დაწერთ. თავმოყვარეობა არ გაქვთ? დადექით მათ გვერდით, მაგრამ ასე სოციალური ქსელით ნუ გამოაჭენებთ თქვენს დემოკრატიულ აზრებს, ახალგაზრდა ხართ და მომავალი წინ გაქვთ.
17:12 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ბლა ბლა ბლააა
თქვენ აქ აყეფებული ხალხი ის ხალხი არ ხართ ვინც პატრიოტი პირველი პრეზიდენტი გააძევეთ საქართველოდან და ხელში დაუჩოქეთ და ხელში ჩაუგდეთ ქყვეყანა კრიმინალურ მთავრობას? რა ხალხიც ხართ ის მთავრობაც გყავთ და კარგად გაუფრთხილდით, რუსთავი2 დანაც ვეღარ გაიგებთ რა ხდება თქვენ თავს....და სანამ ისევ ჩაბნელწბულ უბანში ერთ მეზობლის აკუმულატორზე აბჟუტურებულ ოთახში , მანქანის ტელევიზორში იზაურას ყურებას არ დაიწყებთ და გარეთ ავტომატწბი არ აკაკანდება
17:04 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სერიალი რუსთავი 2-ზე გადის, შესაბამისად უნდა იყოს ნაციონალების რიგითი პროპაგანდისტი. სამარცხვინოა ამათ უნიჭო სერიალს რომ მავანი აფანატებს.
15:17 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS