21 ოქტომბერი, 2015
თინა მახარაძის სკანდალური შეხვედრა გურანდა გაბუნიასთან : „მე და დიმუ ერთმანეთს ვკოცნიდით“
მთელ ხმაზე ლანძღავდა ჩემს შეყვარებულს პირსინგებისა და სეპტუმის გამო
მსახიობი თინა მახარაძე „რუსთავი 2“-ში მიმდინარე მოვლენებს სტატუსით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ამ ისტორიის დაწერას აბსოლუტრად სხვა პათოსით ვაპირებდი, მაგრამ ეს ის დროა, რომლიც სტილისტურად გამართული ლიტერატურისა და სენტიმენტების არ არის.

დღეს, ლანა ღოღობერიძის საღამოზე (რომელიც ისე ჰგავს ბებიაჩემს და ისე მომწონს),სადაც უკრავდა მანანა მენაბდე (რომელიც ისე ჰგავს არავის და ისე მიყვარს), იჯდა ყ...ქალა გურანდა გაბუნია, რომელიც, მახსოვს, გადაღებას აჩერებდა ხოლმე იმპერატიული განაცხადით: "პრავიწელსტვა ზვანიტ" და
ეკა ბესელიას ეჭორავებოდა გაგანია სეტზე, და იჯდა ყ... ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც იმიტომ კი არ არის ყლე, რომ დაბერდა და გამოყ...ვდა, არამედ იმიტომ,რომ თხემით ტერფამდე ყ... იყო ყოველთვის და წინა სასიკვდილო აგონიაში მით უფრო-სულით ხორცამდე ყ...დ იქცა, რომელიც, თავის მხრივ, მთელ ხმაზე ლანძღავდა ჩემს შეყვარებულს პირსინგებისა და სეპტუმის გამო და დაჟინებით სთხოვდა-კაცობა უკვე დაკარგე და ბარემ პომადაც წაისვიო, და, ამასთან, გვერდით მჯდომ მაია ფანჯიკიძეს ჩემზე ეძალავებოდა-გინდა თუ არა, შენ გეცოდინება, ეს ხომ ის გოგოა, გოგოები რომ მოსწონსო (ამ დროს მე და დიმუ ვიღიმოდით, ერთმანეთს ვკოცნიდით და ვუსმენდით პასტერნაკს, ბროდსკის, ვერლენს, ედგარ პოსა და ანა კალანდაძეს).

თავისთავად ეს ამბავი,თავისი მოქმედი პირებით, ამაზრზენია და შესაბრალისი, მაგრამ ეს ის დროა, როცა შემწყნარებლობის, დათმინებისა და კომპრომისების დრო არ არის.

ეს ის დროა,როცა თქვენი კეთილი ნება ,თქვენი ცხოვრება,თქვენი მომავალი უნდა მართონ ჯანსუღებმა, გურანდებმა, ბესელიებმა, ხალვაშებმა და წმინდა წყლის ყ...ებმა.

და ეს არ უნდა გინდოდეთ!

და თუ ეს არ გინდათ, გამოდით ხვალ „რუსთავი 2“-ის დასაცავად.

აქ „რუსთავი 2“- ზე კი არა,თქვენს პირად არჩევანზე,პირად სივრცეზე,თქვენს პირად ეპოქაზეა ლაპარაკი.

მომიტევეთ ჰეროიკული განწყობა, გაუმართავი ტექსი, მომიტევეთ 25 წელი და ახალგაზრდული გამწარება (რაც იმ ნიშნავს,რომ თუ დავბერდები, არ გამოვყლევდები), მომიტევთ თავისუფლება, როგორც წესი, როგორც არჩევანი, იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა წესი გარდა კეთილი ნებისა და გარდა თავისუფლებისა-ჩვენი და სხვისი“.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 78 /
მაია
გოიმი გოიმი გოიმი....
11:21 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
რა დედამ გშობა???სად გაიზარდე????
11:07 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
vip
ეს გოგო უპატრონო,უზრდელი ავანტიურისტი რასაც სხვას უწოდებს ტვიტონყ..ქალააა.ეტყობა აკლია ის რასაც სხვას უწოდა,იმდენი ექნება გასინჯული ტო..უკვე არც არავის უნდა.როგორ სჰეიზლება ასაკოვანი ქალბატონის ასე სჰეურაცხობა?ნეტა არავინ ჰყავს ამ გოგოს ვინმემ გააცუმოს.
10:06 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
რატომ გონიათ რომ რაც უფრო უწმაწური სიტყვებით ილაპარაკებენ უფრო კარგად გადმოსცემენ აზრს??? .. შეიძლება ახალგაზრდა ქალი ასეთი წაბილწული ენით ესაუბროს ხალხს და თან რაღაცისკენ მოუწოდებდეს?? ამაზზრზენია და მიუღებელია საზოგადოებისთვის . თავისუფლება არ ნიშნავს ზრდილობის დაკარგვას. ხალხმა არც კი იცის რა არის თავისუფლება, სამწუხაროდ.
09:31 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ერი
ფუიიი შენს ქალობას და შენს ქართველობას.
08:09 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
v
როგორ შეიძლება ჯანსუღის და გურანდას შეფასებასი არ დაეთანხმო. გეთანხმები თინა და ცოტა თავი მოგვანატრე, თორემ გურანდობა გემუქრება...
08:00 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სირცხვილი
მკურნალობა გჭირდება...
00:31 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ძალიან უზრდელი გოგო ხარ,ეს არაა თავისუფლება ეს არის წმინდა წყლის უზრდელობა.ბოლოს დს ბოლოს მათ ასაკს ეცი პატივი.მე მგონი ცოტა ვერა ხარ კარგად!
23:28 / 21-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS