21 ოქტომბერი, 2015
თინა მახარაძის სკანდალური შეხვედრა გურანდა გაბუნიასთან : „მე და დიმუ ერთმანეთს ვკოცნიდით“
მთელ ხმაზე ლანძღავდა ჩემს შეყვარებულს პირსინგებისა და სეპტუმის გამო
მსახიობი თინა მახარაძე „რუსთავი 2“-ში მიმდინარე მოვლენებს სტატუსით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ამ ისტორიის დაწერას აბსოლუტრად სხვა პათოსით ვაპირებდი, მაგრამ ეს ის დროა, რომლიც სტილისტურად გამართული ლიტერატურისა და სენტიმენტების არ არის.

დღეს, ლანა ღოღობერიძის საღამოზე (რომელიც ისე ჰგავს ბებიაჩემს და ისე მომწონს),სადაც უკრავდა მანანა მენაბდე (რომელიც ისე ჰგავს არავის და ისე მიყვარს), იჯდა ყ...ქალა გურანდა გაბუნია, რომელიც, მახსოვს, გადაღებას აჩერებდა ხოლმე იმპერატიული განაცხადით: "პრავიწელსტვა ზვანიტ" და
ეკა ბესელიას ეჭორავებოდა გაგანია სეტზე, და იჯდა ყ... ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც იმიტომ კი არ არის ყლე, რომ დაბერდა და გამოყ...ვდა, არამედ იმიტომ,რომ თხემით ტერფამდე ყ... იყო ყოველთვის და წინა სასიკვდილო აგონიაში მით უფრო-სულით ხორცამდე ყ...დ იქცა, რომელიც, თავის მხრივ, მთელ ხმაზე ლანძღავდა ჩემს შეყვარებულს პირსინგებისა და სეპტუმის გამო და დაჟინებით სთხოვდა-კაცობა უკვე დაკარგე და ბარემ პომადაც წაისვიო, და, ამასთან, გვერდით მჯდომ მაია ფანჯიკიძეს ჩემზე ეძალავებოდა-გინდა თუ არა, შენ გეცოდინება, ეს ხომ ის გოგოა, გოგოები რომ მოსწონსო (ამ დროს მე და დიმუ ვიღიმოდით, ერთმანეთს ვკოცნიდით და ვუსმენდით პასტერნაკს, ბროდსკის, ვერლენს, ედგარ პოსა და ანა კალანდაძეს).

თავისთავად ეს ამბავი,თავისი მოქმედი პირებით, ამაზრზენია და შესაბრალისი, მაგრამ ეს ის დროა, როცა შემწყნარებლობის, დათმინებისა და კომპრომისების დრო არ არის.

ეს ის დროა,როცა თქვენი კეთილი ნება ,თქვენი ცხოვრება,თქვენი მომავალი უნდა მართონ ჯანსუღებმა, გურანდებმა, ბესელიებმა, ხალვაშებმა და წმინდა წყლის ყ...ებმა.

და ეს არ უნდა გინდოდეთ!

და თუ ეს არ გინდათ, გამოდით ხვალ „რუსთავი 2“-ის დასაცავად.

აქ „რუსთავი 2“- ზე კი არა,თქვენს პირად არჩევანზე,პირად სივრცეზე,თქვენს პირად ეპოქაზეა ლაპარაკი.

მომიტევეთ ჰეროიკული განწყობა, გაუმართავი ტექსი, მომიტევეთ 25 წელი და ახალგაზრდული გამწარება (რაც იმ ნიშნავს,რომ თუ დავბერდები, არ გამოვყლევდები), მომიტევთ თავისუფლება, როგორც წესი, როგორც არჩევანი, იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა წესი გარდა კეთილი ნებისა და გარდა თავისუფლებისა-ჩვენი და სხვისი“.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 78 /
გიო
ვაფსებ სითამამეს. არჩევანი ყ.ეურიაქვს. სითამამე არ ნიშნავს სიმართლეს!
11:50 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
კაკა
იქნებ გურანდა გაბუნიამ და ჯანსუღა ჩარკვიანმა წაიკითხონ ამ ახალგაზრდის ეს მონოლოგი და დაფიქრდნენ, რატომ წერს ეს გოგონა ასეთ რამეს? სად ვეძებოთ ანუ სადაა ძაღლის თავი დამარხული. ბატონ ჯანსუღის მისამართით მეტ-ნაკლებად არ ვეთანხმები, მაგრამ გურანდა გაბუნიას მისამართით აბსოლიტურად ზუსტ აქცენტებს აკეთებს. მგონი გურანდამ საბოლოოდ დაუსტვინა, განსაკუთრებით 81 წლის ქმრის გარდაცვალების შემდეგ (ღმერთმა აცხონოს ბატ. ოტარი, მაგრა, ყველას ეცოცხლოს მის ხანობამდე).
10:38 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
////
თავისუფლებას ამოფარებული,დაუკმაყოფილებელი და თვითდაჯერებული იდიოტი.
10:11 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
////
თავისუფლებას ამოფარებული,დაუკმაყოფილებელი და თვითდაჯერებული იდიოტი.
10:08 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
რრრრრრრ
თინა ერთი საათით მომცა შენი თავი და ნამდვილად დაგაოკებდი განსხვავებით პირსინგიანებისგან!!!
10:07 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ანო
დედა ნახე, კიდევ დედა --- შვილი ისე გამონახე. ამ თავისი ლექსიკის სადარმა ქალმა არ წაიღო ტვინი. გაჩერდი დაოკდი, დაწყნარდი. ისე ძველი შეყვარებული პირსინგებისა და სეპტუმის არ ქონის გამო დათმე ??, რომელიც დედაშენს ძალიან მოსწონდა????
08:32 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლოოლ
გარგი გამოსვლა იყო მომეწონა ))))))
02:33 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
კახა
მაგარი ხარ შენი 25 წელი მათ 85, ზოგის 41 ერთად სჯობს
23:01 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სვანი
მაგარი ხარ პატარავ, შენი 25 მათ 41 და 85 უჯოკრავს
22:57 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მროველი
არ გინდათ თინას თავისუფლების ხარისხის თუნდაც 30% მაინც გქონდეთ??? იქნებ მერე მაინც ეშველოს ამ ყელამდე ნეხვში ჩაფლულ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში გშურთ ამ პატარა გოგოს ამხელა სითამამე.
22:34 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS