21 ოქტომბერი, 2015
თინა მახარაძის სკანდალური შეხვედრა გურანდა გაბუნიასთან : „მე და დიმუ ერთმანეთს ვკოცნიდით“
მთელ ხმაზე ლანძღავდა ჩემს შეყვარებულს პირსინგებისა და სეპტუმის გამო
მსახიობი თინა მახარაძე „რუსთავი 2“-ში მიმდინარე მოვლენებს სტატუსით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ამ ისტორიის დაწერას აბსოლუტრად სხვა პათოსით ვაპირებდი, მაგრამ ეს ის დროა, რომლიც სტილისტურად გამართული ლიტერატურისა და სენტიმენტების არ არის.

დღეს, ლანა ღოღობერიძის საღამოზე (რომელიც ისე ჰგავს ბებიაჩემს და ისე მომწონს),სადაც უკრავდა მანანა მენაბდე (რომელიც ისე ჰგავს არავის და ისე მიყვარს), იჯდა ყ...ქალა გურანდა გაბუნია, რომელიც, მახსოვს, გადაღებას აჩერებდა ხოლმე იმპერატიული განაცხადით: "პრავიწელსტვა ზვანიტ" და
ეკა ბესელიას ეჭორავებოდა გაგანია სეტზე, და იჯდა ყ... ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც იმიტომ კი არ არის ყლე, რომ დაბერდა და გამოყ...ვდა, არამედ იმიტომ,რომ თხემით ტერფამდე ყ... იყო ყოველთვის და წინა სასიკვდილო აგონიაში მით უფრო-სულით ხორცამდე ყ...დ იქცა, რომელიც, თავის მხრივ, მთელ ხმაზე ლანძღავდა ჩემს შეყვარებულს პირსინგებისა და სეპტუმის გამო და დაჟინებით სთხოვდა-კაცობა უკვე დაკარგე და ბარემ პომადაც წაისვიო, და, ამასთან, გვერდით მჯდომ მაია ფანჯიკიძეს ჩემზე ეძალავებოდა-გინდა თუ არა, შენ გეცოდინება, ეს ხომ ის გოგოა, გოგოები რომ მოსწონსო (ამ დროს მე და დიმუ ვიღიმოდით, ერთმანეთს ვკოცნიდით და ვუსმენდით პასტერნაკს, ბროდსკის, ვერლენს, ედგარ პოსა და ანა კალანდაძეს).

თავისთავად ეს ამბავი,თავისი მოქმედი პირებით, ამაზრზენია და შესაბრალისი, მაგრამ ეს ის დროა, როცა შემწყნარებლობის, დათმინებისა და კომპრომისების დრო არ არის.

ეს ის დროა,როცა თქვენი კეთილი ნება ,თქვენი ცხოვრება,თქვენი მომავალი უნდა მართონ ჯანსუღებმა, გურანდებმა, ბესელიებმა, ხალვაშებმა და წმინდა წყლის ყ...ებმა.

და ეს არ უნდა გინდოდეთ!

და თუ ეს არ გინდათ, გამოდით ხვალ „რუსთავი 2“-ის დასაცავად.

აქ „რუსთავი 2“- ზე კი არა,თქვენს პირად არჩევანზე,პირად სივრცეზე,თქვენს პირად ეპოქაზეა ლაპარაკი.

მომიტევეთ ჰეროიკული განწყობა, გაუმართავი ტექსი, მომიტევეთ 25 წელი და ახალგაზრდული გამწარება (რაც იმ ნიშნავს,რომ თუ დავბერდები, არ გამოვყლევდები), მომიტევთ თავისუფლება, როგორც წესი, როგორც არჩევანი, იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა წესი გარდა კეთილი ნებისა და გარდა თავისუფლებისა-ჩვენი და სხვისი“.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 78 /
ვაი ჩვენს დღეს
თინიკო, მე ვიცნობ შენს ახლობლებს მამის მხრიდან, ვიცნობდი ცხონებულ მამაშენს. შენი ბებია, რომლის სახელიც გქვია, საბავშვო პოეტი იყო. მისი ლექსი დედა ენაში იყო შეტანილი და დღესაც ზეპირად ვიცი. ასეთ გარემოში გაზრდილმა, იქ მიღებული განათლება, კულტურა სულ დაივიწყე და მაგ სამ ასოიანი სიტყვის გარდა ვერაფერი შემატე შენს ტვინს. რა სატანა გიზის სხეულში, რის დამტკიცებს ცდილობ? ვიცი უპასუხოდ არ დამტოვებ. შეიძლება წავიკითხო, მაგრამ არ გიპასუხებ, არ მოგანიჭებ მაგ ბედნიერებას.შენ ხომ მაგ სამ ასოიანი სიტყვის ხმამაღალი ყვირილით გვიმტკიცებ უპირატესობას. შენი ნიჭის პატრონი სულ სხვანაირი შეიძლებოდა ყოფილიყავი, ოჯახის და ქვეყნის საამაყო შვილი.
18:48 / 29-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მოკლედ დღეს სიტყვა ყ==ს თუ არ წერ ვეარფერი მამულიშვილ სვეწკ განათებული ხარ.ეს თინა თითქოს უნიჭო არ არის მაგრამ ძაან დაკომპლესებულია ასე მგონია მის ოჯახში ფალოსის ძახილი ძაან მიღებული იყო თინას ენაზე რომ ვსთქვათ ხოდში :D და ამის დაძახილზე გავვარდე რუსთავი 2 ის დასაცაად? მაია ასათიანმა რომ აპიარა ეს და მისთანები,მანამდე არაფერი გეტკონოთ
17:34 / 29-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მართალი
რა სულ ეს (ყ..ე) გახსოვს რა გჭირს
16:26 / 29-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
"ჩემი ცოლის დაქალებ"-ის ყურება მიჭირს ამ მახინჯი და ამაზრზენი გოგოს გამო. თავისუფალი არა, უზრდელი და თავხედია
12:38 / 29-10-2015
გამოხმაურება / 0 /
maia
არ ღირს ეს აღვირახსნილი ერთუჯრედიანი ამდენ ყურადღებად....
08:54 / 29-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მოხევსკი
"ხალხნო და ჯამაათნო სმენა იყოს და გაგონება"-ერთმანეთის ლანძღვას თავი დაანებეთ და იყუჩეთ... ზოგჯერ მთის წეს-ჩვეულებებიც წაიკითხეთ და იმედია ნამუსი გაიღვიძებს...გაანათლება მარტო წიგნების კითხვა რომ იყოს თინა დამასწრებდაააააა?????
06:34 / 29-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მოხევსკი
"ხალხნო და ჯამაათნო სმენა იყოს და გაგონება"-ერთმანეთის ლანძღვას თავი დაანებეთ და იყუჩეთ... ზოგჯერ მთის წეს-ჩვეულებებიც წაიკითხეთ და იმედია ნამუსი გაიღვიძებს...გაანათლება მარტო წიგნების კითხვა რომ იყოს თინა დამასწრებდაააააა?????
06:28 / 29-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
დაახლოებით 30 წლის უკან მარჯანიშვილის მოედანთან უცებ თავბრუ დამეხვა, თავი ვერ შევიკავე და ტროტუარზე ჩავიკეცე,ეს მოშორებით მოსიარულე ქბ გურანდას დაუნახავს, უშველეთ,უშველეთო კივილით გამოიქცა ჩემსკენ, ხალხი მისწი-მოსწია, მომეფერა, ყურში მიჩურჩულა ,ფეხმძიმედ ხომ არ ხარო, თავი რომ დავუქნიე, სასწრაფოდ ტაწსი გააჩერა, ფული გადაუხადა და სთხოვა სახლში მიიყვანეო, ვიუარე, მაგრამ არ მომისმინა, მადლობა კი არ მათქმევინა, მიმიხურა ტაქსის კარი და წავიდა!
01:00 / 29-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
ისე ეს გურანდა გაბუნია მაგარი პატივმოყვარე და აგრესიული ქალი ჩანს, არასდროს მომწონდა
22:31 / 28-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
თინა გულწრფელად გეტყვი. რომ ამ სიბილწეების უკან ერთ კარგსა და განათლებულ გოგს ვხედავ, ოღონდ გაღიზიანებულსა და გაკელპებულს.ქართველებს გვაქვს ასეთი თვისება (ამბიციურობიდან გამომდინარე),ვიღაცაზე გაბრაზებული ან გავებუტებით ჩვენ ქვეყანას (გავრბივართ ქვეყნიდან ან ნაჭუჭში ვიკეტებით), ან გვემართება ის, რაც შენ დაგემართა-ვხდებით "სექტანტები"."სექტები" სხვადასვაგვარია. ჩემი აზრით შენ "თავისუფლებისა" თუ "უკომპლექსობის" სექტანტობანას თამაშობ, ამ დროს ერთი ჩვეულებრივი, სიმპათიური და ნიჭიერი გოგო ხარ. იყავი ის რაც ხარ და თუ რამეზე აზრის გამოთქმა გინდა მაინცდამაინც, თქვი აკადემიურად, შენ ეს შეგიძლია.
21:36 / 28-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS