20 ოქტომბერი, 2015
ნინი ნებიერიძე მილიონერ ქმართან ერთად თბილისში დაბრუნდა
გაოცების მიზეზი კი საზოგადოებას ნამდვილად ჰქონდა უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ მოდელ ნინი ნებიერიძის და თემულ უგულავას ქორწინება წლის ქორწინებაა. მსგავსი აჟიოტაჟი ბოლო წლებში არც ერთ წყვილს არ გამოუწვევია.

გაოცების მიზეზი კი საზოგადოებას ნამდვილად ჰქონდა. ბევრს ბიზნესმენსა და მოდელს შორის ასაკობრივი სხვაობა უკვირდა და ამბობდა, რომ 19 წლიანი ასაკობრივი სხვაობა რამდენიმე წელში მათი დაშორების მიზეზი გახდებოდა.

ზოგი ფიქრობდა, რომ მექალთანე უგულავა, მალე სხვა გოგოთი დაინტერესდებოდა და მის უთვალავ
რომანებს ითვლიდა.

ამ ყველაფერს კი ისიც დაერთო, რომ ბიზნესმენი ყოფილ მეუღლეს ბაია დავითაიას ოფიციალურად ეყრება და ბაია იმ პირობებით, რასაც თემურ უგულავა სთავაზობს, კმაყოფილი არაა.

ახალდაქორწინებულმა კრიტიკა იმის გამოც კი დაიმსახურეს, რომ თაფლობის თვე ნიუ-იორკში გაატარა. წყვილს არჩევანი დაუწუნეს და წერდნენ, რომ ნიუ-იორკი არარომანტიკული ქალაქია და თაფლობის თვის ამ ქალაქში გატარება, ცოტა უცნაურია.

თუმცა თავად წყვილი ამერიკაში თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა. ნინი სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ეროტიკულ ფოტოებს დებდა.

ესეც ბევრისთვის გაკვირვების საგანი გახდა, რადგან მისი მეუღლის, თემურ უგულავას ფოტო მანამდე სოციალურ ქსელში არავის უნახავს. ბიზნესმენის მხოლოდ ახალგაზრდობის დროს გადაღებული რამდენიმე ფოტო იყო საზოგადოებისთვის ცნობილი.

წყვილი რამდენიმე დღის წინ თბილისში დაბრუნდა. როგორც ჩანს, ნინი მოდელობას კვლავ აქტიურად დაუბრუნდა. ''ფეისბუქზე'' ერთ-ერთ დიზაინერთან ერთად გადაღებული ფოტოები ატვირთა და როგორც ყოველთვის ამჯერადაც ბევრი მოწონება დაიმსახურა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
გიული-ს
ჩემო გიული კარგი ოჯახი გქონია და უკვე ბებიაც გამხდარხარ და ამ ახალგაზრდა გოგოზე რას იგრუზები შვილიშვილებიანი დამა ქალი???????უსურვე ახალგაზრდა გოგოს ბედნიერება.ფულიანს თუ ეძებდა და იპოვა მაგას რა ჯობია.გაიხარონ.
11:49 / 27-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფიკო
გიული ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს შენს ოჯახთან ასი წელი.ეცადე არ გაღიზიანდე იმათზე ვინც ფულზეა დახარბებული და ფულიან ქმარს თუკი იშოვის.ეს წყვილი ბედნიერია,მილიონერი ქმარი ფულს თუ დაახარჯავს შენი ან ჩემი რა მიდის,ან ვინმე რატომ უნდა გაწრიზიანდეს.ყოფილი ცოლი რომ გაღიზიანდეს არაა გასაკვირი და ჩვენ რატომ უნდა განვსაჯოთ..ნუ განსჯი და არ განისჯები.არ იცი მომავალში საკუთარი შვილი როგორ მოიქცევა.და კიდევ მილიონერი ქმრის ცოლობაც არაა ადვილი მისაღწევი ყველა ნინისნაირი აღნაგობის არ არის. ბევრ ლამაზსაც არ უმართლებს.ამ გოგოს გაუმართლა და ვუსურვოთ ბედნიერება
21:49 / 26-10-2015
გამოხმაურება / 0 /
გიულიი
სოფიკო-- მე ვერ მოვახერხე? ქმარიც მყავს , შვილები და შვილიშვილებიც, ტანაც სიყვარულით გავყევი და არც თუ ცუდად ვცხოვრობ. მე მაღიზიანებს ამ გოგოს ცარიელი თავი , მარტო ფულზე რომ არის დახამებული, მასე ეტენებოდა ბერასაც, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა.
14:26 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ჩემთვის ძალიან სიმპატიური წყვილია დაბედნიერებას ვუსურვებ...
19:39 / 21-10-2015
გამოხმაურება / 0 /
!!!!!
ძალიან ანტიპატიური წყვილია...... და თანაც რატომ ახარბებენ ხალხს თავიანთი პირადი ცხოვრებით, გაუგებარია... რაც უნდათ, ის უქნიათ!!!!
14:01 / 21-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფიკო
გიული ამ გოგოს და ამ კაცს ასე უხარია და შენ რას იფხრიწები და ნერვიულობ.ალბათ შენ რომ ვერ მოახერხე მაგათნაირად.აბა რა გენაღვლება შე ქალო ნინის თუ ფულები უყვარს და ფულიანთანაა..ნეტა მეც შემირთავდეს მილიონერი და სიხარულით გავყვები
12:51 / 21-10-2015
გამოხმაურება / 0 /
აუ
აუუუ რას სკფებიან შურიანი უქმროებიიიი...
09:16 / 21-10-2015
გამოხმაურება / 0 /
გიული
ვაი, მართლა ამათ პატრონს, ეს ხომ ყველაფერი Fალშია და დროებითი, აი რქებს რომ დაადგავს ამ ბებერ ქმარს მერეც წაიყვანოს და აგულავოს ნიუიორკში.ეს უვიცი და გაუნათლებელი გოგო მარტო მთელი ცხოვრება ფულზე როგორ უნდა ფიქრობდეს, მეტი მიზანი მაგას არა აქვს .
01:31 / 21-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS