''ეს ტიპი სოჰოში აღმოგვიცენდა ცხვირწინ, კაცმა არ იცის საიდან და გამოგვიცხადა, რომ ძალიან ლამაზები ვართ. ძალიან საკაიფოდ გამოვიყურებით, გვიხდება ქუდები და თვითონ პროფესიონალი ფოტოგრაფია.
მიმი კეთილშობილი და თავაზიანი გოგოა და დგას, უსმენს, ღიმილად იღვრება. მე ზუსტად მაგ მომენტში ვაგვიანებ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე და ჯერ არ ვიცი, რომ ამის
და რაკი ეს არ ვიცი, ვარ აუტანელ ხასიათზე, უსაძაგლესი და უბოროტესი. ამიტომ გაღიზიანებული ვეუბნები, რომ ძალიან კეთილი და ძალიან პატიოსანი ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც სასწრაფოდ უნდა გავიქცე, რადგან პროფესიონალი მსახიობი ვარ და არ მაქვს დრო-დასაკარგი.
ეს კაცი მეუბნება,რომ მე ვერ ვხვდები, ვის ველაპარაკები და დაჟინებით მოითხოვს ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას, რადგან უნდა რომ გადამიღოს. მე ვპასუხობ, რომ სულ ერთი კვირით ვარ ნიუ იორკში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში და სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერაფრით მოხერხდება ჩვენი კოლაბორაცია.
- ერთი წუთით დამიცადეო,მითხრა და გიჟივით შევარდა იქვე ტავერნაში. სანამ მე მიმის ვეჯაჯგურები და დორბლები მომდის ჯაჯღანით, რომ არ არის საჭირო ათასი ძაღლის და მამაძაღლის ლოდინი, გამორბის ეს კაცი უკან და ხელში გვაჩეჩებს ჭიქის დასადგმელ მუყაოს ფირფიტას, რომელზეც წერია სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.
- შენ ახლა ვერ ხვდები, მაგრამ „გოლდენ თიქეთი“ გიჭრავს ხელში და გამოიყენე - აუცილებლად დამიკავშირდიო, მიბრძანა.
მიმი ჭკვიანი გოგოა და ფეხზე დამიკიდა ჩემი დაღმეჭილი და გაბოროტებული სახით და ფოტო გადავიღოთო - ამ კაცმა რომ თქვა, სიამოვნებითო - გაუცინა.
ხოდა აღარ მახსოვდა და გუშინ ჩანთის დალაგებისას ვიპოვე ეს გოლდენ თიქეთი. დავგუგლე ზედ დაწერილი სახელი და გვარი დანიელ მოსს და კი - ბიონსეს პირადი ფოტოგრაფი გამოდგა.
ძალიან საინტერესოა ჩემი ცხოვრება. ნიუ-იორკში - კიდევ უფრო'', წერს თინა.
სალომე დადიანი