20 ოქტომბერი, 2015
ნინი ბადურაშვილის სპეციალური განცხადება - „ერთი კონცერტის გამო წყობილებიდან გამოსვლა ცოტა უხერხულია!“
კონცერტის სიის შემდგენელს სოციალურ ქსელში აგინა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყობილ კონცერტზე მხოლოდ რამდენიმე მომღერალმა მიიღო მონაწილეობა. ბევრი კონცეტის მიღმა დარჩა. ამჯერადაც გაიყო შოუბიზნესი.

მაიკო კაჭაკიშვილმა როდესაც გაიგო, რომ კონცერტში არ მონაწილეობდა, სიის შემდგენელს სოციალურ ქსელში აგინა. მოგვიანებით კი როდესაც გაიგო, რომ ორგანიზატორი გვანცა კილასონია იყო, მისგან მოითხოვა, აეხსნა, რატომ არ ჩასვა კონცერტში დანარჩენი მომღერლები. მაიკოსა და ძვალის თბილისზე ნამღერი რამდენიმე წლის წინ გაჰიტდა.

და ამიტომაც ჩათვალა, რომ ეს სიმღერა დღესაც აქტუალური იყო. რეპერმა ძვალმა კი სოციალურ
ქსელში შემდეგი სტატუსი დაწერა.

''ნარმანიამ არ იცის თბილისობა რა ხილიაო, ნათქვამია. ნუ აი კონცერტზე აღარ ვიტყვი არაფერს თავისი ორგანიზატორებიანად, მომღერლებიანად შუა ზღვაში უნდა გაიყვანო თავისივე სცენით და დაძირო."

თბილისობის კონცერტთან დაკავშირებით ატეხილ კამათს ნინი ბადურაშვილიც ეხმაურება. ნინის გარდა წელს კონცერტში მაკა ზამბახიძემ, ანრი ჯოხაძემ, თაკო გაჩეჩილაძემ და აჩიკო ნიჟარაძემ დასხვა მომღერლაბმა მიიღეს მონაწილეობა.

''საყვარელო კოლეგებო,მეგობრებო! ბევრი წელი მეც არ მიმღერია თბილისობის გალა კონცერტზე, მაგრამ არასოდეს არ მიმიყენებია შეურაცხყოფა იმ მომღერლებისთვის, ვინც იმ კონცერტებში მღეროდა! ერთი კონცერტის გამო წყობილებიდან გამოსვლა ცოტა უხერხულია! გისურვებთ წარმატებებს!''

''ბევრი მღერის კარგად მაგრამ ალბათ წელს ასეთი შემადგენლობა უნდოდათ. მომავალ წელს შეიძლება მე არ ვიყო ან სხვა. ეს ძალიან ბუნებრივია. უბრალოდ ამის გამო არ უნდა აწყენინო შენს კოლეგებს ვისთან ერთადაც წლებია სცენაზე დგახარ''., წერს ნინი. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
მაკო
ბებიაშენი ბიძინას ყურმოჭრილი მონაა და რატომ არ იმღერებდი? რაც შეეხება სხვა მომღერლებს რაც ნარმანიაა და ოცნება ისეთი კონცერტებსაც ატარებენ..... ცინიკოსებს ვერ ვიტან რა....
18:40 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
გიულიი
ნინი-- შენ რა გენაღვლება, ყველა მთავრობას ,,უგებ'', მოხეხებული გოგო ხარ. გრამატიკას მიაქციე ყურადღება , სირცხვილია უკვე შვილიანი ქალი ხარ.
21:01 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯიჯი
წყობილებიდან არა,წყობიდან,როგორ მეცოდები,ქართულის სწავლა დაიწყე ყველაფერს ჯობია.
13:43 / 21-10-2015
გამოხმაურება / 0 /
თბილისელი
ამდენი რომ ესმოდეს ჩემო ნინი, მაშინ "ძვალი" არ ერქმეოდა!
19:51 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
-
მაინც რომელ კონცერტზე არ გამღერეს, ნინი? სადაც შენ არ მღერი, იქ ბებიაშენი ლალი მღერის-ყველგან თქვენ ხართ-დაწყნარდი და მენტორობას შეეშვი. "წყობილებიდან" არა-"წყობიდან"
19:51 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ტონინიო
ესენი თუ მომღერლები არიან.არ ვიცი რაა! წნავიან და კნავიან1 სისულელეებს.მოცილდით რა საერთოდ-დაიკარგეთ11!!
18:56 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
ამ ნინის რავა ყველა ხელისუფლება ამღერებს, იმ ხელისუფლების მოყვარული თვითონ იყო, ამ ხელისუფლების მოყვარული ბებიამისია და გარიგებაშია ყველგან.
18:08 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
ნინი ერთი კონცერტი ხოო. აბა გადათვალე 1+1+1+1+1==== მთელი ცხოვრებაააააააააა უკვე
15:37 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ნინი მიყვარხარ!!!
14:56 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
kiki
ნინი მარტალი ხარ,ეს ტიპები ტო,მიცვეული იყვნენ ყობელტვის რომ ცვეტსჰი იყვნენ,ახლა აყაყანდნენ.ვაი სირტხვილო.მაია კაცკა...კი არ ვიცი რა განზომილებასჰია...
14:33 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS