19 ოქტომბერი, 2015
ეკა მიშველაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს: ''დააბრუნონ''...
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განმარტებამ, რომ დედამისი მდინარა გიორგიბიანი არ ითვლება მისი ოჯახის წევრად სოციალურ ქსელში დიდი ხმაური მოჰყვა.

ეკა მიშველაძეს კი სამსახურის დაბრუნების იმედი გაუჩნდა: ''მაგ ლოგიკით არც ქმარია ანუ ოჯახის წევრი და დააბრუნონ ჩემი გადაცემა ეთერში! ჰა, ჰა, ჰა, ჰა. ველოდები აბა, პარასკევამდე''.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ''პირველი არხიდან'' პოლიტიკური თოქ შოუდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც ის დემოკრატიული ალიანისის წევრ ალექსანდრე(ბუკა ) პეტრიაშვილს გაჰყვა ცოლად.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მიუმხრობელი
სააკაშვილმა რომ განაცხადა თავის დროზე - ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი ბიზნესში არ არის, ხოლო დედაჩემი ჩემი ოჯახის წევრი არ არისო,- მაშინ თუ გააპროტესტა ამ ქალბატონმა? (ისე, ერთი ცხვრისკენ, ერთიც მგლისკენო: პარლამენტის თავმჯდომარის ცოლი თუ შეიძლება, რომ მინისტრად დაიშნოს, ოპოზიციური პარტიის წევრის ცოლი რატომ არ შეიძლება გადაცემას უძღვებოდეს? - სად არის აქ ლოგიკა?! (არ შემახსენოთ ახლა საზმაუს წესდება!).
20:52 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ვახო
მიშველაძის კომენტარიდან გამოჩნდა მისი გაუნათლებლობა ( განათლების დეფიციტი მთელ ჟურნალისტთა კორპუსშია). გადაცემის წაყვანა განათლებულობას არ ნიშნავს. მითუმეტეს თოქ შოუს წამყვანმა ესეთი ელემენტარული რაღაცეები უნდა იცოდეს. მაგრამ მაგ კასტას ხომ იმის პრეტენზია აქვს , რომ ყველაფერი იცის. ისე ლია–მაც თუ ეგ იფიქრა მაგასაც იგივე პრობლემა ჰქონია.))
12:59 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
leng
ქალბატონმა ეკამ უნდა იცოდეს ალბათ რომ იურიდიულად დედა ოჯახის წევრი არ არის,ქმარი და შვილები ოჯახის წევრები არიან და უადგილო და სასაცილოა ( არაკომპეტენტურობასთან ერთად) ასეთი სტატუსის გამოქვეყნება,მაგრამ დღევანდელი "ჟურნალისტები"-სთვის ჟურნალისტობა კარიერაა და არა მოწოდება,ამიტომაა მათ მიერ წამოსული არაკომპეტენტურობის ნიაღვარმა რომ წალეკა ყველაფერი,რა თქმა უნდა არიან მეტ-ნაკლებად წესიერი ჟურნალისტები,მაგრამ მათი ხმა ისე ჩანს როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა
11:41 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
მაინც რა ჩერჩეტია ეს ქალი, ოჯახი იურიდიულად, პირველყოფლისა, ქალის და კაცის კავშირია ანუ ცოლ-ქმრობაა. რაც შეეხება დედას ის შეიძლება იყოს ოჯახის წევრი თუ შენს ოჯახში ცხოვრობს და შეიძლება არა- თუ ცალკე ცხოვრობს. ქმარი კი, დედისგან განსახვავებით ცალკე ოჯახად ვერანაირად ვერ იცხოვრებს თუ ცოლს არ გაშორდება.
09:52 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
ეგ მეც ვიფიქრე)))
17:16 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS