19 ოქტომბერი, 2015
„ლელა სვეტსკი კატო იყო, ეს პირიქით“ - როგორ შეხვდა მაყურებელი ''ჩემი ცოლის დაქალებში'' დაბრუნებულ ნინოს
ლელას აქვს უკეთესი ვიზუალი? - ასე ვერ ითამაშებდა ლელა ვერასდროს მაყურებელი მოუთმენლად ელოდა ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნებას. ნაწილის აზრით, ნინო ბევრად უფრო კარგად გაართმევდა როლს თავს, ვიდრე ამას ლელა მებურიშვილი აკეთებდა.

სოციალურ ქსელში ლელას და ნინოს მხარდამჭერებს შორის ''ჩემი ცოლის დაქალების'' ''ფეისბუქის“ გვერდზე სერიოზული ომი გაიმართა:

''აუ ეს სულ სხვაა. იმას უფრო უხდებოდა. ლელა სვეტსკი კატო იყო, ეს პირიქით. უკეთესი ვიზუალიც აქვს ლელას.''

''ლელას აქვს უკეთესი ვიზუალი? ასე ვერ ითამაშებდა ლელა ვერასდროს''.

''ძალიან კარგად
ითამაშებდა... მეც შევეჩვიე ლელას''.

''ნინო ძაან გამხდარი და გაჩეჩილია, ნერვოზიან ქალს გავს. ცოტა დააწყნარონ''. 

''ლელას ნათესავები ხართ?“

''ნინო ყველაზე ბუნებრივად მორგებულია. გამიხარდა, რომ დააბრუნეთ, ამოვისუნთქე''.

''რა სასაცილოა უბრალოდ ლელას ვიზუალის შედარება ნინოსთან, გარეგნობა კი არა თამაში წყვეტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში კველაფერს, რა თქმა უნდა, შედარება არც შეიძლება ნინოს კატოსი ლელას კატოსთან, იმიტომ რომ ლელა ვერ ირგებდა ამ როლს''.

''თავიდან ლელეაზეც მასე ვამბობდით, ნინოს ვიყავით მიჩვეულები ეხლა პირიქითაა, ნუ გეშინიათ შევეჩვევით. მე ნინო ძალიან მომწონს“.

''ნინო ძაან ხელოვნურია და თქვენი აზრის სხვაზე მოხვევა ნუ გიყვართ''.

''ხელოვნური იყო ლელა, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ თამაშობდა და დავამთავროთ ამაზე საუბარი. ნინო არის ძალიან ორგანული.

''ნინოს ნათესავი ხარ შენ ეტყობა, ლოგიკურად მოაზროვნე მაგას არ იტყოდა''

მოკლედ კამათი გრძელდება, თუ რომელი კატო იყო უკეთესი. თავად ნინო გაჩეჩილაძე კი ამბობდა, რომ იმდენად ცუდად იქცევა მისი პერსონაჟი ორსულობისას, შეუძლებელია, რომელიმე ქმარს მოეწონოს.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ციცო
ჩაცმით ვიცი რომ თვითონ ეგენი აცმევენ, მხატვარი რასაც იტყვის იმას
23:32 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
თეატრშიც მყავს ნანახი ლელა და ძალიან უფერულია და საერთოდ სადაა აქვს როლები რო, მემგონი რაღაც 2 თუ 3 სპექტაკლშია დაკავებული. ნიჭიერი მსახიობი ამდენი ხნის განმავლობაში უფრო მეტად უნდა იყოს დაკავებული, რეჟისორები ერთმანეთს უნდა ეცილებოდნენ მსახიობის აყვანაში. და საერთოდ ნუ შეგვჭამეთ რა ამ ლელათი, მთელ სამეგობროს და სანათესაოს მეტი საქმე არა გაქვთ? თუ საგანელიძეებს უძვრებით.
23:16 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება ძალიან გამეხარდა. თავიდან არც უნდა შეეცვალათ.
22:48 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
კოტე თოლორდავა და ნინო უხდებოდნენ ერთმანეთს ძალიან :( ვეთანხმები ზოგიერთის აზრს, რომ ისე კარგად ვეღარ ჩაჯდა, თუმცა ნინოსთვის ნაცნობი როლია და წესით უნდა აეწყოს რამდენიმე სერიაში
22:14 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
კა ცუდი მსახიობი სხვადასხვა როლებით განისაზგვრება და არა ერთი კონკრეტული დაბალი არც თუ ისე მაღალი დონის სერიალით. იარეთ თეატრში და ნახეთ ვინ არის კარგი მსახიობი ვინ უფრო დაკავებული და ძალიან მარტივად მიხვდებით როგორი ნიჭიერია ლელა მებურიშვილი...... და რაც მთავარია დადებით აურა აქვს.
21:27 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ვასო
ნინო მაგარი მსახიობია და მაგარი გოგოც, სულ ფეხზე გვკიდია ლელას ლაწირაკი ფანები რეებს დაწერენ. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.
20:38 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ვიოლა
ნინოს დაბრუნებას მთელი საქართველო ელოდა , ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ ხალასს ნიჭს ყველა ხედავს, ხოლო ,,ნაიგრიშებსაც'' ყველა, რა შუაშია ლამაზი კაბები მსახიობის ნიჭთან, თქვენ ვერა ხართ?, ვინ არის სვეცკი ლელას კატო? ნუ გამაცინებთ რაა, კარგით გეყოფათ , ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, თეთრის შავთან შედარებას არა აქვს აზრი. ნინო მთელ საქრთველოს უყვარს და მისი შესრულებული კატოც. ეხლა რაც გინდათ ის წერეთ და იკითხეთ, ამას უკვე აზრი არა აქვს , ჩვენ ჩვენი კატო დავიბრუნეთ, ეს არის მთავარი.
20:35 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
ხალხო თქვენ სვეცკი ადამიანი მარტო კაი ჩამცმელი გგონიათ? რა სასაცილოები ხართ, როგორ შეიძლება კატოსნაირი პერსონაჯი სვეცკი იყოს. არ გეწყინოთ და ვინც ამას წერს ნამდვილი უვიცია.
20:26 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
აი მაგეებს ვინც წერს ნინოზე, მართლა უვიცი და გაუნათლებლები არიან, მიცეს გოგოს როლი , რეჯისორმა უთხრა როგორ უნდა ეთამაშა და მსახიობმაც შეასრულა, ტექსტი ამან უნდა შეცვალოს თუ ხასიათი? ეს გოგო არის უნიჭიერესი და ვერავინ ამ როლზე ვერ შეცვლის და იმიტომაც ვერ შეცვალა. ეს ზოგიერთი უვიცი კი აზრზე არ არის რითი დაეხმაროს და ასიამოვნოს გაშვებულ მსახიობს და ათას მარაზმს წერს.
20:21 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
თეონა.
ძალიან მეცინება ლელაზე რომ სვეცკის ამბობენ , ამერიკიდან ჩამოტანილი ძვირიანი ტანსაცმელით თუ განისაზღვრება სვეცკობა არ ვიცოდი, და პერსონაჟს თუ ლამაზი კაბებით აფასებდნენ , ესეც ახალი ამბავი გავიგე, ესენი არიან სკოლის ბავშვები ვინც ამას წერს , რომლებსაც არაფერი გაეგებად მსახიობის ოსტატობის , თორე რა ,,სვეცკიც'' არის ლელა ნახავთ თუ გადაახვევთ და ნახავთ სერიალს,, შუა ქალაქში'' აი ეგ არის ნამდვილი ლელა თავისი ჩაცმულობით და ვარცხნილობით, ეხლა უბრალოდ დამფინანსებელი იშოვა და ისწავლა თმის გაკეთება და მაკიაჟი, ამაში რუსთავი 2 ს უნდა გადაუხადოს მადლობა.
20:14 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS