უნიკალური სტილი უკვე დერეფანში ჩანს, სადაც ბევრი ორიგინალური დეტალია, დეკორატიული პანელები, სტუდიოს ტიპის მისაღები, სადაც სასადილო, სასტუმრო ოთახები და სამზარეულო გაერთიანებულია. ავეჯიც და დეკორის ნივთებიც ექსკლუზიურია, მაგალითად, იტალიური სამზარეულოს გარნიტური, ასევე იტალიური ბარის სკამები და განათება.
კედლებზეც ექსკლუზიური ნივთები კიდია. მაგალითად, პარიზში შეძენილი
საძინებელიც ორიგინალურია – ჯერ გარდერობის ოთახში აღმოჩნდებით, და მხოლოდ შემდეგ საძილე ზონაში. ესეც დიზაინერის იდეაა, რომელსაც ქეთაც დაეთანხმა.
დანარჩენი ფოტოებში შეგიძლიათ იხილოთ.
აღსანიშნავია, რომ ეს სახლი ქეთამ ჯერ კიდევ დაოჯახებამდე შეიძინა და 2012 წლიდან ცხოვრობდა იქ. სავარაუდოდ, ახლაც დროის დიდ ნაწილს აქ ატარებს. იხილეთ ფოტოები