16 ოქტომბერი, 2015
ნანუკა ჟორჟოლიანის ექსკლუზიური კომენტარი - რა მოხდა ჟურნალისტსა და „იმედის“ თანამშრომელს შორის
დიდი ხანია კართან არ მელოდები ატუზული რამდენიმე საათის „იმედის“ ერთ-ერთი თანამშრომლის ლევან კირვალიძის სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ ''იმედის'' ერთ-ერთ პროდიუსერსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის ურთიერთობა დაიძაბა.  

''ამ წყალტუბოს ვინმემ უთხრას, რომ არ არსებობს მისალმების ფორმა მრავლობითში, ანუ''გამარჯობათ'', არ არსებობს ბუნებაში ეს გრამატიკულად'' - დაწერა ლევანმა.

ლევანს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხა:

''შენ შიგ ხომ არ გაქვს შე უზრდელო ბავშვო! დარბაზში ტაშისდამკვრელად რომ დადიოდი ჩემთან მაშინ წყალტუბო არ ვიყავი? შე ტუტუცო ლაწირაკო.
წყალტუბოში ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ და წარმომავლობით ადამიანის ხსენება გოიმობაა.

შენ ლაწირაკო, შენ. დიდი ხანია გზის ფულს არ გაძლევ, რომ ტელევიზიამდე მოგეღწია და აპლოდისმენტებისთვის გეყურებინა?''

''დიდი ხანია კარებთან არ მელოდები ატუზული? სად დაიჯერე, რომ ამის უფლება გაქვს. ან სად დაიჯერე, რომ მეტი ხარ ნებისმიერ წყალტუბოელზე''. - წერს ჟორჟოლიანი.

ნანუკას ასეთი მწვავე რეაქციის შემდეგ ლევანმა სტატუსი წაშალა.

სოციალურ ქსელში ასეთი მწვავე კომენტარების ნახვის შემდეგ ლევან კირვალიძეს დავუკავშირდით.

- ვიცით, რომ ნანუკა ჟორჟოლიანთან მუშაობდით. დღეს კი როგორც გაირკვა, თქვენს შორის ურთიერთობა დაიძაბა. რა მოხდა რეალურად?
- ვმუშაობდი ვერ ვიტყვი, ანუ სტუდენტობის დროს მხოლოდ დამსწრე აუდიტორიის განხრით ვეხმარებოდი, თუმცა ამას ენთუზიაზმით ვაკეთებდი. ანაზღაურების გარეშე. მე პოსტში არც ადრესატი მყოლია დაკონკრეტებული და არც თავად პოსტი ყოფილა ვინმესთვის შეურაცხმყოფელი.

- თუმცა სხვა დროსაც გვინახავს, რომ ნანუკას ნანულათი მოიხსენიებდი. თუ თქვენს შორის გაუგებრობა არ ყოფილა, რატომ მიიღო პოსტი საკუთარ თავზე, გაუგებარია. პირადად შეეცადეთ სიტუაციაში გარკვევა?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით ნამდვილად, რატომ მოხდა ასე. არც პირადად მიცდია რამეში გარკვევა იმ კომენტარების შემდეგ რაც ამ ქალბატონმა გააკეთა. რაც შეეხება კომენტარებს: ''ტელევიზიამდე მისასვლელი გზის ფულის'' და ''ტაშისკვრის'' შესახებ გავიმეორებ - არც ერთი თეთრი არ ამიღია არასოდეს და ამაში ისინიც დაეთანხმებიან ვინც ჩემთან ერთად დადიოდა მაშინ და არც ტაშისკვრა მითაკილია არასდროს.

ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ ნანუკა ჟორჟოლიანს:

- ნანუკა, რატომ დაიძაბა თქვენს შორის ურთიერთობა?
- მერი კითხვას სვამ არასწორად, არაფერი არ დაძაბულა. დაწერა პოსტი, მიიღო პასუხი.

- ვიცით, რომ ადრეც მოგიძღვნათ სტატუსი. ერთხელ ნანულათი მოგიხსენიათ, თუმცა შეიძლება თქვას, რომ მაშინაც სხვა იგულისხმა.
- არ ვიცი მე ეგ პოსტი. რაც ვნახე მიიღო პასუხი. ლევან კირვალიძე პროდიუსერი არაა. დარბაზში ტაშის დაკვრას უზრუნველყოფს და შეასწორეთ ეს ინფორმაცია.

- თქვენი აზრით რატომ გაუჩნდა ასეთი დამოკიდებულება თქვენს მიმართ?
- ღადაობთ? რაში მაინტერესებს ვინმე კირვალიძის დამოკიდებულებები. ერთი ლაწირაკი ბავშვია. უბრალოდ დაამცირა ყველა წყალტუბოელი ამ მიმართით და მიიღო პასუხი.

მერი კობიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
ლულუ
ამ ბიჭს ისე მოუვიდა:ღორის ტილი ფეხზე დაივიო და ასე შემდეგ. თუმცა ეგ ჯერ ტილიც არ არის... ნანუკაზე არაა,უბრალოდ ეტყობა რომ ბაცანაა და უმადური
09:36 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
Ar dablokot!!!!!!!!!
Imereli xalxi zrdilobitaa tsnobili da arà egeti pirit,meorets gamarjobat Ar Aris stori mimartva.tsigns tu aigeb nanuka xelshi momavalshi agar mogitsevs nervebis moshla.sxvatashoris tskaltuboshi iseti xalxi tsxovrobs eget mimartvebs rom ar xmaroben da ikneb gestsavla matgan.
02:22 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მსქროლავი ტროლი
მიღებული არ ნიშნავს მართებულ ფორმას..... ისე, ყოველთვის მაინტერესებდნენ ეგ ტაშის დამკვრელები..... წმინდა ბიოლოგიური თვალსაზრისით. კარგს იზამდნენ, სხვა გადაცემების ხელისგულგადატყავებულთაც თუ გაგვაცნობდნენ.....
00:36 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
აკაკი
ენას განვითარებისა და ცვლილებების საკუთარი კანონები აქვს. ნორმას ენათმეცნიერები ადგენენ ენობრივი ფორმის ხმარების მიხედვით. მართალია, მისალმების ფორმა ზმნა არ არის, მაგრამ მას მრავლ. რიცხვის და შესაბამისად ზრდილობის გამოსახატავად თ დაერთვის, რაც დამკვიდრდა უკვე მეტყველებაში და ახლა ხელოვნურად ცდილობენ ამ თ-ს მოშორებას და ახალი ნორმის დამკვიდრებას, რაც გაუმართლებელია და ენაზე და მეტყველებაზე ძალადობად მიმაჩნია.
00:18 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ვატო
ლევანა რა შენ და რა ბერიძის მექოლგე, შეგრცხვეს მაინც. "პროდიუსერი" ლოლ
23:32 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ანკა
ოეე კირვალიძე როდის აქეთ გახდა პროდიუსერი მოიძიეთ მასზე კარგად ინფორმაცია, ის პროდიუსერი არასდროს ყოფილა, ერთი მშიშარა, "მოპადლიზო" ელემენტი იყო, გადაცემებში ე.წ. ტაშის კვრას ორგანიზატორობდა როგორ მახსოვს, ჟორჟოლიანი მაღიზიანებს მაგრამ ამ შემთხვევასი მაგრად მიასვა. საღოლ, პატარა ღორის ტილი. მშიშარას პოსტი წაუშლია, ან დაიცავი ბოლომდე რასაც წერ ან საერთოდ ნუ დაწერ, ქათამი.
23:30 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატია
არა რა წყალტუბლობა სოფლელობას ნიშნავს ტუ რა ხდება ბატონო ლევან///წყალტუბოში ბევრი გირსეული და განატლებული ადამიანი ცხოვრობს ..ისე ცნობისტვის მეამაყება რომ წყალტუბოდან ვარ
23:26 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
არათბილისელი:)
... და შენ სადაური ხარ, არაწყალტუბოელო, უკიდეგანოდ განათლებულო
19:42 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
nana
Vaimee Ra nacnobi situaciaaa nanukas ambiciebs da uztdelobas sazgvari AR aqvs neta vis ixdis nanuka puls virebivit amushavebs gamis 1-2 saatsmde da imaze AR piqrobs iqneb am bavshvs taqsis puli aqvs Tu ara Rac sheexeba karebze atuzvas es simartlea aravis araaa ufleba nanuka sheawuxos san tviton AR moundeba. dakakunebas ver itans qali
18:29 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რას ნიშნავს ფორმა ,,გამარჯობათ" მიღებულია, შეცდომაა, რა თქმა უნდა. ლევანი მართალია, უბრალოდ კუთხის შეურაცხყოფა არ არის გამართლებული
15:57 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS