16 ოქტომბერი, 2015
ნანუკა ჟორჟოლიანის ექსკლუზიური კომენტარი - რა მოხდა ჟურნალისტსა და „იმედის“ თანამშრომელს შორის
დიდი ხანია კართან არ მელოდები ატუზული რამდენიმე საათის „იმედის“ ერთ-ერთი თანამშრომლის ლევან კირვალიძის სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ ''იმედის'' ერთ-ერთ პროდიუსერსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის ურთიერთობა დაიძაბა.  

''ამ წყალტუბოს ვინმემ უთხრას, რომ არ არსებობს მისალმების ფორმა მრავლობითში, ანუ''გამარჯობათ'', არ არსებობს ბუნებაში ეს გრამატიკულად'' - დაწერა ლევანმა.

ლევანს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხა:

''შენ შიგ ხომ არ გაქვს შე უზრდელო ბავშვო! დარბაზში ტაშისდამკვრელად რომ დადიოდი ჩემთან მაშინ წყალტუბო არ ვიყავი? შე ტუტუცო ლაწირაკო.
წყალტუბოში ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ და წარმომავლობით ადამიანის ხსენება გოიმობაა.

შენ ლაწირაკო, შენ. დიდი ხანია გზის ფულს არ გაძლევ, რომ ტელევიზიამდე მოგეღწია და აპლოდისმენტებისთვის გეყურებინა?''

''დიდი ხანია კარებთან არ მელოდები ატუზული? სად დაიჯერე, რომ ამის უფლება გაქვს. ან სად დაიჯერე, რომ მეტი ხარ ნებისმიერ წყალტუბოელზე''. - წერს ჟორჟოლიანი.

ნანუკას ასეთი მწვავე რეაქციის შემდეგ ლევანმა სტატუსი წაშალა.

სოციალურ ქსელში ასეთი მწვავე კომენტარების ნახვის შემდეგ ლევან კირვალიძეს დავუკავშირდით.

- ვიცით, რომ ნანუკა ჟორჟოლიანთან მუშაობდით. დღეს კი როგორც გაირკვა, თქვენს შორის ურთიერთობა დაიძაბა. რა მოხდა რეალურად?
- ვმუშაობდი ვერ ვიტყვი, ანუ სტუდენტობის დროს მხოლოდ დამსწრე აუდიტორიის განხრით ვეხმარებოდი, თუმცა ამას ენთუზიაზმით ვაკეთებდი. ანაზღაურების გარეშე. მე პოსტში არც ადრესატი მყოლია დაკონკრეტებული და არც თავად პოსტი ყოფილა ვინმესთვის შეურაცხმყოფელი.

- თუმცა სხვა დროსაც გვინახავს, რომ ნანუკას ნანულათი მოიხსენიებდი. თუ თქვენს შორის გაუგებრობა არ ყოფილა, რატომ მიიღო პოსტი საკუთარ თავზე, გაუგებარია. პირადად შეეცადეთ სიტუაციაში გარკვევა?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით ნამდვილად, რატომ მოხდა ასე. არც პირადად მიცდია რამეში გარკვევა იმ კომენტარების შემდეგ რაც ამ ქალბატონმა გააკეთა. რაც შეეხება კომენტარებს: ''ტელევიზიამდე მისასვლელი გზის ფულის'' და ''ტაშისკვრის'' შესახებ გავიმეორებ - არც ერთი თეთრი არ ამიღია არასოდეს და ამაში ისინიც დაეთანხმებიან ვინც ჩემთან ერთად დადიოდა მაშინ და არც ტაშისკვრა მითაკილია არასდროს.

ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ ნანუკა ჟორჟოლიანს:

- ნანუკა, რატომ დაიძაბა თქვენს შორის ურთიერთობა?
- მერი კითხვას სვამ არასწორად, არაფერი არ დაძაბულა. დაწერა პოსტი, მიიღო პასუხი.

- ვიცით, რომ ადრეც მოგიძღვნათ სტატუსი. ერთხელ ნანულათი მოგიხსენიათ, თუმცა შეიძლება თქვას, რომ მაშინაც სხვა იგულისხმა.
- არ ვიცი მე ეგ პოსტი. რაც ვნახე მიიღო პასუხი. ლევან კირვალიძე პროდიუსერი არაა. დარბაზში ტაშის დაკვრას უზრუნველყოფს და შეასწორეთ ეს ინფორმაცია.

- თქვენი აზრით რატომ გაუჩნდა ასეთი დამოკიდებულება თქვენს მიმართ?
- ღადაობთ? რაში მაინტერესებს ვინმე კირვალიძის დამოკიდებულებები. ერთი ლაწირაკი ბავშვია. უბრალოდ დაამცირა ყველა წყალტუბოელი ამ მიმართით და მიიღო პასუხი.

მერი კობიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
nino
gaviget rom t ar unda carmostkva gamarjobashi,romelic cota usrdeluradac ki jgers...momitevet,magram es ra chkuatxeloba da poxondriobaa gakanebul facebookse shenishvnis micema?sad gaisardet da iscavlet kultura,ara mgonia kultura mxolod tbiliseloba an saburtaloeloba ikos
20:40 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
nini
არ შეიძლება ასე უტიფრად და უბოდიშოდ თუნდაც შეცდომაზე მითითება. წყალტუბოს ხსენებით კი საკუთარ პროვინციალობას ამხელ, რომელიც არ ნიშნავს აუცილებლად პროვინციულ წარმომავლობას. თუ რამე წყენა გქონდა, მიდი და პირდაპირ უთხარი და შორიდან ნუ იგესლები.
18:47 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სწორი
ტროლი ხომ არის სიტყვა მადლობა და ვამბობთ *დიდი მადლობა*.მაგრამ ხომ არის პირველ პირში გმადლობ ჩემო მეგობარო ,ხოლო მრავლობითში გმადლობთ მეგობრებო, თქვენობით მიმართებისას კი * გმადლობთ მასწავლებელო*. მაშინ მართებული ყოფილა მადლობები მეგობრებო და მადლობები მასწავლებელო.ასევეა გამრჯობა და გამრჯობათ.პირადად თქვენ არ იყენებთ გამარჯობათ მეზობლებო ან გამარჯობათ საზოგადოება????პირადად თქვენ მასწავლებელს ან უფროსს ოფიციალურად გამარჯობათ არ ეუბნებით?????აუდიტორიას გამარჯობათ არ ეუბნებით ხალხნო?????
18:17 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ელისო
თუ გინდა რომ ხალხმა პატივი გცეს, გამრაზებულ გულზეც უნდა შეინარჩუნო ღირსება. აბა ამ სიტუაციაში მართლა მამულივით მეტყველებ, სუფთა ბაზრის ქალი- ამითომაც მეტს ნუნითხოვ! ბევრი ფული ადამიანის ღირსებას არ განაპირობებს ნანულიკო!
15:59 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სწორს ტროლისგან
სწორადაც, არ გახლავსთ აგრე, მეგობარო. გამარჯობა მოდის გამარჯვებიდან და თუ ბევრს ეუბნები - მაშინ გამარჯვებები უფრო მართებული იქნებოდა, ხომ არ დავამკვიდროთ?!
13:43 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ქქქ
წყალტუბოებელი მად "ლაწირაკმა' კი არ შეურაცხყო, არამედ შენ ჭრი თავს შენი ქალისთვის შეუფერებელი გამონათქვამებით. ისე ქართული რომ არ იცი ეჭვი გეპარებაა?
13:31 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სწორი
როცა ესალმები 10 და 100 კაცს ამბობ: გამარჯობათ მეგობრებო.ან ოფიციალური მიმართვისას მაგალითად: გამარჯობათ ბატონო თემურ.იგივეა რუსულადაც "ზდრავსტვუი " და "ზდრავსტვუიწე" ასე ეს.
13:11 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
sss
ამჯერად სრულიად ვეთანხმები ნანუკას. ის "ტაში ტიპი" კომსომოლა ნაბიჭვარივით აზროვნებს!!!
12:51 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
123
როგორც ვიცი გადაცემებზე "ტაშისმკვრელევად" ჟურნალისტიკის ფაკყლტერის ბავშვები დადიან ძირითადად ვისაც ეგ სფერო აინტერესებს და უყურებენ როგორ მიდის გადაცემის ჩაწერა ამის საფასურად ტაშის დაკვრაც უწევთ რამოხდა მერე? ამის მერე ნამდვილად "ტეხავს"გადაცემებზე დასწრება თორემ თუკი რამეს მიაღწევ აუცილებლად წამოგაყვედრიან :(პ.ს. იმ ბიჭს ნამდვილად ცუდად მოუვიდა ეგ ამბავი თუმცქ ნაცნობი სიტვაციაა რაღაცას მიაღწია და უკვე ზემოდან იყურება :/
12:11 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი ხუანა
დარბაზში ტაშის დაკვრას უზრუნველყოფს... ანუ, მარიხუანას არიგებს?
10:39 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS