16 ოქტომბერი, 2015
ნანუკა ჟორჟოლიანის ექსკლუზიური კომენტარი - რა მოხდა ჟურნალისტსა და „იმედის“ თანამშრომელს შორის
დიდი ხანია კართან არ მელოდები ატუზული რამდენიმე საათის „იმედის“ ერთ-ერთი თანამშრომლის ლევან კირვალიძის სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ ''იმედის'' ერთ-ერთ პროდიუსერსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის ურთიერთობა დაიძაბა.  

''ამ წყალტუბოს ვინმემ უთხრას, რომ არ არსებობს მისალმების ფორმა მრავლობითში, ანუ''გამარჯობათ'', არ არსებობს ბუნებაში ეს გრამატიკულად'' - დაწერა ლევანმა.

ლევანს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხა:

''შენ შიგ ხომ არ გაქვს შე უზრდელო ბავშვო! დარბაზში ტაშისდამკვრელად რომ დადიოდი ჩემთან მაშინ წყალტუბო არ ვიყავი? შე ტუტუცო ლაწირაკო.
წყალტუბოში ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ და წარმომავლობით ადამიანის ხსენება გოიმობაა.

შენ ლაწირაკო, შენ. დიდი ხანია გზის ფულს არ გაძლევ, რომ ტელევიზიამდე მოგეღწია და აპლოდისმენტებისთვის გეყურებინა?''

''დიდი ხანია კარებთან არ მელოდები ატუზული? სად დაიჯერე, რომ ამის უფლება გაქვს. ან სად დაიჯერე, რომ მეტი ხარ ნებისმიერ წყალტუბოელზე''. - წერს ჟორჟოლიანი.

ნანუკას ასეთი მწვავე რეაქციის შემდეგ ლევანმა სტატუსი წაშალა.

სოციალურ ქსელში ასეთი მწვავე კომენტარების ნახვის შემდეგ ლევან კირვალიძეს დავუკავშირდით.

- ვიცით, რომ ნანუკა ჟორჟოლიანთან მუშაობდით. დღეს კი როგორც გაირკვა, თქვენს შორის ურთიერთობა დაიძაბა. რა მოხდა რეალურად?
- ვმუშაობდი ვერ ვიტყვი, ანუ სტუდენტობის დროს მხოლოდ დამსწრე აუდიტორიის განხრით ვეხმარებოდი, თუმცა ამას ენთუზიაზმით ვაკეთებდი. ანაზღაურების გარეშე. მე პოსტში არც ადრესატი მყოლია დაკონკრეტებული და არც თავად პოსტი ყოფილა ვინმესთვის შეურაცხმყოფელი.

- თუმცა სხვა დროსაც გვინახავს, რომ ნანუკას ნანულათი მოიხსენიებდი. თუ თქვენს შორის გაუგებრობა არ ყოფილა, რატომ მიიღო პოსტი საკუთარ თავზე, გაუგებარია. პირადად შეეცადეთ სიტუაციაში გარკვევა?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით ნამდვილად, რატომ მოხდა ასე. არც პირადად მიცდია რამეში გარკვევა იმ კომენტარების შემდეგ რაც ამ ქალბატონმა გააკეთა. რაც შეეხება კომენტარებს: ''ტელევიზიამდე მისასვლელი გზის ფულის'' და ''ტაშისკვრის'' შესახებ გავიმეორებ - არც ერთი თეთრი არ ამიღია არასოდეს და ამაში ისინიც დაეთანხმებიან ვინც ჩემთან ერთად დადიოდა მაშინ და არც ტაშისკვრა მითაკილია არასდროს.

ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ ნანუკა ჟორჟოლიანს:

- ნანუკა, რატომ დაიძაბა თქვენს შორის ურთიერთობა?
- მერი კითხვას სვამ არასწორად, არაფერი არ დაძაბულა. დაწერა პოსტი, მიიღო პასუხი.

- ვიცით, რომ ადრეც მოგიძღვნათ სტატუსი. ერთხელ ნანულათი მოგიხსენიათ, თუმცა შეიძლება თქვას, რომ მაშინაც სხვა იგულისხმა.
- არ ვიცი მე ეგ პოსტი. რაც ვნახე მიიღო პასუხი. ლევან კირვალიძე პროდიუსერი არაა. დარბაზში ტაშის დაკვრას უზრუნველყოფს და შეასწორეთ ეს ინფორმაცია.

- თქვენი აზრით რატომ გაუჩნდა ასეთი დამოკიდებულება თქვენს მიმართ?
- ღადაობთ? რაში მაინტერესებს ვინმე კირვალიძის დამოკიდებულებები. ერთი ლაწირაკი ბავშვია. უბრალოდ დაამცირა ყველა წყალტუბოელი ამ მიმართით და მიიღო პასუხი.

მერი კობიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
სადაური
ჯერ ერთი გამარჯობათ სწორია მეორეც ის რომ ბევრმა თბილისელმა ჟურნალისტმა არ იცის ქართული გრამატიკა.და წყალტუბო აქ არაფერ შუაშია.თბილისელია მაია ასათიანი მაგრამ შეცდომებით ლაპარაკობს.ნახეთ მისი selfie იუ თუბე-ზე სათაურით:მაია მაიას შესახებ რომ არის. როცა შეყვარებულზე საუბრობს ამბობს რომ "როცა ერთად ვიყავით მიწაზე თითქოს ფეხს არ ვადგავდი"ო. უნდა თქვას ვადგამდი. მერე ანა ფრანკის სახლში ოპერატორს ვუთხარი რომ შეხვალ შეიძლება ავი მიარტყაო.რადგან წაკითხული მქონდა რომ ანა თავს არტყავს კედელსო.უნდა თქვას არტყამს.ასე რომ სადაურობა კი არაა მთავარი.განათლება აუცილებელი.
10:41 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
შანიძე
გამარჯობათ სწორია.
13:12 / 21-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
სიტყვა გამარჯობას აქვს მრავლობითის მიმართვის ფორმა --გამარჯობათ, რაც არ ასწავლეს ახალგაზრდა თაობებს სკოლაში, ასე რომ იცოდეს მაგ კირვალიძემ რომ თვითონ არ იცის გრამატიკული ქართული,
00:18 / 21-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ცაგული
ქარტველებო გეკოფათ ერტმანეტის დაჭმა,იკავით კველა ერთმანეთზე უკეტესები,საკმარისია,მიხედეთ კველამ თქვენს საქმეს და საქარტველოს თიტთოეულმა თქვენთაგანმა.
18:46 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ეს ის ნანუკაა, არტილერიას და არტერიასაც, რომ ვე არჩევს!?!?!:) წყალტუბოში ბევრი სამაგალითოდ განათლებული ცხოვრობდა და კვლავ იქნებიან, რასაც ამ შემთხვევაში ვე ვიტყვით.
16:28 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS