15 ოქტომბერი, 2015
ნუცა კუხიანიძე ბერა ივანიშვილს აკრიტიკებს - "ამხელა ზიზღი და ბოღმა რომ იმარჯვებს ჩვენს ქვეყანაში..."
ცოტა ხნის წინ, რეპერმა ახალ სიმღერაზე ვიდეო გამოაქვეყნა მსახიობი ნუცა კუხიანიძე, სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას - "ავტოგოლი" ეხმაურება და წერს:

"ტექსტი, ამბიცია, მუქარა და კვნესა ცალკე განხილვისთვის, მაგრამ ამხელა ზიზღი და ბოღმა რომ იმარჯვებს ჩვენს ქვეყანაში, ალბათ ღირსები ვართ. მართლა "ავტოგოლი" ვგლიჯეთ ყველამ..." - წერს ნუცა.

ცოტა ხნის წინ, რეპერმა ახალ სიმღერაზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ავტოგოლზე მღერის და საკმაოდ ორაზროვანი ტექსტი აქვს.

სიმღერა სკანდალური იმით გახდა, რომ მოსახლოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ბერამ ეს
სიმღერა პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს მიუძღვნა.

"იცი ვინც ვარ... ზოგიერთს ვერ ცნობ, თანამდებობის გამო გაეზარდათ თავი როგორც რემბოს. ასე ხდება როცა ნულს კაცად აქცევ...

კურდღელს –კურდღელს ჰგავხარ! ხარ ნამდვილი ბაჭია. კამერების წინ, დაცვის უკან ყველა კაცია...
ვინც იჩაგრებოდა სკოლიდან, როგორ არ გაიქცეოდა ომიდან... კაცი გახდა როცა მთავრობაში მოვიდა..." - მღერის ივანიშვილი.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
;););)
ნუცას ლომკა აქვს და მორალის კითხვის ხასიათზეა.
09:56 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
765
შურიანი ერთუჯრედიანი გრუზინები ხართ უმეტესობა!!!
11:52 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ვინ იყო ნული მარგველაშვილი? სასაცილოა
13:26 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
კატო
ნუცა მართალია. ბერას კი ეტყობა მამამისივით ამბიციები აწუხებს და გაუზრდელიცაა.
00:28 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
გაგრა
ბერა არის სამაგალითო ახალგაზრდა კაცი, რომელიც არასოდეს ცუდს არ იკადრებს, კარგი ოჯახის შვილია, ასეა ეს.
18:26 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS