14 ოქტომბერი, 2015
რეალური ამბავი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „20 თეთრი დაგიხარჯე, სხვა გზა არ მქონდა“
"ფეისბუქის" ერთი-ერთ მომხარებელი საფულის დაკარგვის შემდეგ მომხდარ ფაქტზე წერს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გოგონამ, რომლის დაკარგული ნივთი ახალგაზრდა ბიჭმა იპოვა, შემდეგი შეტყობინება მიიღო:

"გამარჯობა, დღეს ფილარმონიასთან ვიპოვე საფულე. შიგ იდო პირადობა - ID, ექსპრეს ბარათი სტუდენტური, სტუდენტობის ცნობა და კიდევ აფთიაქის რაღაც ბარათი. ID-ზე ეწერა სალომე **** და სავარაუდოდ შენ უნდა იყო. კიდევ რაღაც ბარათი იყო საქართველოს ბანკის, 100$-იანი, სადაც შენი მისამართი ეწერა, ნიკოლაძის *. როგორც მივხვდი, მანდვე ცხოვრობ, ფილარმონიასთან. 50 ლარიანი იდო
და კიდევ რაღაც ხურდა. მგონი სწორედ მოვიტანე მისამართზე. ფილარმონიასთან, რომ ქუჩა ადის, როგორც ვიცი ეგაა ნიკოლაძე. ვიღაც ქალი იყო და მან დაიტოვა შენი საფულე. პ.ს. მაპატიე, სტუდენტურზე 1.80 გქონდა და 20 თეთრი დაგიხარჯე, სხვა გზა არ მქონდა".

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS