14 ოქტომბერი, 2015
განო მელითაურის დედის გულახდილი ინტერვიუ : „განო ძალიან ცუდადაა“
ეს სახელი ძალიან უყვარს, მე ბავშვს ალბათ ლოლას დავუძახებ
კოტე თოლორდავა მეოთხე შვილის, ელენე-ლოლიტას დაბადებას ვერ მოესწრო. ჟურნალ "სარკესთან" განო მელითაურის დედა თინა მენაბდე ამბობს, რომ ახალშობილი მამამისს ძალიან გავს.
გთავაზობთ ჟურნალ „სარკეში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს მოკლე ვერსიას. 
- ბავშვი 3 ოქტომბერს გაჩნდა, 3 კილო, 350 გრამი და 51 სმ. განოს საკეისრო კვეთამ გართულებების გარეშე ჩაიარა, გოგონა ძალიან ლამაზია, ელენე-ლოლიტა დავარქვით. ელენე ბებიის, კოტეს დედის პატივსაცემად დავარქვით, რაც შეეხება ლოლიტას, ეს სახელი განოს უნდოდა.

დიდი ხნის
განმავლობაში ერთ-ერთ ჟურნალში ბეჭდავდა წერილებს და მისი ფსევდონიმი იყო ლოლა. ეს სახელი ძალიან უყვარს, მე ბავშვს ალბათ ლოლას დავუძახებ, განო რას დაუძახებს არ ვიცი.

უფრო მამამისს, კოტეს ჰგავს. ძალიან საყვარელია, სრულიად განსხვავებულია და-ძმებისგან. ისინიც ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ ეს რაღაცნაირად დამოუკიდებელია, უკვე პერსონაა. მტირალა არ არის, თავისთვის წყნარადაა, ოდნავ წამოიტირებს მაშინ, როცა შია.

- რამდენადაც ვიცი, კოტემ ბავშვის სქესი არ იცოდა, არა?

- თუ არ ვცდები, პირველ ექოსკოპიაზე განოს უთხრეს, რომ ბიჭი დაიბადებოდა. მერწმუნეთ, კოტესთვის სულ ერთი იყო, გოგო დაიბადებოდა თუ ბიჭი, რადგან გოგოც ჰყავდა და ორი ბიჭიც.

- განო ახლა როგორ გრძნობს თავს?

- ემოციურად მძიმე და დატვირთული ფონი აქვს. ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ მინდა. ძალიან ცუდადაა, მეტის თქმა არ შემიძლია.

- ახლახან კოტეს ამერიკული ჯილდო გადაეცა რეჟისორ ლევან ბახიას ფილმში მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, ეს თქვენთვის სიხარულთან ერთად ალბათ უფრო დიდი ტკივილი იყო...

- პირველი, ვინც ეს გაიგო, განო იყო. ბევრი იტირა... საქართველომ ძალიან ნიჭიერი მსახიობი დაკარგა.

- როგორია თქვენი ოჯახის ცხოვრება კოტეს შემდეგ?

- მე პირადად ამ წამსაც ეს კოტეს მიერ გათამაშებული სპექტაკლი მგონია. მგონია, კარზე ახლა დააკაკუნებს და შემოვა. უბრალოდ, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ადამიანი აღარ არის... ბავშვები კოტეს ძალიან ხშირად კითხულობენ, განსაკუთრებით - თარაში. მამა წავიდა, ზეცაშია, იქიდან მიყურებსო, ამბობს. ერთხელ ვიღაცამ კითხა, სად წავიდაო და ღმერთმა წაიყვანაო, უთხრა. მამა მიყურებს, მამა მიცავს და მიფარავსო, ამბობს. ტასო მამაზე არ საუბრობს, რადგან ძალიან განიცდის.

- განოც არ საუბრობს ამ თემაზე?

- არა, განო ძალიან ჩაკეტილია. ამ თემაზე ჩემთან არ საუბრობს და არც არავისთან.

ჟურნალი „სარკე“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
მაია
როგორ გეტანხმებით და ვიზიარებ აბსოლიტურად M/M-ს პათოსს... ამ ქვეყანაში უკვე რა ითვლება გოიმობად ან გოიმებად ვერც გაიგებ ადამიანი
22:15 / 14-10-2015
გამოხმაურება / 0 /
!
M/M-ს და მის დამლაიქებლებს!! რას ბჟუტურებთ, ამის დაწერა როგორ შეიძლება... შემთხვევით რომ წაიკითხოს, გოგო ისედაც ცუდათ არის, რისკენ უბიძგებთ... ან საიტის ადმინისტრაცია რას მიკეთებს... მარტო გინება კი არ არის არაკორექტულობა...
22:14 / 14-10-2015
გამოხმაურება / 0 /
M / M
კი მესმის რომ ძალიან ცუდ რამეს ვამბობ მაგრამ ხანდახან ერთ ადამიანს იმდენად უჭირს მეორეს გარეშე არსებობა ისეთი შემზარავად აუტანელი შეიძლება გახდეს ხელახლა ადაფტირება განახლებულ რეალობასთან,რომ თუ თავისით ბუნებრივად ( არავითარ შემთხვევაში სუიციდის საშვალებით) წაიყვანს მალევე ღმერთი, იძულებით ცალად დაჩენილს ისევ შეუერთებს მეორე ცალს და აქცევს ერთ მთლიანობად,იტყვის ადამიანი მადლია დაისვენაო, ძლივს მოიპოვებს მარადიულ სიმშვიდეს.უბრალოდ ბავშვები უნდა რჩებოდნენ საიმედო ხელში და მატერიალურად უზრუნველად ამის დარდი არ უნდა გაიყოლოს ადამიანმა თორემ ასეთი მართლაც უიშვიათესი სიყვარული რაც ჩანს და იგრძნობა განოს მდგომარეობით გული გაეგლიჯება მგრძნობიარე ადამიანს.ფილმებში უფრო თუ შეგხვდება თორემ აქ ჩვენს ირგვლივ უი ღმერთო მომკალი ქმრის სიკვდილი და მერე გლოვა კი არა,ცოცხლებს ისეთებს უკეთებს ზოგი იმას ჯობია მკვდარი იყოს ნამდვილი კაცი ან მოუკვდებათ ხშირად ჩვენს რეალობაში და სულ თითებზე ითვლიან 40 დღის გასვლას რომ ჰაი დააააა მერე!ჩემი მეზობელი სამოც წლამდეა და გეგონება ხელახლა დაიბადაო ქმარი რაც მოუკვდა თვალესბ ისე აბრიალებს პირდაპირ გაოცდება კაცი.ახალგაზრდებზე არაფერს ვამბობ ხმამაღლა ტირილი გოიმობაა უკვე მაგარი რადგან თავად ვერ ტირიან ასე დააწესეს თბილისში და მიცვალებულს უხარია ოჯახის წევრები როცა იღიმიანო, ესეც მათ დააწესეს ვინც თავს ვერ იკავებს თუნდაც რამოდენიმე დღე და მხიარულობენ ჭირისუფალნი...
16:02 / 14-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS