13 ოქტომბერი, 2015
სად გაფრინდნენ სალომე ჭაჭუა და მაქს რიჟიკოვი - მოცეკვავე წყვილის ახალი ფოტო მორიგი ჭორის საბაბი გახდა
ამბობდნენ, რომ სალომე საყვარელ მამაკაცებს ძაღლებს ჩუქნის საქართველოს ჩემპიონები ლათინურ - ამერიკულ ცეკვებში მაქს რიჟიკოვი და სალომე ჭაჭუა დაახლოებით ერთი წელია, ერთად ვარჯიშობენ. გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ მოცეკვავე წყვილს შორის შესაძლო იყო მეგობრობაზე დიდი გრძნობა გაჩენილიყო. ეს ეჭვი ბევრს მას შემდეგ უფრო გაუმყარდათ, როცა სალომემ მაქს ძაღლი აჩუქა. სალომემ გიორგი ვარდოსანიძესაც აჩუქა ძაღლი, როდესაც შეყვარებულები იყვნენ. ამბობდნენ, რომ სალომე საყვარელ მამაკაცებს ძაღლებს ჩუქნის. 

მაქსმა ''ფეისბუქზე'' სალომე ჭაჭუასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით
''გავფრინდით''.

რამდენიმე საათის წინ კი მაქსმა და სალომემ სლოვენიის ერთ - ერთი ღირშესანიშნაობა მოინახულეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს შემდეგ კვლავ წერენ სოციალურ ქსელში , რომ შესაძლოა, მაქსი და სალომე მართლა შეყვარებულები იყვნენ.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მდაა....
ქართველ კაცებს ტვინში აქვთ გამჯდარი რომ ვითომ ყველაფერი ეპატიებათ! იმას კი არ ფიქრობენ რომ აღარაა ის დრო და ის გაგება და არც ის ნერვები ქალმა რომ ქმრისგან ყველაფერი დამცირება უნდა აიტანოს ოჯახის არ დანგევის გამო. იქუციტა ვარდოსანიძემ და ქე დაკარგა შოლტივით ქალი. :) ეს ბიჭი დააფასებს სალომეს გვერდში ყოფნას და ოჯახიც თუ შექმნეს რატომაც არა, მთავარია ქმარს უყვარდეს და ერთგული იყოს მისი ეროვნება რა პრობლემაა.
05:05 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
იაკო
წარმატება და ბედნიერება მინდა ვუსურვო, ამ ნიჭიერ წყვილს. თუ შეუყვარდათ ერთმანეთი ...არც ეს არის ცოდვა . ახლა რუსეთუმე არ უწოდოთ...ყველაფერს ნუ უკავშირებთ პოლიტიკას...მოასვენეთ ხალხი..)) და საერთოდ..დაიმახსოვრეთ.."".სხვისი ოჯახი დაბურული ტყეა""!
20:32 / 15-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS