12 ოქტომბერი, 2015
ბუტა რობაქიძის დედის საგანგებო განცხადება: ''დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა ფოტომ...''
ცოტა უფლის შეგეშინდეთ ადამიანებო, ვიდრე ვინმეს განსჯიდეთ ბუქა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს, რადგან ''ფეისბუქზე'' ატვირთულ რამდენიმე ფოტოზე ია გაღიმებული იყო და ლამაზად გამოიყურებოდა.

ზოგიერთის აზრით დედა, რომელსაც შვილი აღარ ჰყავს, ასე ჩაცმული და გაღიმებული არ უნდა ყოფილიყო. ამ კომენტარების გამო ია მეტრეველმა სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გააკეთა:

''ჩემო მეგობრებო , როგორც ვატყობ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ჩემმა ფოტო. მინდა, გითხრათ, რომ ეს სურათი ჩემი ერთდერთი დისშვილის ქორწილშია გადაღებული და თავს უფლება მივეცი,
ამ დღეს მაინც არ ვყოფილიკავი ჩაშავებული და ჩემი გაზდილი დისშვილისთვის, ვისთვისაც ვაგრძელებ სიცოცხლეს, არ ჩამემწარებინა ეს ბედნიერი დღე.

Rating

ასე რომ, ვისაც ძალიან გული დაგწყდათ ჩემი გაღიმების და ცოტაოდენი სიხარულის გამო, მინდა გითრხრათ, რომ ისევ ისე შავად მაქვს გულიც და სიცოცხლეც, როგორც პირველივე დღეს ჩემი ერთადერთი შვილის, ჩემი ბუტიკოს უბედურების დროს მქონდა და ასე ვიქნები მთელი დარჩენილი ცხოვრება.

მე ყოველთვის განსაკუთრებული დედა ვიყავი და ასეთივე განსაკუთრებული შვილიც გავზარდე, რითიც ვამაყობ, ვინც მე მიცნობს, ეს ყველამ კარგად იცის.

ცოტა უფლის შეგეშინდეთ ადამიანებო, ვიდრე ვინმეს განსჯიდეთ. ნუ განიკითხავთ და თქვენც არ იქნებიტ განკითხულნი''.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
იას
ია გული მაშინ ხო კარგად გიძგერდათ ახალგაზრდა კაცზე რომ იქორწინე? კი გიცნობენ ია სამსახურშიც -სოციციალურ სააგენტოში,დიდი თაღლითი ქალი ხარ:)
11:37 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მარგალიტა
ასე რამ გაგაბოროტათ ხალხო, იმიტომ არის ,,კარგად" ჩვენი საქმე . . .
10:57 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
vai vai
ღმერთო ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ თუ ამ გაუბედურებულ გალბატონზე რამეს იტყოდნენ ამას ვინ წარმოიდგენდა,ღმერტის გესჰინოდეთ ხალხნო და გონს მოდით, არა რა ქართველი ერი მართლა გადასაშენებელია.
10:37 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
გულიკო
ქალბატონო ია სიცოცხლე გრძელდება ავყიები ყველა დროსჰი არიან
10:24 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ჩემს ბებიას შვილი გარდაეცვალა 55 წლის წინ და 72 წლის ასაკში თვითონ გარდაიცვალა, გარდაცვალების წინ მის სახელს წარმოსთქვამდა და თვალებიდან ცრემლი სდიოდა, ხალხო როგორ არ გრცხვენიათ,რომ ასე ლაპარაკობთ? პირიქით კალბატონ იას ცხოვრების სტიმულს უნდა ვაძლევდეთ , თკვენ კი განიკითხავთ. გრცხვენოდეთ და გეშინოდეთ ღმერთის. იმ ჭრილობას ტანსაცმელი ვერ ახორცებს
06:04 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
იაკო,მეც ვნახე შენი სურათები,გამიხარდა,ულამაზესი და უსიმპატიურესი იყავი ყოველათვის.ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი უბედურება,მაგრამ თუ ლამაზად ჩაცმულს გნახავ აწი, კიდევ გამიხარდება.
01:47 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
გულწრფელად მ ცხვენია ქალბატონი იას ბოდიშის. სამოსის შეცვლა ვერასოდეს შეცვლის დედის ტკივილს.
23:32 / 12-10-2015
გამოხმაურება / 0 /
Nაცებს
Aნდაზაა ესეთი:- ვისაც შვილი Aრ მოკვდომია, შცილის სამძიმარს NU ეტყვიო!!! Vთქვა Gმერტის გეშინოდეთთქო,G მერტის რომ გწამდეთ მაგას ხომ Aრ იტყოდით, თQვენთვის წმინDა ხომ არაფერია,უზნეო ხალხო!!!!
23:13 / 12-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნაზი
მთლად წასულლია ჩვენი საქმე.მრცხვენია ......გვაპატიე ბუტას დედიკო მეტირება და ისე ვწერ ამას მე ვიცი რა დღეშია ქალბატონი ,26 წელია უფალს ვთხოოვ აღარ ნახოს დედბმა შვილის სიმწარე
23:12 / 12-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
არავის წინაშე არ არის ქალბატონი ია ვალდებული რომ თავისი სამოსის გამო ან ბოდიში მოიხადოს ან ახსნა დაიწყოს,მადლობა უთხარით რომ თავისი აზრი გამოხატა.ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს ასეთი ტრაგედია.თქვენს ცხოვრებას მიხედეთ ყველამ
22:58 / 12-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS